უროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
უროლოგია
მაღალი არტერიული წნევის ერექციულ დისფუნქციასთან კავშირის განხილვამდე მოკლედ შეგახსენებთ მამაკაცის სასქესო ასოს ანატომიას. როგორც მორფოლოგიური აგებულებით, ასევე ფუნქციური როლის მიხედვით, ასოს ძირითადი ნივთიერება შედგება ერთმანეთისაგან გამორჩეული ორი ნაწილისაგან - ასოს მღვიმოვანი სხეულისაგან, რომელიც მისი უმეტესი ნაწილია და შუაზე ორადაა გაყოფილი ღარით და ასოს კენტი ღრუბლისებრი სხეულისაგან. ასოს მღვიმოვან ნაწილს სხვაგვარად ერექციულ (ერეცტორ - გამმართველ) ნაწილსაც უწოდებენ, რადგან მასზეა დამოკიდებული ასოს ერეგირების ფუნქცია. მღვიმოვანი სხეული შედგება მრავლობითი წვრილი არტერიებისა და ვენებისაგან, გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისა და მღვიმოვანი ხარიხებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან თავისუფალ სივრცეებს, ე.წ. მღვიმეებს გამოყოფს.
როგორ იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი ანუ შარდის ორთოტოპული დერივაცია“როდესაც ქვეყანას ჰყავს დიდი პროფესიონალები, მისი ხალხი ფრთებს შლის, ყველა პრობლემას ადვილად ლახავს, სრულყო­ფილებისაკენ სწ­რაფვაც უფრო თვ­ა­ლსაჩინოა. წარმოიდგინეთ ახლა პროფესიონალთა ქვეყანა!” მე ძალიან მომ­წ­ონს ნიკოლოზ ჩე­რნიშევსკის ეს სიტყვები და ყოველთვის მახსენდება ხოლმე პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან შეხვედრისას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უდიდესი პროფესიონალი და დიდებული პიროვნებაა, არამედ იმიტომაც, რომ მისი წყალობით მართლა ბევრ ადამიანს გაუშლია სიხარულის ფრთები ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემების გადალახვით.
ხშირად, მამაკაცებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ ასოს თავი სტკივათ. ამას ერთვის მისი სიწითლე, შესაძლოა, ნახეთქები და გამონადენიც კი. ეს სიმპტომები (ჩივილები) უყურადღებოდ არ დატოვოთ და არ იფიქროთ, რომ ჰიგიენის გაძლიერებით პრობლემა მოგვარდება! რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. მამაკაცის სასქესო ორგანოზე ასეთი უხერხულობის გაჩენა შეიძლება სულ უბრალო და ადვილად მოსაგვარებელმა მიზეზმა - ჰიგიენის ნაკლებობამაც გამოიწვიოს და საკმაოდ სერიოზულმა, აუცილებლად და დროულად სამკურნალო, მაგალითად, ვენერიულმა თუ სხვა სახის ინფექციურმა დაავადებებმაც.
უდავოა, რომ ერექციული დისფუნქცია არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ წყვილის პრობლემაა. მისი დელიკატურობიდან გამომდინარე, მამაკაცები, განსაკუთრებით საქართველოში, გაურბიან სპეციალისტთან ვიზიტს, თავად ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, ეძებენ და ეცნობიან რეკლამირებულ პრეპარატებს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, მიმართავენ ექიმბაშებს და სხვა. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი მიდგომაა და პრობლემას, წესისამებრ, ვერ აგვარებს. მეტიც - ამ საკითხზე ხანგრძლივი ფიქსაცია მამაკაცს უფრო მეტად აკარგვინებს საკუთარი ძალების რწმენას, მანკიერ წრეში აქცევს და ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად უმძიმებს - იმპოტენციის დიაგნოზი ხომ მამაკაცისთვის ყველაზე სასტიკი განაჩენია!
ნაჩვენებია მე-2 გვერ 10 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით