კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
24-01-2014
-მაინტერესებს გასტროსკოპია თუ იძლევა სიმჟავის მაჩვენებლის დადგენას,თუ აუცილებელია ცალკე დამატებით ზონდის გადაყლაპვა? რამდენიმე წლის წინ როცა გავიკეთე გასტროსკოპია მითხრეც აღარაა საჭირო ცალკე სიმჟავის აღება,რადგან გასტროსკოპიამ ისეთი მონაცემები მოგვცა,აშკარად მაღალი მჟავიანობა გაქვსო და ომეპრაზოლი დამინიშნა.ამჟამად სხვა სიმპტომებით მტკივა კუჭი და მარტო გასტროსკოპია სიმჟავის ამოუღებლად სრულ სურათს მოგვცემს?გმადლობთ
პასუხი
-კუჭის სეკრეტორული ფუნქციის შეფასების მიზნით გამოიყენება ფრაქციული ზონდირება. კუჭის წვენის მჟავიანობის განსაზღვრა ასევე ხდება უზონდო მეთოდის – აციდოტესტის (გასტროტესტი), pH-მეტრიის, რადიოტელემეტრიის მეშვეობით. ნაღვლის ბუშტის პირველი დაცლის შემდეგ ავადმყოფი ღებულობს 1–2 აბ კოფეინს, რის შემდეგაც 1 საათში ხელმეორედ ხდება ნაღვლის ბუშტის დაცლა (საკონტროლო ნაღველი). ამის შემდეგ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად ავადმყოფი დაუღეჭავად ყლაპავს 3 აბს, რის შემდეგაც 1,5 საათში ისევ ცლის ნაღვლის ბუშტს (საათნახევრის სინჯი), მიღებული ნაღველი 5 მლ. ერევა იგივე რაოდენობის 25%–იან მარილმჟავას. კუჭის წვენის მჟავიანობის განსაზღვრა ხორციელდება წითელი ფერის საათნახევრიანი ნაღველის ინტენსივობის შედარებით სპეციალურ შკალასთან. ინფორმატიულობით აციდოტესტი ჩამოუვარდება ფრაქციულ ზონდირებას, ამიტომაც ითვლება საორიენტაციოდ. ამიტომ, მიმართეთ გასტროენტეროლოგს, რომელიც თავად გადაწყვეტს რა გამოკვლევა უნდა ჩაგიტაროთ;

კომენტარები
10 თებერვალი 2017 08:32
ვწევარ იტალიის ქალაქ ფლორენციაში ერთერთ ცნობილ კლინიკაში ( კარეჯში) მე-15 დღეა კუჭნაწლავის ტკივილით ვწევარ და მასმევენ შარდმდენს და რაღაც ტკბილ სიროფს, კუჭში გასვლა მიჭირს თან მოყვება სისხლი და არაფერი კეთდება როგორც ვხედავ. რა გავაკეთო აღარვიცი ძალაც აღარამაქ მადაც დავკარგე 15 დღეში 7 კილო დავიკელი, რას მირჩევდით,.
25 აგვისტო 2015 11:40
გამარჯობათ, კითხვა მაქვს თქვენთან, ხშირად დიეტაზე ვარ, დიეტის მერე როცა ჩვეულებრივ ვარგრძელებ კვებას, უფრო სწორად ბევრს ვჯამ ხოლმე, მერე გული მერევა და გულს ისე ვირევ რომ არანაირ ტკივილს არ ვგრძნობ საყლაპავ მილში, მაქვს ხშირად შებერილობა, ასევე მიჭირს კუჭში გასვლა და 3 დღეში ერთხელ გავდივარ კუჭში, მირჩიეთ რა უნდა ვქნა? აუცილებელია ექიმთან წასვლა?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი