კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია
კატეგორია - ნეფროლოგია
commerce
17-05-2018
-გამარჯობათ, 2 წლის უკან დამემართა პრეკლაფსია, დავიწყე 24 საათიანი ცილის კონტროლი ,საწყისი იყო 2000 დანაკარგი, თებერვლის თვეში როცა გადავაბარე 158 იყო, ორი თვეა ვაბარებ და მაღლა წავიდა,ეხლა მაქვს 321 დანაკარგი, მაინტერესებ ასეთ ცილის დანაკარგზე შეიძლება თუ არა ფეხმძიმობა?სხვა პრობლემა არ მაქვს,ჩატარებული მაქვს ჰემოსტაზის სისტემის კვლევა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მაქვს,ველოდები პასუხს
პასუხი
-მართალია ახლანდელი შედეგი 321 მგ (0,321გრ) მცირე პროტეინურიაა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ მაჩვენებლით არ შეგვიძლია გირჩიოთ ორსულობის დაგეგმვა, თქვენ უნდა იმყოფებოდეთ ნეფროლოგის მეთველყურეობის ქვეშ და მის რჩევებს უნდა ენდოთ. 
თუ პროტეინურიის მიზეზი არ იქნა დადგენილი, არ არის გამორიცხული ხელშემწობი ფაქტორის შემთხვევაში და ერთერთი ასეთი არის სწორედ ორსულობა, კვლავ დამძიმდეს მდგომარეობა.
განასხვავებენ არათირკმლისმიერ და თირკმლისმიერ პროტეინურიას.
ნორმაში ცილის მაჩვენებლი შარდში მოსვენებულ მდგომარეობაში 50-100მგ/დღე-ღამეში(ანუ 0,05- 0,1 გ/დღე-ღამეში)
ნორმიდან გადახრა:
  • მცირე პროტეინურია 0,1 დან 0,5 გ-მდე დღე-ღამეში(ანუ 100-500მგ-მდე)
  • ზომიერი -0,5 -დან 1გ -მდე დღე-ღამეში (ანუ 500- 1000მგ-მდე)
  • გამოხატული პროტეინურია 1-დან 3გ -მდე დღე-ღამეში (1000 -3000მგ-მდე).
24-საათიან შარდში 3გრამზე (3000მგ) მეტი ცილის აღმოჩენა ნეფროზულ სინდრომზე მეტყველებს, ეს არის მდგომარეობა ,რაც უმრავლეს შემთხვევაში თირკმლის გორგლოვანი აპარატის დაზიანების შედეგია, დაზიანების მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმლის სხვადასხვა დაავადება, რომელთაგან ზოგიერთი პირველადია, უმეტესობა კი მეორეულ ნეფროპათიას წარმოადგენს. ამიტომ არის აუცილებელი მიზეზის დადგენა.
ტეგები: პროტეინურია
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!