კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია
კატეგორია - ფსიქონევროლოგია
commerce
11-07-2018
გამარჯობა. ჩემი შვილი არია 6 წლის. 3 წლიდან ასეთი ჩვევა აქვს: ემოციის ქვეშ როდესაცაა გარბის და გამორბის ოთახში. ასე შეიძლება 20-30 წუთიც ირბინოს სანამ ყურადღებას სხვა რამეზე არ გადაიტანს. ამ სირბილის დროს თან ისე ჩაფიქრებულია გეგონება რაიმე მნიშვნელოვანზე ფიქრობსო. ეს ჩვევა ეხლაც დარჩა. ასევე როცა უხარია ხელების სმა იცის ფეხებზე. ჩაიცუცქება და ხელებს ისვამს. თან ემოციურად ჭმუჭნის ხელებს. რამოდენიმე წელია ხან ტუჩების დასველება აქვს ამოჩემებული. ხან მაიკის კისერთან ქაჩვა. ხენ თითების სმა სახეზე და ტანზე. ეხლა მაგალითად გეგონება ხელებს ისიფთავებსო დადგება და ტანზე ისმევს წინაც და უკანაც. ფეხებზეც და თავის ძმასაც კისერზე უსმევს ხელს. შენიშვნას ვაძლევ ხოლმე დავატყობ რომ დაიძაბა უფრო. ზოგადად გონიერი ბავშვია. სკოლაში ჯერ არ დადის მაგრამ მოთხრობებს ძალიან ადვილად სწავლობს. ბავშვეთანაც თამაშობს. ჩაკეტილი ბავშვი არ არის. მაგრამ ძალიან ემოციურია. პატარა შენიშვნაზეც თვალებში გიყურებს რომ არ გაგაბრაზოს. უნდა რომ სულ სანიმუშო ბავშვი იყოს და გვასიამოვნოს. ძილი კარგი აქვს. რა შეგიძლიათ მითხრათ მის ამ ქცევებზე? ამ სხვადასხვა ფორმის ტიკებზე? ეს ხელების სმა ბოლო 2-3 კვირაა გაუაქტიურდა ძალიან. მის ძმასაც აწუხებს კისერზე ხელის ჩამოსმით. სხვა მხრივ აგრესიული ბავშვი არაა. პირიქით ბაღში ქცევით სანიმუშოდ მიიჩნევს მასწავლებელი. რა პრობლემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
პასუხი
- ეს ტიკებია, რომლებიც ზოგადად ემოციურ ბავშვებს ახასიათებთ ხოლმე. მისი სხვადასხვა გამოვლინებები არსებობს. შენიშვნის მიცემა ასეთ დროს არასწორია, უფრო მეტად აქცევს ბავშვი ყურადღებას და მეტად იძაბება. უმჯობესი იქნება, მსუბუქი მცენარეული დამამშვიდებლები მისცეთ, მაგალითად კატაბალახა, ბარამბო, ნევროსტიმი ან სხვა. თუ მაინც ვერ შეატყობს უკეტესობას, მიმართეთ ნევროლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სხვა მკურნალობას დანიშნავს. 
გაეცანით ინფორმაციას ტიკებზე ამ სტატიაში:
კუნთების უნებლიე მოძრაობები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება