კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
08-12-2016
-გამარჯობა,უკანა ტანში მაქვს ცოტა ტკივილი,ცოტა სისხლდენა და კვანძიც მივარდება უკვე ერთი კვირაა,მძიმეების აწევა მიწევს სამსახურში და მაგას ვაბრალებ,არასდროს მქონია მსგავსი პრობლემა,სახლის პირობებში როგორ შეილება ვუმკურნალო ან აფთიაქში რა პრეპარატი ვიყიდო?მადლობა
პასუხი
- ჰემაროის ან ბუასილს აქვს ადგილი. ბუასილის 4 სტადია არსებობს. მე-3 და მე-4 სტადიაში მკურნალობა ქირურგიულია. პირველ და მე-2 სტადიაში კი მედიკამენტოზური მკურნალობაც შედეგიანია. თქვენ გვწერთ, რომ გაქვთ სისხლდენა და კვანძები გივარდებათ, თუ ეს კვანძი მხოლოდ დეფეკაციის დროს ვარდება და  დასრულებისთანავე სპონტანურად ბრუნდება უკან, ეს მე-2 სტადიაა და მედიკამენტებით და სწორი კვებით შეიძლება პრობლემის მოგვარება, მაგრამ თუ კვანძი დეფეკაციის დასრულების შემდეგ არ ბრუნდება უკან და საჭიროა დახმარებადა საჭიროა დახმარება, მაშინ მე-3 სტადიაა და ამ დროს ქირურგიული მკურნალობაა საჭირო.
მე-2 სტადიის შემთხვევაში ინიშნება  მალამოები და ორალური (შინაგანად მისაღები) ფლებოტროპული პრეპარატები (მოიკითხეთ აფთიაქებში), რომლებიც სიმპტომატიკის სწრაფ და თვალსაჩინო უკუგანვითარებას უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელია:
-კვების რაციონში მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და ბოჭკოს შემცველი საკვები დანამატების ჩართვა;
-სითხის ოდენობის გაზრდა (6-8 ჭიქამდე დღეში);
-ფიზიკური ვარჯიში;
-ჯდომის ხანგრძლივობის შემცირება;
-დეფეკაციის დროს გადაჭარბებული ჭინთვების თავიდან აცილება.

კომენტარები
08 აგვისტო 2018 11:11
სულ ოპერაციისკენ მიუთითებენ ექიმები, თან განმეორებადია და რადიკალურად არ შველის ეს ოპერაცია. არადა, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც კურნავენ და ამსუბუქებენ ამ ჩივილებს. იქნემ ნაკლებად ინვაზიური ხერხები გვირჩიოთ ექიმებო.
21 დეკემბერი 2016 12:41
დაისვით წურბელები და აუცილებლად განიკურნებით ბუასილისაგან
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა