ბაქტერიები შარდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბაქტერიები შარდში

ბაქტერიურიაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ახლად გამოყოფილი შარდის ერთ მილილიტრში 100 ათასზე მეტი მიკრობი გამოვლინდება (მხედველობის არეში ერთზე მეტი ბაქტერიაა).  ჯანმრთელი ადამიანის შარდი სტერილურია ანუ მასში ბაქტერიები არ არის. თუ ადამიანს თირკმელები ან საშარდე ტრაქტი ინფიცირებული აქვს, შარდის ბუშტში მოხვედრილი მიკრობები ინტენსიურ გამრავლებას იწყებენ. ბაქტერიები შარდში პათოლოგიური პროცესის შედეგად გორგლოვანი ფილტრაციის  დარღვევის შემთხვევაში ხვდება. თუ ბაქტერიოლოგიური მეთოდით ბაქტერიათა კოლონიების რაოდენობრივი იდენტიფიკაცია არ აღემატება 105-ს ერთ მილილიტრში - ეს უბრალოდ შარდის დაბინძურებაა, ხოლო თუ მათი რაოდენობა ძალიან დიდია, მაშინ ჭეშმარიტ ბაქტერიურიაზე საუბრობენ. ბაქტერიები შარდში შესაძლოა ორი გზით მოხვდნენ:

  • დაღმავალი გზით (თირკმელებში, შარდის ბუშტში, წინამდებარე ჯირკვალში – პროსტატაში არსებული ანთებითი კერებიდან, ან კიდევ შარდის გამომტანი მილის უკან არსებული ჯირკვლებიდან),
  • აღმავალი გზით (ინსტრუმენტული ჩარევის შედეგად - კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია და სხვა).

შარდის ანალიზის რაოდენობრივი ბაქტერიოლოგიური მეთოდები საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათვლილ იქნეს მიკრობთა კოლონიები და ზუსტად განისაზღვროს ბაქტერიურიის დონე. კვლევამ შესაძლოა 24-დან 48 საათს გასტანოს. ბაქტერიოლოგიური ტესტების ცრუ უარყოფითი შედეგები შესაძლოა განპირობებულ იყოს შარდის დიდი განზავებით, რასაც თავის მხრივ დიდი რაოდენობით წყლის დალევა და უროსეპტიკური საშუალებების მიღება იწვევს. დადებითი შედეგების მიღებისას აუცილებელია განისაზღვროს, რომელმა ბაქტერიებმა განიცადეს კულტურაში ზრდა და როგორია მათი მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდებისადმი. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაციონალური მკურნალობის დასანიშნავად. ინფექციის კერის ანუ ბაქტერიათა განმაპირობებელი წყაროს დადგენისათვის გამოიყენება უროლოგიური კვლევის მეთოდები:

  • ცისტოსკოპია;
  • შარდში ბაქტერიების რაოდენობის განსაზღვრა;
  • შარდსაწვეთების კათეტერიზაცია;
  • შარდის ნალექში ანტისხეულებით დაფარული ბაქტერიების აღმოჩენის მეთოდი და სხვა.

თუ ბაქტერიურია მიმდინარეობს სხვა დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების გარეშე, უსიმპტომო ბაქტერიურიაზე საუბრობენ. ჩვეულებრივ, მაღალი დონის ბაქტერიურია თან ახლავს მძიმე უროლოგიურ დაავადებებს, მაგალითად, მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის ზოგიერთ სტადიას, ურეთრიტს (შარდის გამომტანი მილის ანთება), ცისტიტსა (შარდის ბუშტის ანთება) და პროსტატიტს (წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის - ანთებითი დაავადება). ხალხურ მედიცინაში საშარდე გზების მკურნალობის უამრავი საშუალებაა ცნობილი. ბევრი მცენარე მართლაც ფლობს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს და წარმატებით გამოიყენება შარდის გამომყოფი სისტემის ცალკეული ნაწილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა მხოლოდ შარდში ბაქტერიების აღმოჩენის საფუძველზე თვითმკურნალობას არ გირჩევთ. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რომელიც შარდის ყველა საჭირო ანალიზისა და სხვა დამატებითი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, განსაზღვრავს ზუსტ დიაგნოზს და სათანადო მკურნალობასაც დაგინიშნავთ. მხოლოდ მცენარეული ნაყენებით მკურნალობა და შარდის ბაქტერიებისაგან გაწმენდა, როგორც ამას თქვენ აღნიშნავთ, ხშირად არ არის საბოლოო გამოსავალი. დაავადება (თქვენი წერილის მიხედვით ძნელი მისახვედრია, საშარდე სისტემის რომელ ორგანოშია პრობლემა) ზოგჯერ განუკურნებელი რჩება, მდგომარეობა და შესაბამისად, შარდის ანალიზი დროებით უმჯობესდება, ინფექციის კერა კი რჩება და ხელსაყრელი პირობებისთანავე პათოლოგიური პროცესი კვლავ განიცდის მიმდინარეობას. ასე რომ, მოწოდებული რეცეპტების გამოყენების მიუხედავად, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ-სპეციალისტს! რამდენიმე რეცეპტი ხალხური მედიცინის საუნჯიდან:

  • რუსული ღიღილო - გამოიყენება თირკმელებისა და შარდის გამომტანი გზების ანთებითი დაავადებების დროს. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთ საათს, გადაწურეთ, მიიღეთ დღეში სამჯერ 1/4 ჭიქა.
  • ვერხვი - (ნორჩი ტოტები, ქერქი და ფოთლები) გამოიყენება შარდსასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ვერხვის ქერქი, დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ 10 წუთს, დააყოვნეთ 2 საათს, გადაწურეთ, მიიღეთ დღეში სამჯერ 1/3 ჭიქა.
  • შვიტა - გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულის პათოლოგიით განპირობებული შეშუპების დროს, აგრეთვე როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთების დროს. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ სამ წუთს, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 1/3 ჭიქა.