კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება
კატეგორია - ბავშვის კვება
commerce
08-07-2018
გამარჯობა,ჩემი პატარა 1 თვის ხდება ხვალ ,ბოლო პერიოდი საღამოს იწყებს ტირილს ძუძუთი კვების დროს ,თითქოს აღარ უნდა გაიჩეროს ,მაგრამ იქცევა როგორც მშიერივით ,ჩაიდებს გამოაგდებს და იწყებს ტირილს ,მუცელზე წოლა სიამოვნებს ,ვასმევ ესპუმიზანს და კუპლატონს ,ორი დღეა ფეხებს ხრის მუცლამდე და იჭინთება .ჰუმანაც კი მივეცი რამდენკმეჯერ მეგონა რძე არ ყოფნიდა ,რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ?
პასუხი
- ბავშვს აქვს გაზები და ძუძუს წოვის დროს მას უძლიერდება პერისტალტიკა, სწორედ ამიტომ ამ დროს ეწყება ტკივილი, თან შია და თან ტკივა. საშიში არ არის ეს მდგომარეობა, თუმცა შეგიძლიათ დაეხმაროთ პატარას. დღის განმავლობაში ასვით კამის წყალი. ჭამის დაწყებამდე ეცადეთ გაიყვანოთ კუჭში და გაზებზე, ამისთვის ჭამის წინ შეგიძლიათ მუცელზე გაუკეთოთ მსუბუქი წრიული მასაჟი, ასებე ფეხები მოუხაროთ მუცელში და დაეხმაროთ, რომ განთავისუფლდეს გაზებისგან. რამდნეიმე თვეში, როდესაც კუნთოვანი სისტემა და ნაწლავური ფლორა ჩამოუყალიბდება, პატარა დახმარების გარეშე შეძლებს გაუმკლავდეს ამ პრობლემებს. მანამდე კი ეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიჰყევით პედიატრის რეკომენდაციებს.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით