ტრავმატოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ტრავმატოლოგია
სტატისტიკურად, ზამთარში ტრავმის ძირითადი მიზეზი ბანალური სიჩქარეა. ბევრი უბრალოდ ვერ ამჩნევს თოვლით დაფარულ ყინულს, ეცემა და შავდება. შედარებით გავრცელებული ტრავმაა კიდურის მოტეხილობა, რაც იმის შედეგია, რომ დაცემისას ადამიანი ინსტინქტურად ხელს წინ სწევს და მთელი ტანით ეცემა მასზე. უხერხულად დადგმული ფეხი კი წვივის არეში ტყდება. ქალებთან ამას ხელს უწყობს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ხანდაზმული ადამიანები მეტწილად სხეულის ასაკობრივი თავისებურებების - მომატებული სიმყიფის, იოგებისა და კუნთური კარკასის ნაკლები ელასტიკურობის გამო შავდებიან. მათ ხშირად აღენიშნებათ ხერხემლისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ხანდაზმულ ასაკში მცირე ტრავმამაც კი შეიძლება მოტეხილობა გამოიწვიოს. ასიდან 95 შემთხვევაში დაშავებული ქალია. ზოგიერთი შინაგანი და გარეგანი ფაქტორის შეცვლით ზამთრის ტრავმების თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ გარეგან ფაქტორებზე ზემოქმედება ჩვენს ძალებს აღემატება, შინაგანი ფაქტორების შეცვლა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია. საკმარისია, დავიცვათ უსაფრთხო ცხოვრებისა და საგზაო მოძრაობის წესები.
"ზამთარში ტრავმები მართლაც ხშირდება, რაც გზების მოყინვით არის გამოწვეული. მათი რიცხვი იმატებს როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს შორის. პაციენტების მომართვიანობა ამ პერიოდში წლის მშრალ პერიოდთან შედარებით 4-5-ჯერ იზრდება", - ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის, ამჟამად - თბილისის ტავატოლოგიური კლინიკის შპს "ტრავმატოლოგის" ექიმმა ტრავმატოლოგმა ნუგზარ იარაჯულმა. - თითქმის ოცი წელია, ამ კლინიკაში ვმუშაობ და უამრავი ტრავმისა და მოტეხილობის მომსწრე ვარ. ტრავმა ოდითგანვე ხშირი იყო, მაგრამ რაც უფრო მეტად მიიწევს წინ ტექნიკა თუ მრეწველობა, მით უფრო იმატებს ტრავმების რიცხვი.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 2 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით