როგორ მოვიხმაროთ კოსმეტიკა ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიხმაროთ კოსმეტიკა ზაფხულში

ზაფხულშიც არანაკლები დატვირთვა აქვს: მზის მომატებული აქტიურობა, სიცხე, ქარი, ზღვა, ქალაქის მტვერი, რომელიც ილექება კანზე. გარე ფაქტორები აშრობს კანს, ხოლო ულტრაიისფერი გამოსხივება ააქტიურებს თავისუფალი რადიკალების გამომუშავებას, რომლებიც აბერებს მას. ზედმეტი მზისგან დასაცავად კანი სქელდება, უხეშდება და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაც აქტიურდება. თუ ამ დროს შევებრძოლებით ცხიმის გამოყოფას, კანი გამოშრება. უპირველესად, საჭიროა კანის გასუფთავება: დღეში 2-ჯერ ქაფით, კრემით, გელით ან მუსით დაბანა.

სიცხე ააქტიურებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და ბუნებრივია, ის ამ ცხიმისგან უნდა გავათავისუფლოთ. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ სქრაბი. მგრძნობიარე კანისთვის საკმარისი იქნება გელი აბრაზიული ნაწილაკებით.

პილინგი კვირაში 1-2-ჯერ თანაბარი რუჯის, იდეალური და ნაზი კანის საწინდარია. ზაფხულისთვის უმჯობესია მარილისა და ზეთოვანი სქრაბები აირჩიოთ. მარილი კარგად იწოვს ზედმეტ სითხეს, ზეთი კი კანს მსუბუქ ბრწყინვალებას ანიჭებს.

ზაფხულში მნიშვნელოვანი ამოცანა კანის დატენიანებაა. 5 მარტივი წესი, რომლებიც კანს ტენს უნარჩუნებს:

  • ყოველდღიურად დალიეთ 1,5-2 ლიტრი წყალი;
  • არ იხმაროთ სპირტის შემცველი ტონიკები;
  • დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით;
  • ბოლომდე არ შეიმშრალოთ სახე, მსუბუქად შეიშრეთ;
  • დამატენიანებელი კრემი წაისვით ოდნავ ნოტიო კანზე.

სხეულის ტონუსი და სიმკვრივე

სხეულის მოვლის დროს აქტიურად ვიყენებთ ცხიმების დასაშლელ ანტიცელულიტურ საშუალებებს. ზაფხულში ცელულიტთან აქტიურ ბრძოლას მატონიზებელი საშუალებების გამოყენება სჯობს.

შხაპის გელი არ უნდა შეიცავდეს აგრესიულ კომპონენტებს, ტუტეებსა და საღებავებს.

სიცხეში არ უნდა გამოვიყენოთ მკვრივი ტექსტურის კრემები, მაგრამ მათი მოხმარება შესაძლებელია იდაყვებსა და მუხლებზე. ამ ზონების დატენიანება და სირბილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ავტორუჯის მომხმარებლებისთვისაა, რადგან მშრალ კანზე ის მუქ სტაფილოსფერ ლაქებად ჩანს.

პედიკიურის დროს ძალიან არ გაიხეხოთ ქუსლები, რადგან რამდენიმე დღეში კანი უფრო გაგიუხეშდებათ.

ფეხები დაიბანეთ რბილი გელით ან ქაფით, ძილის წინ კი წაისვით მსუბუქი კრემი.

მზეზე რამდენიმე საათის გატარების შემდეგ ზოგი ლამაზ, ბრინჯაოსფერ ელფერს იღებს, ზოგი კი წითლდება. ეს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული მელანინის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მელანინი პიგმენტია, რომელიც ხელს უწყობს კანის გამუქებას. მელანინის რაოდენობის გამომუშავების გაზრდა კი შეგიძლიათ ბეტა-კაროტინით, ამისთვის მეტი სტაფილო, მაყვალი, გარგარი, ნესვი და საზამთრო უნდა მიირთვათ.

ყოველი მზის აბაზანის შემდეგ აუცილებელია კანის დარბილება და დატენიანება ნიღბებითა და ლოსიონებით.

ზაფხულში მაკიაჟი ცუდად ნარჩუნდება სახეზე, ამიტომ რამდენიმე წესი გაითვალისწინეთ:

  • სახლიდან გასვლის წინ მზისგან დამცავი კრემი წაისვით;
  • ტონალური საშუალებები ზაფხულში ნაკლებად გამოიყენეთ, ის მსუბუქი პუდრით შეცვალეთ;
  • მოერიდეთ ცვილის შემცველი თვალის ან წარბის ფანქრის გამოყენებას. ის მყარი ლაინერით შეცვალეთ. ჩვეულებრივ ტუშს წყალმდგრადი შეუნაცვლეთ, რომელიც არც სიცხისას ჩამოიღვენთება, არც შხაპსა თუ აუზში;
  • საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ, რეკომენდებულია დამამშვიდებელი ნიღაბი, მისი ჩამობანის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი. გაითვალისწინეთ, რომ დეკოლტეს ზონაც საჭიროებს ანალოგიური წესით მოვლას;
  • ზაფხულში აქტუალურია სხეულისა და თმის ზეთი. ისინი მრავალფუნქციურია და შეიძლება სუნამო, სხეულის დამატენიანებელი კრემი და თმის ნიღაბიც კი შეცვალოს (რადგან სასიამოვნო არომატი აქვს).