კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
09-08-2018
-გამარჯობა. წინასწარ მადლობა პასუხისათვის, ვარ 26 წლის, მაქვს ვეგეტონერვიზი, ასევე აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი. ბოლო დროს, ნევროლოგი მმკურნალობდა დულსევიათი. ძალიან გვინდოდა შვილის გაჩენა მაგრამ ველოდებოდი ნევროზის გადავლას, რამაც არა და არ გადამიარა, (ალბათ 4 წელია მაქვს) როცა თავი უკეთ ვიგრძენი და წამალსაც თავი დავანებე, დავრჩი ფეხმძიმედ, ახლა ვარ დაახლოებით 4 კვირის, თუმცა საშინელი აკვიატებები მაქვს და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ახლა ორმაგად ვნერვიულობ ყველაფერზე, რადგან საკუთარი თავიც მაბარია და ბავშვიც. ვცხოვრობ რეგიონში, აქ არ არის ფსიქოლოგი, არ ვიცი როგორ მოვიქცე, მაგალითად სახლის დალაგებისას ვიპოვე ძირს ეგდო კბილი, ხელით შევეხე გადასაგდებად, მთელი დღე და ღამე ავიკვიატე ვისი იყო ეს კბილი, ხომ არ შეიძლებოდა რაიმე დაავადება გადმომდებოდა ამ ძველ კბილთან შეხებით. მაქვს ფობიებიც, დაბინძურებული საგნებით რაიმე ინფექციის აკიდების, ამის გამო ხშირად კარის სახელურებს ხელს ვერ ვკიდებ და ველოდები სხვამ გააღოს, კიდევ მაგალითად მეშინია ძაღლების და ამის გამო თავს ვარიდებ ქუჩაში მარტო გასვლას და ა.შ. გთხოვთ მითხარით როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ვუმკურნალო ფეხმძიმობის პერიოდში. ხანდახან როცა თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ ნევროსტიმის წვეთებს ვსვამ, სხვა პრეპარატები არის რასაც მივიღებ ფეხმძიმობისას?
პასუხი
-მედიკამენტების თვითნებური მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ, ასეთ მდგომარეობაში თქვენ უპირველესად საჭიროებთ ფსიქოთერაპევტის დახმარებას, ან უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ ნევროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება