კითხვა-პასუხი - რჩევები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები
კატეგორია - რჩევები
11-08-2018
-გამარჯობათ, ორი თვის წინ გავიკეთე ანალიზები და აღმოჩნდა რომ მაქვს აუტოიმუნური თირეოდიტი , ანტისხეულები ძალიან მქონდა მომატებული, ენდოკრინოლოგმა დამინიშნა ეუთიროქსი და ერთ თვეში რომ მივედი ნორმაში მქონდა უკვე ანალიზები და მითხრა გააგრძელე იგივე დოზაო. ასევე გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორივე საკვარცხეზე მაქვს პატარა წამომაზარდები. ჩემთვის ყველაზე დიდ პრობლემას ჭარბთმიანობა წარმოადგენს და ეს არა მარტო ესთეტიკურ , არამედ ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც მიქმის ჩემთვის და ძალიან დამრთგუნველია. წვრილი მაგრამ საკმაოდ შესამჩნევი სტრუქტურისა და ოდენობის თმა მაქვს მუცელზე , ზურგზე , მკერდზე და წელზე. როცა საკვერცხეებზე გადამიღეს მაშინ მითხრეს აუტოიმუნური თირეოდიტის მოგვარების შემდეგ დიდი ალბათობით საკვერცხეების პრობლემაც მოგვარდებაო. რაც ეუთიროქსის მიღება დავიწყე მას შემდეგ ორი თვეა ციკლი მწყობრში ჩამიდგა და არარეგულარულად აღარ მომდის , საკმაოდ გამიუმჯობესდა ხასიათი და უფრო კარგადაც ვგრძნობ თავს. საბოლოოდ მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა საკვერცხის პატარა კისტებს გამოეწვიათ ჭარბთმიანობა და ასევე მაინტერესებს მოგვარდება თუარა ჭარბთმიანობის პრობლემა საკვერცხის პრობლემის მოგვარების შემდეგ.
პასუხი
პასუხობს დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების კლინიკა "დიაკორი"-ს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი  ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი ნიკოლეიშვილი

-მოგესალმებით! ჭარბთმიანობა  პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის შემადგენელი კომპონენტია, თუ ეს უკანასკნელი ნამდვილად დიაგნოსტირებულია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება