რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი
კატეგორია - სინდრომი
04-09-2012
-გამარჯობათ ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.პირში ზოგჯერ მაქ იოდის გემო..რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?მადლობა წინასწარ...
პასუხი
-პირველ რიგში, ასეთი შეგრძნება პირში შეიძლება მეტყველებდეს იოდიზმზე, იოდით მოწამვლაზე. ეს დაავადება, თუკი შეიძლება მას ასე ვუწოდოთ, ხშირია იოდის დიდი რაოდენობით შემცველი ტაბლეტების მომხმარებლებში. მოწამვლის სიმპტომებია: პირის ღრუს შეღებვა, შესაბამისი სუნი პირიდან, წვა და ტკივილი ყელში, ძლიერი წყურვილი, ღებინება, გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე, დიარეა, ზოგჯერ კრუნჩხვები. იოდის გემო ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროსაც. არც თუ იშვიათად ჰიპერთირეოდიზმისას. ამ დროს აღინიშნება მაღალი წნევა, ავადმყოფი ადვილად ღიზიანდება, ფეხები უსივდება და წონაში იმატებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
უსიამოვნო გემო შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლის მუშაობის დაღვევითაც, რაც ხშირია ცხიმიანი საკვების ან ალკოჰოლის მომხმარებლებში.
რაც არ უნდა იყოს ამ ჩივილის მიზეზი ყველა შემთხვევაში საჭიროა რაც შეიძლება დროულად მიმართოთ ექიმს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.