კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს
კატეგორია - რჩევები მშობლებს
15-06-2018
-ჩემი ბიჭი არის 2წლისა და 3 თვის. დაახლოებით ასეთი ძილის რეჟიმი აქვს. იღვიძებს 10საათზე და შუა დღეს იძინებს 14:30. ძინავს 17:30მდე. ღამე იძინებს 00:30. შეიძლება ამ ასაკის ბავშვს შუადღის ძილი ამოვუგდო დღის რეჟიმიდან? იმიტომ რომ თუ შუადღეს არ დაიძინა 22:00საათზე იკვე ძინავს. პ. ს. დილა- საღამოს გამყავს სათამაშოდ პარკში.
პასუხი
-შუადღეს ძილი რეკომენდებულია 6-7 წლამდე, თუმცა არაფერია ცუდი იმაში, თუ უფრო მოზრდილი ბავშვიც დაიძინებს თუ ამის საშუალება არის.
1,5 წლის შემდეგ ბავშვი დღეში მხოლოდ ერთხელ იძინებს 2 საათით, ღამით 10-11 საათი სძინავს, ძილის საერთო ხანგრძლივობა კი 13-14 საათია. პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, ჩვეულ გარემოში დააძინეთ.
სპეციალისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დღისით საათნახევრიანი, ორსაათიანი ძილი ენერგიის აღსადგენად აუცილებელია. არც ის არის საგანგაშო თუ უფრო ადრეული ასაკის ბავშვი უარს იტყვის შუადღის ძილზე, მითუმეტეს თუ ბავშის შუადღის უძილობის გამო არ ჭირვეულობს, საღამოთი შედარებით ადრე დააძინეთ.
ძილში ბავშვის ნერვული სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციური ჩამოყალიბების სტადიაზე ისვენებს, ძალებს იკრებს, გამოღვიძების შემდგომ მას გაცილებით უადვილდება ორგანიზმის კონტროლი და ორგანოთაშორის შეთანხმებული მუშაობის რეგულაცია.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით