საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ბავშვებში

- რა იწვევს ღამის ენურეზს?

- ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:

  • გენეტიკური ფაქტორები;
  • გამოღვიძების პროცესის დარღვევა;
  • შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უუნარობა;
  • ენდოკრინული ფაქტორი - ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას;

ფსქოლოგიური ხასიათის მომენტები:

  • უროდინამიკური პრობლემები;
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • საშარდე გზების სარქვლები;
  • ხერხემლის სვეტის დაზიანება.

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით აჩენს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

- როგორია გენეტიკური ფაქტორის როლი?

- დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ ის ბავშვსაც ექნება, 40-45%-ს აღწევს. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იზრდება. ამჟამად დადგენილია ზოგიერთ ქრომოსომაზე ენურეზის მიმართ პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია და მიმდინარეობს გენის ლოკუსთან დაკავშირებული სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა.

- თუ შეიძლება, რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ენურეზის გამომწვევი თითოეული ფაქტორი...

- დავიწყოთ ძილის დარღვევით. ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. მათ გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მის მდგომარეობას კიდევ უფრო დავამძიმებთ.

ენდოკრინული დარღვევები

დადგენილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ვაზოპრესინის - ანტიდიურეზული ჰორმონის - გამომუშავება, რის გამოც თირკმლის შემკრებ მილაკებში სუსტდება წყლის უკუშეწოვა და ღამის განმავლობაში წარმოიქმნება შარდის ჭარბი რაოდენობა, რომელსაც შარდის ბუშტი ვერ იტევს.

უროდინამიკური დარღვევები

ეს ტერმინი შარდის ბუშტის ფუნქციური მოცულობის შემცირებას გულისხმობს. ბუშტის სიმცირის გამო პატარები ვერ იკავებენ ღამით გამომუშავებულ ნორმალური მოცულობის შარდს. ასეთი ბავშვები დღის საათებში ხშირად და მცირე ულუფებით შარდავენ, აქვთ მოშარდვის ძლიერი იმპერატიული სურვილი.


- რა იღონონ მშობლებმა, თუ მათ შვილს ღამის ენურეზი აქვს?

- მშობლებმა ოჯახის ექიმს ან უბნის პედიატრს უნდა მიმართონ. იგი შეკრებს დეტალურ ინფორმაციას ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ, შეაფასებს ხანგრძლივი თერაპიისთვის პაციენტისა და მისი ოჯახის წევრთა მზადყოფნას. ყველა პაციენტს ჩაუტარდება შარდის საერთო ანალიზი ნიტრიტული წესით. ცვლილებათა აღმოჩენისას ჩატარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ულტრასონოგრაფია, მიქციური ცისტოგრაფია და უროდინამიკური გამოკვლევა. ბავშვსაც და მშობლებსაც განუმარტავენ ენურეზის მიზეზს. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა ბავშვს ვნებს. ნუ დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს! გირჩევთ, ისეთი საკვები შეურჩიოთ, რომ ორგანიზმიდან ამა თუ იმ მარილის შარდით გამოყოფა შემცირდეს. შარდში მარილების სიჭარბემ შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეუქმნას ვაჟებს - ასოს თავზე მარილების კრისტალების დაგროვება იწვევს ტკივილს, წვას, შარდის ნაკადის შემცირებას, ინფექციის თანდართვის შემთხვევაში კი იმატებს აღმავალი საშარდე გზების ინფექციური დაავადების (ურეთრიტის) განვითარების რისკი.

ფოსფატურია

შარდში ფოსფორმჟავა მარილების კრისტალების არსებობა შეიძლება გამოიწვიოს:

  • D ვიტამინის სიჭარბემ;
  • ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებულმა აქტიურობამ;
  • შაქრიანმა დიაბეტმა;
  • სასუნთქი სისტემის ქრონიკულმა დაავადებებმა.

დიეტოთერაპიის ჩვენებაა შარდით დღე-ღამეში 20 მგ/კგ-ზე მეტი ფოსფატების გამოყოფა. სამკურნალო კვება გულისხმობს არა ფოსფატებით მდიდარი საკვების შეზღუდვას, არამედ ისეთის დანიშვნას, რომელიც კუჭის წვენის გამოყოფას აფერხებს. ასეთია, მაგალითად, კალციუმის შემცველი პროდუქტები. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილოვანი პროდუქტებით, განსაკუთრებით - ხორცითა და თევზით, ასევე - მცენარეული ზეთით.

იზღუდება:

  • ბოსტნეული;
  • ხილი და კენკრა;
  • კვერცხი;
  • სოკო;
  • კაკალი;
  • კაკაო;
  • საკონდიტრო ნაწარმი.

ოქსალურია

როცა ორგანიზმი საკვების მეშვეობით კალციუმსა და მაგნიუმს ნაკლულად იღებს, ხოლო ნატრიუმს - ჭარბად, იმატებს ოქსალატები (მჟაუნმჟავა მარილები). ოქსალატების შემცველობის მიხედვით პროდუქტები ოთხ ჯგუფად იყოფა:

  • 10-დან 1გ/კგ-მდე მჟაუნმჟავას შეიცავს კაკაო, შოკოლადი, ჭარხალი, მჟაუნა, ისპანახი, ოხრახუში, ნიახური;
  • 1-დან 0,3გ/კგ-მდე მჟაუნმჟავას - სტაფილო, მწვანე ლობიო, ხახვი, პომიდორი, ჩაის ნაყენი;
  • 0,3-დან 0,05გ/კგ-მდე - ახალი თეთრი კომბოსტო, გარგარი, ბანანი, მოცხარი;
  • 0,05გ/კგ-ზე ნაკლებს - ბადრიჯანი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, ახალი კიტრი, მწვანე სალათა, გოგრა, ბარდა.

ოქსალურია არ იცვლება, თუ საკვებში მჟაუნმჟავას ოდენობა 0,9გ/კგ-ს არ აჭარბებს. დიეტოთერაპიის ფონზე შარდით ოქსალატების გამოყოფა 40%-ით და მეტითაც მცირდება. კარგი იქნება, თუ დიეტოთერაპიასთან ერთად დაინიშნება ბ ჯგუფის ვიტამინები.

ურიკოპათია

ურიკოპათია იმ დაავადებებისა და სინდრომების ერთობლიობაა, რომლებსაც ქსოვილებსა და ბიოლოგიურ სითხეებში შარდმჟავასა და მისი მარილების დაგროვება განაპირობებს. ის ვლინდება:

  • თირკმელების შარდმჟავა ინფარქტით;
  • შარდმჟავა დიათეზით.