შილაკი - ხანგრძლივად მოვლილი ფრჩხილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შილაკი - ხანგრძლივად მოვლილი ფრჩხილები

შილაკის წასმის ტექნიკა ჩვეულებრივი ლაქის წასმასთან შედარებით რთულია, ამიტომ პროცედურა სალონებში ტარდება. სპეციალური ხელსაწყოების გარეშე მისი სახლში გაკეთება გართულდება.

შილაკის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ეტაპია: ფრჩხილის ფირფიტის მოხვეწა და ზედმეტი ბურცების მოშორება. სწორი ზედაპირი ლაქის ფრჩხილთან მოჭიდების საწინდარია. შემდეგი ეტაპი ცხიმის ფენის მოშორებაა, რომლის შემდეგაც ფრჩხილზე უსვამენ ბაზისურ საფარველს. ის ფრჩხილს იცავს ფერადი ფენის პიგმენტების მავნე ზემოქმედებისაგან და ლაქის ფრჩხილთან მოჭიდებას ზრდის. შემდგომ უკვე ორ ფენად ისმება ფერადი საფარველი.

შილაკს ჩვეულებრივი ლაქისგან ის განასხვავებს, რომ ყოველი ფენის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში აშრობენ ულტრაიისფერი (ზოგიერთ შემთხვევაში LED) ნათურით. საფარი პოლიმერიზდება და მყარდება მხოლოდ სხივების ზემოქმედებით. ასეთი შრობის შედეგად შილაკი სრულად შრება პროცედურის დასრულებისას და საფარი აღარ ითხაპნება. ფრჩხილების შილაკით დაფარვას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.

შილაკის მოცილება

ეს პროცედურაც შესაბამის სპეციალისტს უნდა მიანდოთ. აცეტონით მისი მოშორება მარტივი არაა, თუმცა, თუ აუცილებელია, შეიძლება ეს ხერხიც სცადოთ. გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი ხსნარით, შემოახვიეთ ფრჩხილს და დაამაგრეთ ფოლგით. 10 წუთის შემდეგ შეიძლება შილაკის ჩამოფხეკა. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც დიდია ფრჩხილის გამოშრობის შანსი.

სალონში შილაკს სპეციალური შემადგენლობის ხსნარით აშორებენ, რომელიც უფრო რბილად მოქმედებს, თუმცა საფარის ნარჩენებისგან ფრჩხილის შემდგომი მოხვეწა ასევე საკმაოდ ტრავმული პროცედურაა.

აღსანიშნავია, რომ შილაკი ითვლება ჰიპოალერგიულ საფარად, რადგანაც არ გააჩნია სუნი და არ შეიცავს ტოლუოლს, დიბუთილფთალანს და ფორმალდეჰიდს.

რატომ არის შილაკი საშიში?

გავრცელებული მოსაზრებით, შილაკი ფრჩხილისთვის საშიში პროცედურაა, რადგანაც აგრესიულად მოქმედებს ფრჩხილის ფირფიტაზე. ამას გარდა, მოხვეწისა და გაპრიალების პროცესმაც შეიძლება ფრჩხილის ტრავმირება გამოიწვიოს, ამ მანიპულაციებმა კი - ფრჩხილის განლევა. თუმცა მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება დაზარალდეს, რომლისკენაცაა პროცედურა მიმართული. ფრჩხილის სტრუქტურის სრულად და მუდმივად შეცვლა მას არ შეუძლია. შილაკისგან ორთვიანი შესვენების შემდეგ ფრჩხილი პირვანდელ სახეს იბრუნებს.

მეორე საკამათო საკითხი შილაკის შრობის პროცესია, რომელიც სპეციალური ნათურით ხდება. ზოგიერთი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ შილაკის თითოეული ფენის გასაშრობად გამოყენებული ულტრაიისფერი ნათურა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ამერიკული ორგანიზაციის სპეციალისტები. დაავადების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა სრულად მისი გამორიცხვა არ შეიძლება.

როგორ დავიცვათ თავი?

  • პირველი და ძირითადი რჩევაა ის, რომ ფრჩხილებს დასვენების საშუალება მივცეთ. თუ რეგულარულად იკეთებთ შილაკს, საუკეთესო იქნება, ორ თვეში ერთხელ, ერთი-ორი კვირით, დაასვენოთ ფრჩხილები და გადახვიდეთ ჩვეულებრივ ან სამკურნალო საფარზე. მით უმეტეს, რომ თხელ და მტვრევად ფრჩხილზე შილაკი უფრო ცუდად კეთდება, ვიდრე ჯანმრთელზე.
  • ნათურის მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დასაცავად ექიმები პროცედურის წინ არანაკლებ 15 შPF-ით მზისგან დამცავი ხელის კრემის გამოყენებას გვირჩევენ. მეორე ვარიანტია ისეთ სალონში მისვლა, სადაც საფარს არა ულტრაიისფერი, არამედ LED- ნათურით ამაგრებენ, რაც გაცილებით უსაფრთხოა.