რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია
კატეგორია - ონკოლოგია
commerce
07-06-2018
მოგესალმებით,მაქვს ფიბროადენომას მსგავსი ტიპის წანაზარდი,ზომით 8.5X3.5 და ცისტები,დამინიშნეს ენოლაითი და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ თუ არის ეფექტური და რა შეიძლება გავაკეთო ამ დროს ან რას მოვერიდო..წინასწარ მადლობა ყურადგებისთვის
პასუხი
- ფიბროადენომის დროს მკურნალობა უმეტესად არ არის აუცილებელი, თუმცა ქალების დიდი ნაწილი მაინც ამჯობინებს ქირურგიული წესით მის მოცილებას. როცა ფიბროადენომის ამოკვეთა არ ხდება, აუცილებელია მისი ზომების კონტროლი. ქირურგიული ამოკვეთის, ლამპექტომიის, შემდეგ არ არის გამორიცხული რეციდივი. ტკივილის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები, კონტრაცეპტივები, ჩატარდეს ქირურგიული ამოკვეთა.
ცხოვრების წესი სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების დროს ასეთი უნდა იყოს:
•    ატარეთ მოხერხებული ბიუსტჰალტერი.
•    ერიდეთ კოფეინიან სასმელებს, შოკოლადს. მართალია, ამ მეთოდის ეფექტურობა მეცნიერულად არ არის დადასტურებული, მაგრამ მრავალი პაციენტი მიუთითებს ამგვარი ღონისძიებების შედეგად სიმპტომების შემცირებაზე;
•    ერიდეთ მარილიან საკვებს. აქ იგივე შეიძლება ითქვას, რაც კოფეინზე;
•    ერიდეთ ცხიმიანს.

რაც შეეხება ამ პრეპარატს - ენოლაითს, ეს უკანასკნელი საკვები დანამატების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც შეიცავს 1000 მგ ფურისულას ზეთს, 100 მგ 10% გამა-ლინოლენის მჟავას, 6.7 მგ DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატს - არსებობს მონაცემები, რომ ფურისულას ზეთის შემცველი საკვები დანამატი ამცირებს სარძევე ჯირკვლების ტკივილს, მაგრამ თუ შედეგი 2-3 თვეში არ გახდა თვალსაჩინო, მკურნალობას აზრი არ აქვს. მართალია, ამ დანამატის ეფექტის შესასწავლი საფუძვლიანი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ ექსპერტთა ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ მასში შემავალი ლინოლეის მჟავა ამცირებს ქალის ორგანიზმის მგრძნობელობას მენსტრუალური ციკლის თანმხლები ჰორმონული რყევების მიმართ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის