კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს
კატეგორია - რჩევები მშობლებს
06-10-2018
-გამარჯობა.გვყავს 4 წლის და 3 თვის გოგონა.თითქმის დაბადებიდან წოვს მარჯვენა არათითს ამობრუნებულს,2 წელზე მეტია დაახლოებით გადავაჩვიეთ პერიოდულად წოვას. მაგრამ დაძინებისას,პერიოდულად ძილში და გაღვიძებისას მაინც წოვს.არაფერი არ გამომდის,ვთხოვ,ვაშინებ მახინჯი თითი გექნება-თქო.ცოტა გადაწეულიცაა უკვე ეგ თითი.ნერვიული და ისტერიკიანი ბავშვი არაა,საკმაოდ მორჩილია,ყველაფერს გვიჯერებს,მაგრამ ეს არ გამოდის ,თუმცა ჩემთან ცდილობს არ მოწოვოს, სულ ვუშლი. დედამისთან კი შორიდან მანახებს, რომ წოვს და იცინის. დედა არ უშლის ჩემნაირად, ხან და ხან თუ ეტყვის და ეგაა. ძირითადად სულ ჩემთანაა ბავშვი,ბებია ვარ. რა ვქნათ მირჩიეთ. წინასწარ გიხდით მადლობას!
პასუხი
-5-6 წლამდე უნდა მოხდეს ამ მავნე ჩვევის გადაჩვევა, ამ ასაკში ბავშვი უფრო მეტად იწყებს აკრძალვის გაგებას, და საუბარი და ახსნა შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, დამხმარე მეთოდებია: სპეციალური მწარე გემოს ფრჩხილის ლაქის გამოყენება, თითის შეხვევა...თუ 5 წლამდე ვერ მოხერხდა თითის წოვის გადაჩვევა, მაშინ მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგ-ორთოდონტს სპეციალური მოსახსენლი ფიქსატორის დასამაგრებლად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით