სახსრების ტკაცუნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრების ტკაცუნი

ეს უკანასკნელი უმეტესად ახალგაზრდა ქალბატონებთან ვლინდება და დაკავშირებულია ორგანიზმში შემაერთებელი ქსოვილის რამდენადმე სახეშეცვლილი ცილის სინთეზთან (წარმოქმნასთან). სახეშეცვლილი ცილა გარკვეულწილად განსხვავებული და ბევრად უფრო წელვადია სახსრებში შემავალ კოლაგენთან შედარებით. სწორედ იოგოვანი აპარატის მომატებული წელვადობის გამო სახსრები ბევრად უფრო მოძრავი (მობილური) ხდება. აღნიშნულ მდგომარეობას ხალხური ტრადიციით “სუსტი მყესების” არსებობას უკავშირებენ. პრინციპში სწორედ ისინი იწვევს ტკაცუნის, ბიძგების, უსიამოვნო შეგრძნებებისა და ზოგჯერ ტკივილის პროვოცირებას სახსრებში.

სახსრების ჰიპერმობილობის დროს, როგორც წესი, სისხლძარღვთა გარკვეული სახის ცვლილებაც აღინიშნება. ეს ბუნებრივიცაა, სისხლძრღვების კედელიც ხომ კოლაგენისგან შედგება და თუ ეს უკანასკნელი რამდენადმე შეცვლილია (ბევრად უფრო წელვადია), შესაბამისად, სისხლძარღვის კედელიც მეტად “იწელება” სისხლის ნაკადის ზემოქმედებით. დასახელებული მიზეზის გამოა, რომ ზოგიერთებს ნაადრევად აღენიშნებათ ვენების ვარიკოზული გაგანიერება; ვენების მოლურჯო, დაკლაკნილი ხვეულები უკვე 25 და ზოგჯერ 20 წლის ასაკიდანვე ყურადღებას იპყრობს მათ კიდურებზე.

როგორც ამბობენ - “გენებს ვერ შეცვლით და ორგანიზმის ამა თუ იმ თავისებურებასაც ვერსად გაექცევით!” თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინებას და ორგანიზმის გაფრთხილებას წინ არაფერი უდგას. ამ კატეგორიას ვურჩევთ: დიდ დროს ნუ დაჰყოფთ ერთსა და იმავე მდგომარეობაში, მავნებელია ისეთი სამუშაო, რომელიც ხანგრძლივად ფეხზე დგომას მოითხოვს; ფრთხილად არის შესარჩევი სპორტის სახეობაც, არარეკომენდებულია ვარჯიშთა ისეთი სახეობები და ზოგადად ისეთი მოძრაობანი, რომლებიც მყესების გადაჭიმვას და გადაძაბვას იწვევს. ყველაზე კარგია ინდივიდუალური პროგრამებით, საგანგებოდ შემუშავებული კომპლექსებით ვარჯიში და აქტივობა.

* * *

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი სპორტის ამა თუ იმ სახეობაში იწყებს ვარჯიშს და გარკვეული პერიოდის შემდეგ სახსრებში “ხრაშუნი, ჭრიალი” ეწყება. ამ ფენომენს რამდენიმე ახსნა აქვს: ჯერ ერთი, არ არის გამორიცხული გარკვეული სახის, თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა, მყესების დაჭიმვა, რაც განაპირობებს სახსრების რამდენადმე უჩვეულო ხმიანობას და მეორეც, სახსრების ინტენსიურად გააქტიურება ზოგჯერ ფარულად მიმდინარე ართროზის პროცესს გამოავლენს ხოლმე.

უნდა გახსოვდეთ, რომ ერთბაშად დიდი დატვირთვა სახსრებისათვის არარეკომენდებულია, და თუ მაინც ვერ მოზომეთ აქტივობის ინტენსივობა ან კიდევ სახსრებში უსიამოვნო მოვლენებს შეიგრძნობთ, გირჩევთ სახსრებს გარკვეული ხნით განტვირთვა-დასვენება მოუწყოთ. ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები უმალ გაგივლით, თუმცა ართროზის არსებობისას უმჯობესია სათანადოდ იმკურნალოთ, კვებისა და მოძრაობა-აქტივობის საჭირო რიტმი დაიცვათ.

ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 35-40 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ტკაცუნი სახსრებში ხშირად ართროზის მანიშნებელი ადრეული სიმპტომია.

ართროზი სახსრებში ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესია. ამ დროს სახსარში სხვადასხვა სახის ცვლილება მიმდინარეობს. ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს ეხახუნება და მუდმივად ტრავმირების გამო ხრტილოვანი ფენა კიდევ უფრო მეტად განილევა. სახსრის შემადგენელი ძვლები დეფორმირდება, სასახსრე სითხის მოცულობა მცირდება, შედგენილობა იცვლება. ყოველივე ამის გამო სახსარში მოძრაობა იზღუდება. გარდა ამისა ირღვევა სახსრის სისხლით მომარაგების პროცესი, მიკროცირკულაცია შესაბამის სისხლძარღვევში მცირდება, შედეგად ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა. ყოველივე ამას დროთა განმავლობაში დაავადებული სახსრის დეფორმაცია და შესაბამისი კუნთების ატროფია (განლევა) ემატება.

თანამედროვე მედიცინა უამრავ ისეთ პრეპარატს ფლობს, რომელიც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას. ამ პრეპარატების შემადგენლობაში შედის ქონდროიტინი, გლუკოზამინი, კოლაგენი და ყველა ის ნივთიერება, რომლებიც ხრტილოვანი ქსოვილისათვის საშენ მასალას წარმოადგენს. აღნიშნული ნივთიერებები აღადგენენ სასახსრე ზედაპირების ელასტიკურობას, განლეული ქსოვილის მოცულობას, აცხრობენ ანთებას.

სახსრებში ტკაცუნის შემთხვევაში სასურველია ცურვით დაკავდეთ. ცურვა, გარდა იმისა, რომ ძვლოვან სისტემას აკაჟებს, ხელს უშლის სკოლიოზისა და ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას. ცურვისას პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი, ციკლური ვარჯიშის ამ სახეობის დროს ზომიერ მოძრაობაში მოდის სახსრები, კუნთები იწრთობა და ორგანიზმი კაჟდება!