რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
commerce
17-06-2018
გამარჯობა, ვარ 31 წლის, 6 თვის წინ გავიცანი 19 წლის გოგო, ჩვენი ურთიერთობა გადაიზარდა სიყვარულში. მე მაქსიმალურად დავუდექი მას გვერდით როდესაც უჭირდა, გავაკეთე უფრო მეტი ვიდრე ეს შეიძლება მშობელსაც კი გაეკეთებინა, ჩვენ შორის ჩამოყალიბდა არა მხოლოდ სიყვარული არამედ მეგობრობა და ნდობა. გაცნობიდან 5 თვის თავზე წავედით დასასვენებლად ჩემ მეგობრებთან ერთად უცხოეთში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეიქმნა გარკვეული უთანხმოებები ხასიათში მაგრამ არა გადამწყვეტი ან რაიმე კატასტროფული, მაქსიმალურად ვცდილობდი გვერდში დგომას, მაგრამ მისი უხასიათობა და მეც გადმომედო, ვიფიქრე რომ უკეთესი იქნებოდა მეტ თავისუფლებას თუ მივცემდი და თუნდაც ქალაქში ელემენტარული პრობლემების მოგვარებას მას მივანდობდი, ამანაც უკუშედეგი გამოიწვია. თბილისში დაბრუნების შემდეგ შევამჩნიე მისი მხრიდან ურთიერთობების ერთგვარი გაციება. ბოლოს დავსვი კითხვა თუ რაში იყო საქმე და მისი პასუხი მოვისმინე რომ ის პირველად იყო წასული ამდენი ხნით (2 კვირით) სამშობლოდან და დაბნეულია, არ იცის რა ხდება მის თავს რომ ის ეხლა იწყებს ცხოვრებას (როდესაც ფაქტიურად მე გადავარჩინე საშინელ შედეგებს და დავუდექი გვერდში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების დროს) და რომ იქნებ ჯობია ავიღოთ პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ არ იცის რამდენი ხანი, რომ თითქოს მას ჩაუქრა ის წერტილი რაც ენთო როდესაც ყოველდილით სურდა ჩემთან მოწერა და წამებს ითვლიდა ნახვამდე. თავიდან მქონდა რეაქცია და ჩავთვალე რომ ეს არის ნაბიჯი დაშორებისკენ, ვუთხარი რომ უმჯობესი იყო პირდაპირ ეთქვა რომ არ ვუყვარვარ, რაზეც მისი პასუხია რომ ის ამას ვერასოდეს მეტყვის და სიგიჟემდე ვუყვარარ, რომ ეს მისი ასაკის ბრალია და "ჰორმონების" და რომ ყველაფერი კარგად დასრულდება მაგრამ ითხოვს დროს. იცის რომ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს. ეს თამაშია? თუ შესაძლებელია ადამიანი ასე დაიბნეს და დაემუქროს ურთიერთობას იმის გამო რომ ისე ვერ გაერთო და მოლოდინები გაუცრუვდა უცხოეთში ყოფნის დროს. კითქვა მდგომარეობს შემდეგში, მჭირდება დრო გასარკვევად ეს არის ჭეშმარიტი პოზიცია თუ ასე ვთქვათ კულტურული ნაბიჯი და ნაკლებად მტკივნეული დაშორებისკენ, და როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს მე?
პასუხი
- თქვენი მონათხრობიდან ჩნდება ბევრი კითხვა, ამიტომ უკეთესი იქნებოდა ფსიქოლოგს პირადად გასაუბრებოდით. ზოგადად კი შეგვიძლია გითხრათ შემდეგი:
თქვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა შეიძლება ზოგადად არ ქმნიდეს პრობლემას, მაგრამ ამ ეტაპზე გოგონა არის თინეიჯერულ ასაკში, თქვენ კი ზრდასრული მამაკაცი ხართ, მას სხვა ინტერესები აქვს, მისი გართობის საშუალებები შესაძლოა თქვენთვის მიუღებელიც კი იყოს, რაც მას თრგუნავს და დისკომფორტს უქმნის. დრო იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ შეიძლება ითქვას, გოგონა სხვა თაობის ინტერესებით ცხოვრობს, თქვენ კი სხვა. ეს მან უფრო მძაფრად იგრძნო თქვენი ერთად ყოფნისას იმ გარემოში, სადაც მას სხვაგვარად წარმოედგინა ყველაფერი. თუკი ერთმანეთი გიყვართ, შესაძლებელია ურთიერთდათმობის და ერთმანეთის ინტერესების და სურვილების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოსმენით, ეს პრობლემები თანდათანობით დაძლიოთ და მეტად დაუახლოვდეთ ერთმანეთს. მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ მას მოსთხოვთ, რომ უარი თქვას საკუთარ ინტერესებსა და შეხედულებებზე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ მოგწონთ, ის აუცილებლად წავა თქვენგან. კრიტიკულად შეხედეთ საკუთარ თავს ამ ურთიერთობაში და ეცადეთ დაინახოთ, სად დაუშვით შეცდომები. უცხოეთში ყოფნისას გოგონასთვის რაღაც ისე არ იყო, როგორც ელოდა და სწორედ ამიტომ ითხოვს თქვენგან ცოტა ხნით შესვენებას. ურთიერთობის აღდგენის მცდელობისას გირჩევთ არასოდეს შეახსენოთ მას, რომ მისთვის ბევრი რამ გააკეთეთ. ამით ყველაფერს გააფუჭებთ. თუ გიყვართ, მაშინ მისთვის კი არა, საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებდით, რასაც აკეთებდით. თქვენ გიხაროდათ, რომ საყვარელ ადამიანს გვერდში ედექით და ამაზე საუბარი და ხაზგასმა არ იქნება სასიამოვნო. კარგად დაფიქრდით ყველაფერზე და თუ დასკვნებს გააკეთებთ, მერე ეცადეთ გაესაუბროთ მას კიდევ ერთხელ. ძალას ნუ დაატანთ, ეცადეთ სიყვარული და ყურადღება გამოიჩინოთ ისევ და ისევ, რათა მან ისევ იგრძნოს თქვენ გვერდით სიმშვიდე.
კომენტარები
18 ივნისი 2018 10:12
რაღას უკეთებდი თუ ამადლი, თანაც მარტო მაგის გამო ვერ იქნება შენთან ადამიანი, შენ თვითონ უნდა გიხაროდეს რომ დაეხმარე, ეს რა ლაპარაკია. ზოგჯერ სულ არ არიან ერთად, მაგრამ ვისაც უყვარს მაინც ეხმარება და არც ნანობს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
16 ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის