რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
უროლოგია
ღამის შარდის შეუკავებლობათუ ღამით ერთხელ მაინც იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, ეს შესაძლოა ღამის შარდის შეუკავებლობის საწყისი ნიშანი იყოს. არსებობს ამ მოვლენის მკურნალობის ეფექტური მეთოდები და არ არის საჭირო, თვითგანკურნების იმედით ყველაფერი ნებაზე მიუშვათ. შარდის ბუშტის ღამეული სისუსტე მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გართულებული მშობიარობა გადაიტანა. ეს პრობლემა არც მამაკაცთათვის გახლავთ უცხო, თუმცა ამ პრობლემით დაავადებულ მამაკაცთა რიცხვი ქალებისაზე გაცილებით ნაკლებია. ღამით თუნდაც ერთხელ მოსაშარდად წამოდგომა არღვევს ძილს და ხელს უშლის სრულფასოვან დასვენებას. შედეგი - დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ყურადღების ცუდი კონცენტრაცია, ანუ ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევა.
შარდის ბუშტის ანთებას უმეტესად არასერიოზულად ეკიდებიან. ბევრს ჰგონია, რომ ცისტიტი პრაქტიკულად უვნებელია და ერთი-ორი ტაბლეტის მიღების შემდეგ უკვალოდ გაივლის. ამ დაავადებისადმი ასეთი არასერიოზული მიდგომა არ შეიძლება, რადგან მომავალში მან შესაძლოა მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს. ცისტიტს ექიმმა უნდა უმკურნალოს, თანამიმდევრულად და მეთოდურად. შარდის ბუშტის ანთების კლინიკურ ნიშნებსა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება აკად. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმი, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი ქეთევან ცანავა.
- გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას? მერაბირა ოპერაციები კეთდება პროსტატის ადენომის განსაკურნებლად? წინამდებარე ჯირკვლის მკურნალობის ოპერაციული მეთოდები სადღეისოდ ყველაზე ეფექტურია. დაავადების საწყის ეტაპზე (შარდის ბუშტი მთლიანად იცლება, თირკმელები არ არის დაზიანებული) შეიძლება ჩატარდეს პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (ტურ, ე. წ. უსისხლო ოპერაცია) - წინამდებარე ჯირკვლის ადენომის შარდსადენი არხიდან ამოკვეთა. ეს შედარებით ნაკლებტრავმული ოპერაციაა.
- ულტრასონოგრაფიით დამიდგინდა მარცხენა სათესლე ჯირკვლის ცისტა, მარჯვენა სათესლე ჯირკვლის დანამატის კეროვანი წარმონაქმნები, არაჰომოგენური სითხე მოჭარბებული რაოდენობით, ეპიდიდიმიტი. მტევნისებური წნულის სისხლძარღვები (ვენები) ორმხრივ დილატირებული არ არის. აქვს თუ არა კავშირი ამ დაავადებებს სიმსივნესთან და რეალურია თუ არა მისი განვითარების პერსპექტივა? იწვევს თუ არა ეს დაავადებები უშვილობას?"ოჯახის მკურნალმა" ამ შეკითხვით ექიმ-უროლოგს მიმართა, რომელმაც აღწერილი გამოკვლევის საფუძველზე წინასწარი დიაგნოზი - ეპიდიდიმიტი - დასვა, თუმცა იქვე გაგვაფრთხილა, რომ დიაგნოზის დასაზუსტებლად სხვა გამოკვლევებიც არის საჭირო, რისთვისაც პაციენტმა უროლოგს უნდა მიაკითხოს. ამასთან ერთად მოკლედ აღწერა პრობლემები, რომლებიც წინ უძღვის ან თან სდევს ამ დაავადებას. ეპიდიდიმიტი სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებაა. მისი მიზეზი, ჩვეულებრივ, ინფექციაა. ანთების გამომწვევის კვალობაზე, განასხვავებენ დაავადების არასპეციფიკურ და სპეციფიკურ ფორმებს. პირველ შემთხვევაში გამომწვევია რომელიმე მიკროორგანიზმი (ნაწლავის ჩხირი, კლებსიელა, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა), მეორეში კი სათესლე ჯირკვლის დანამატის ტუბერკულოზურ (დიდია ალბათობა, მკითხველს სწორედ ამ ტიპის ეპიდიდიმიტი ჰქონდეს), გონორეულ, ტრიქომონადულ, ქლამიდიურ, სიფილისურ ანთებასთან გვაქვს საქმე.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 10 - დან
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის