ხერხემლის მოტეხილობების სწრაფად შეხორცების საშუალება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ხერხემლის მოტეხილობების სწრაფად შეხორცების საშუალება
ხერხემლის მოტეხილობების სწრაფად შეხორცების საშუალება
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას გამოიყენება კიფოპლასტიკის მეთოდი. ეს დაზიანებული ხერხემლის მკურნალობის ნაკლებად ინვაზიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული ზონის სტაბილიზაციის საშუალებას იძლევა.

მოტეხილობის უბანში ექიმი ათავსებს სპეციალურ ბალონს, რომელიც შემდგომში ივსება წნევის ქვეშ მყოფი სითხით. ასე ხდება მოტეხილი მალის გეომეტრიის აღდგენა და შიგნით ღრუს ფორმირება. შემდეგ ბალონს ჩუტავენ და წარმოქმნილ ღრუს ავსებენ ძვლის სქელი ცემენტით. რამოდენიმე წუთში აღნიშნული ნივთიერება მყარდება, რითაც მალის შიგნით სტაბილიზაციას უზრუნველყოფს და მომავალში ამცირებს კომპრესიული მოტეხილობის განვითარების რისკს.

თუმცა, ზოგჯერ ეს საკმარისი არ
არის. მეცნიერებმა ქირურგიულ ცემენტში მაგნიტური ნაწილაკების დამატებით მოახდინეს ტექნოლოგიის მოდერნიზირება. ამან ლაბორატორიული ცხოველების ორგანიზმში მნიშვნელოვნად დააჩქარა დაზიანებული ზონის აღდგენის პროცესი.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
19-09-2018
ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები XXI საუკუნის განუყოფელი ნაწილია. ამის მიზეზი უპირველესად
13-09-2018
მობილური მოწყობილობების მავნებლობაზე დღეს ბევრი იწერება. ამჯერად თქვენს ყურადღებას მათ მიერ
12-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, კიდურების მოტეხილობა სერიოზულ პრობლემად რჩება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, უმნიშვნელო მოტეხილობებსაც კი რამდენიმეკვირიანი თაბაშირის ნახვევი მოსდევს, სერიოზული მოტეხილობები კი ხშირად პაციენტთა დაინვალიდებით სრულდება. 
ხალხური მედიცინა მოტეხილობისა და ნაღრძობის დასაფიქსირებლად კვერცხის ცილისგან მომზადებულ საფენს გვთავაზობს.
სტატისტიკურად, ზამთარში ტრავმის ძირითადი მიზეზი ბანალური სიჩქარეა. ბევრი უბრალოდ ვერ ამჩნევს თოვლით დაფარულ ყინულს, ეცემა და შავდება. შედარებით გავრცელებული ტრავმაა კიდურის მოტეხილობა, რაც იმის შედეგია, რომ დაცემისას ადამიანი ინსტინქტურად ხელს წინ სწევს და მთელი ტანით ეცემა მასზე. უხერხულად დადგმული ფეხი კი წვივის არეში ტყდება. ქალებთან ამას ხელს უწყობს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ხანდაზმული ადამიანები მეტწილად სხეულის ასაკობრივი თავისებურებების - მომატებული სიმყიფის, იოგებისა და კუნთური კარკასის ნაკლები ელასტიკურობის გამო შავდებიან. მათ ხშირად აღენიშნებათ ხერხემლისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ხანდაზმულ ასაკში მცირე ტრავმამაც კი შეიძლება მოტეხილობა გამოიწვიოს. ასიდან 95 შემთხვევაში დაშავებული ქალია. ზოგიერთი შინაგანი და გარეგანი ფაქტორის შეცვლით ზამთრის ტრავმების თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ გარეგან ფაქტორებზე ზემოქმედება ჩვენს ძალებს აღემატება, შინაგანი ფაქტორების შეცვლა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია. საკმარისია, დავიცვათ უსაფრთხო ცხოვრებისა და საგზაო მოძრაობის წესები.

ზამთარს ბავშვების ჟრიამულთან, “იისფერ თოვლსა” და რომანტიკასთან ერთად უსიამოვნებებიც ახლავს თან. თოვლიან და ყინვიან ამინდში ხშირია ტრავმები - როგორც სხეულის საერთო გადაცივება, ისე მისი ცალკეული ნაწილების მოყინვა, ყინულზე დაცემით გამოწვეული მოტეხილობა, დაჟეჟილობა თუ ამოვარდნილობა. გთავაზობთ ამ ტრავმათა მოკლე დახასიათებას, აგრეთვე - რჩევებსა და პირველი დახმარების წესებს, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში გამოგადგებათ.

"ზამთარში ტრავმები მართლაც ხშირდება, რაც გზების მოყინვით არის გამოწვეული. მათი რიცხვი იმატებს როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს შორის. პაციენტების მომართვიანობა ამ პერიოდში წლის მშრალ პერიოდთან შედარებით 4-5-ჯერ იზრდება", - ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის, ამჟამად - თბილისის ტავატოლოგიური კლინიკის შპს "ტრავმატოლოგის" ექიმმა ტრავმატოლოგმა ნუგზარ იარაჯულმა.


- თითქმის ოცი წელია, ამ კლინიკაში ვმუშაობ და უამრავი ტრავმისა და მოტეხილობის მომსწრე ვარ. ტრავმა ოდითგანვე ხშირი იყო, მაგრამ რაც უფრო მეტად მიიწევს წინ ტექნიკა თუ მრეწველობა, მით უფრო იმატებს ტრავმების რიცხვი.

24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება