რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
commerce
12-07-2018
გამარჯობათ6 წლის ბავშვი თამაშობდა ურეკში პლიაჟზეშემთხვევით შეერჭო ქვიშაში დაგდებული 5 მგ შპრიციარ ვიცით რამდენი ხანია იქ ეგდო ან რაზე გამოიყენეს. ძალიან ვნერვიულობთრა შეიძლება გვირჩოთ, რა გამოკვლევები ან როგორ მოვიქცეთ და დაახლოებით რამდენია ალბათობა რომ რამე საგანგაშო გადაუვიდევს ბავშვსეს ცნობილი ინფექციები ჰეპატიტი, აივ ვირუსი და ა.შ რამდენ ხანს ცოცხლობენ მყარს სხეულზე ..წინასწარ დიდი მადლობა, იმედია მაქსიმალურად ამომწურავ პასუხს გამცემთ თუნდაც ვარაუდების დონეზე
პასუხი
- დამშვიდდით, ქვიშაში დაგდებული შპრიცი მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ იყო და რომც ყოფილიყო დაინფიცირებული ადამიანის მიერ მოხმარებული, დიდი ალბათობით ვირუსები განადგურდებოდა მზის სხივებისა და ტემპერატურის მოქმედებით. შიდსის ვირუსი ძალიან სწრაფად ინაქტივირდება მზის სხივების მოქმედებისას, ასევე რამდენიმე საათში ნადგურდება ც ჰეპატიტის ვირუსი. 
ახლა ვერანაირ გამოკვლევას ვერ ჩაუტარებთ  - აზრი არ აქვს და არც პროფილაქტიკა არსებობს ასეთ დროს ინფექციებისგან თავის დაცვისა. უბრალოდ დაუმუშავეთ ბეტადინით ის ადგილი, სადაც შეერჭო ნემსი. 
არსებობს ძალიან უმნიშვნელო თეორიული შანსი საშიშროებისა, მაგრამ ეს შანსი იმდენად მცირეა, რომ ამაზე ნერვიულობა ნამდვიალდ არ იქნება გონივრული. სამომავლოდ კი მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგად დაათვალიერეთ ხოლმე ადგილი, სადაც ბავშვი თამაშობს, ზოგჯერ შუშის ნატეხებიც და ჟანგიანი რკინებიც ყრია პლიაჟზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა