უროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
უროლოგია
"სათესლე ჯირკვლები, წესისამებრ, ერთნაირი ზომისაა, მაგრამ ყოველგვარ წესს აქვს გამონაკლისი; ზოგჯერ ჯირკვლები ზომით ერთმანეთისგან განსხვავდება: ერთი ოდნავ პატარაა, მეორე - ოდნავ დიდი, მაგრამ როცა ამ განსხვავებას თან არ სდევს ტკივილი ან რაიმე სხვა პათოლოგიური გამოვლინება, ეს ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა. მათი ფორმა კი, როგორც წესი, ერთნაირია. რაც შეეხება ასოს, ის შეიძლება სხვადასხვა ზომისა იყოს. აქვე - ერთი გადახვევა, რომელიც, ვფიქრობ, მრავალ მამაკაცს დააინტერესებს: ასოს ზომას სქესობრივი კონტაქტის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. პარტნიორის სქესობრივ დაკმაყოფილებას ცოდნა სჭირდება და არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ზომისაა სასქესო ორგანო.
შარდსასქესო სისტემის დაავადებები ორივე სქესის პრობლემაა, თანაც ძალზე გავრცელებული. მათი ჩამოყალიბებისთვის, გარდა გენეტიკური განწყობისა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, წყლისა და, საზოგადოდ, სითხის ბალანსს (მოგეხსენებათ, ბევრი დღის განმავლობაში ჭიქა წყალსაც კი არ სვამს), ცხოვრების წესს, სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობასა და კულტურას, შრომით საქმიანობას. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ შარდსასქესო სისტემის პათოლოგიით დაავადებული ადამიანები თავს არ უფრთხილდებიან, სათანადოდ არ მკურნალობენ, მკაცრად არ იცავენ კვებისა და, საზოგადოდ, ცხოვრების რეკომენდებულ რეჟიმს, დაავადების გამწვავების ან ცალკეულ გართულებათა თავიდან ასაცილებლად არ იტარებენ სავალდებულო პროფილაქტიკურ გამოკვლევებსა და სხვა ღონისძიებებს, უგულებელყოფენ მრავალ წესსა თუ აკრძალვას.
58 წლის ქალმა შევამჩნიე, რომ შარდს რაღაც სპეციფიკური მძაფრი სუნი აქვს. ანალიზმა გამოავლინა დიდი რაოდენობით ბაქტერიები. გთხოვთ, მიმითითოთ რომელიმე ხალხურ საშუალებაზე, რომელიც შარდს გამიწმენდს. შარდის უსიამოვნო სპეციფიკური სუნი სხვადასხვა პათოლოგიით შეიძლება იყოს განპირობებული. გაუწყლოებული შარდი ბევრად უფრო კონცენტრირებულია და ამიაკის სუნიც უფრო მძაფრად სდის, ვიდრე ჩვეულებრივ შარდს. შარდის სუნზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს ზოგიერთი საკვებისა და მედიკამენტის მიღება. შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციური დაავადებების დროს შარდი განსაკუთრებულად უსიამოვნო სუნს იძენს, მუქდება და იმღვრევა. რაც შეეხება ბაქტერიურიას, ის შარდში ბაქტერიების არსებობაა.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 10 - დან
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა