კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
12-12-2016
-გთხოვთ მირჩიეთ ხველის და ბრონქიტის სამკურნალოდ რაიმე ხალხური მედიცინიდან..
პასუხი
-ჩვენ გირჩევთ კვალიფიციური მკურნალობის ჩატარებას ექიმთან. რაც შეეხება ხალხურ საშუალებებს, შეგვიძლია რამდენიმე რეცეპტი შემოგავაზოთ.
-პნევმონიის, ბრონქიტის, გახანგრძლივებული ხველის დროს დღეში რამდენჯერმე უნდა მიიღოთ ასეთი ნახარში: 2 სადილის კოვზ ქერს ან შვრიას შეურიეთ იმავე რაოდენობის ქიშმიში, დაასხით 1,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. ამის შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ. თბილ-თბილსვე შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.
მიირთვით 3-4 სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
-ძლიერი ბრონქიტის დროს აიღეთ 15 გ. ალოე, ღორის ან ბატის გამდნარი ქონი 100 გ, კარაქი (უმარილო) - 100 გ, ფუტკრის თაფლი - 100 გ, გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
დამატებითი, რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე
ასევე, ჩვენი მკითხველებისგან შემოთავაზებულ რეცეპტებს შეგიძლიათ გაეცნოთ "სამკურნალო წერილების" რუბრიკაში
კომენტარები
25 დეკემბერი 2016 11:31
ორსული ვარ და სსჰინელი ხველება მაქვს ვარ ალერგიული და წამლებს ვერ ვგებულობ დზალიან გტხოვტ რამე ხალხური მასწავლეტ ვიხცჰობი ხველებიტ,მუცელი მეჯიმება ისე ცუდად მახველებს,ექიმს გავესინჯე დ ფილტვები სუფტა მაქვს რა გავაკეოოო
23 დეკემბერი 2016 16:43
ნაძვის მტვერი ! ბრონქების ანთების არაჩვეულებრივი საშუალებაა.საბოლოოდ ამარცხებს ანთებას და იმუნიტეტს უხდება.ასტმამდე არ უნდა გაართულო ავადმკოფობა..
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868