კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
04-04-2017
-Gamarjoba xelis cera titebze aqvs marilebi dagrovebuli da stkiva,gtxovt gvirrchiot efeqturi raime rom daishalos marilebi.gmadlobt.
პასუხი
-გთვაზობთ ამონარიდს მკურნალის რუბრიკიდან "სამკურნალო წერილები " :
"პირშუშხა მარილების დაგროვებას შველის
ჩემს მეუღლეს წლების განმავლობაში სტკიოდა სახსრები, ტკივილისგან ღამეებს თეთრად ათენებდა. მრავალი საშუალება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თუ ავადმყოფობას არ დაემორჩილები და ჯიუტად განაგრძობ გამოსავლის ძიებას, აუცილებლად იპოვი. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ათასგვარი საშუალება ვცადეთ და ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა შედეგი გამოიღო.
საჭიროა ჩვეულებრივი პირშუშხა. ფოთლებს გადაავლეთ მდუღარე და მტკივან სახსარზე დაიწყვეთ. რაკი ჩემს მეუღლეს უმთავრესად მუხლის სახსარი აწუხებდა, ფოთლები ამ ადგილას დავაწყვე, ზემოდან დავადე პერგამენტი, დავაფინე სელის ქსოვილის ნაჭერი და შემოვახვიე თბილი შალი.
პირველი პროცედურა ძილის წინ გავუკეთე, რათა სითბო დიდხანს შენარჩუნებულიყო. დილით, როდესაც კომპრესი მოვხსენი, ჩემდა გასაკვირად, მცენარის ფოთლებზე მარილის ნადები აღმოვაჩინე. მეორე პროცედურის შემდეგ მარილი უფრო ნაკლები იყო. მეუღლე მეუბნებოდა, რომ კომპრესის ქვეშ ფეხის წვას გრძნობდა, მაგრამ დისკომფორტი სავსებით ასატანი იყო."


მარილების დაგროვებისას  სასარგებლოა აგრეთვე შემდეგი ნარევის გამოყენება : აიღეთ 300 მლ წყალი, ჩაალაგეთ მასში 8-10 ცალი დაფნის ფოთოლი, დადგით ნელ ცეცხლზე და  ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში, მიღებული ნახარშს თვზე დაახურეთ, კარგად  შეფუთეთ, გააჩერეთ ასე დაახლოებით ხუთი საათით და შემდეგ  მიეცით ავადმყოფს დასალევად. იგივე ნარევი შეგიძლიათ მისცეთ 1 კვირის თავზე.  


მარილებს ორგანიზმიდან გამოდევნის ნიახურის ნახარშიც, თუმცა მასა აქვს გარკვეული ჩვენებები და უკუჩვენებები.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა