რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია
კატეგორია - დიეტოლოგია
01-07-2014
-გამარჯობათ, ვარ 16 წლის 60 კილო სიმაღლეში დაახლოებით 1.60 . მაინტერესებს დაახლოებით თვე ან თვენახევარში მინდა რომ დავიკლო 8-10 კილო და რას მირჩევთ ამისთვის?
პასუხი
-თქვენი მასის ინდექსი ნორმალურია, თუმცა 8-10 კგ-ის დაკლების შემთხვევაშიც ნორმის საზღვრებში დარჩება, მაგრამ არ გირჩევთ და არ არის რეკომენდებული ამ ტემპით მოკლება. გახსოვდეთ,  სწრაფად დაკარგულ კილოგრამებს სწრაფადვე აღიდგენთ და უფრო მეტადაც მოიმატებთ წონაში. მთავარია, ისწავლოთ სწორი კვება და ფიზიკურად იყოთ აქტიური. მეორეც, მოზარდისთვის მკაცრი დიეტა დაუშვებელია.
უარი თვით სასუსნავებზე, ცხიმიან საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილეული,ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის. აუცილებელია დაიტვირთოთ ფიზიკურად (დაკავდით თქვნთვის სასურველი სპორტით), კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი და პური.
მოზარდი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, მოთხოვნილებისამებრ იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს.
რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, ხაჭო, თევზი, რძე. აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი - და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე. საუზმე მთავარია. ის, რასაც დილით ვიღებთ, განსაზღვრავს მეტაბოლური აქტივობის ტემპს მთელი დღის განმავლობაში. საუზმედ გირჩევთ ბურღულის ფაფას, ცეხვილი პურის ტოსტებს. სადილად, კარგი იქნება, თუ მიირთმევთ წვნიანს, ბოსტნეულს, ქათმის, ინდაურის თეთრ ხორცს. ვახშამი ყველაზე მსუბუქი უნდა იყოს.
და ბოლოს, დიეტა უნდა დანიშნოს დიეტოლოგმა, თქვენი ფიზიკური მონაცემების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
კომენტარები
07 ივლისი 2014 14:49
გამარჯობათ ვარ 19 წლის გათხოვილი გოგო ,გავიკეთე ანალიზები და მითხრეს მომატებულად გაქვს მარილებიო დიეტა დაიცვიო........... შეგიძლიათ მიღჩიოთ რა სახის დიეთა დავიცვა ან რა ავკრძალო მადლობთ წინასწარ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
16 ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის