ართროზი და მისი გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ართროზი და მისი გამომწვევი მიზეზები
ართროზი და მისი გამომწვევი მიზეზები
ართროზი სახსრების დისტროფიული დაავადებაა, რომელსაც სახსარშიდა ხრტილოვანი ქსოვილის ნელი რღვევა უკავშირდება. ფაქტობრივად, ართროზის დროს, სახსარში ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შედეგად, ძვლების სასახსრე ზედაპირები იცვლება, მიმდინარეობს ქრონიკული ანთებითი პროცესი და სახსრის გარშემო არსებული ქსოვილები დეგენერაციას განიცდის. რეალურად ტერმინი ართროზი აერთიანებს სახსრების დეგენერაციულ-ანთებითი ხასიათის დაავადებებს, რომელთაც აღმოცენების სხვადასხვა მიზეზი აქვთ, თუმცა განვითარების მექანიზმით ერთმანეთს ემსგავსებიან. ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ართროზით დედამიწის მოსახლეობის 80% იტანჯება. ამ ტიპის დაზიანებანი ფართოდ არის გავრცელებული და გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ მესამე
ადგილზეა.

ართროზის განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. დაავადება თანაბრად გვხვდება ქალებთან და მამაკაცებთან. გამონაკლისია მხოლოდ ფალანგთაშუა სახსრების ართროზი, რომელიც უფრო ხშირად ქალების პრობლემაა. ართროზი, სამწუხაროდ, მეტად ვე
რაგი დაავადებაა, ის ადამიანებს ახალგაზრდა, შრომისუნარიან ასაკში (30 წლიდან) იპყრობს და დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად სტაბილურად და შეუჩერებლად იზრდება.

მაინც რა იწვევს ართროზს?
ართროზი სახსარში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება, რაც, თავის მხრივ, სახსარშიდა ხრტილებს ელასტიკურობას უკარგავს. პათოლოგიურ პროცესს შეიძლება ხელი შეუწყოს ხრტილის შემადგენლობიდან პროტეოგლიკანების სრულად ან ნაწილობრივად დაკარგვამ. ეს, როგორც წესი, ხრტილში საკმაოდ ღრმა ნახეთქების განვითარების შედეგია. თუმცა პროტეოგლიკანების შემცირებას სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს: მაგალითად, სახსრის უჯრედთა მიერ მათი სინთეზის (წარმოქმნის) შეფერხება.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სახსრების ხრტილოვანი ნაწილების რღვევას სხვადასხვა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს: ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონული დარღვევები, სახსრის სისხლის მიმოქცევის მოშლა, მემკვიდრული ფაქტორი, ხანდაზმული ასაკი, ტრავმა, ასევე ისეთი დაავადებები, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზი. და მაინც, ყველაზე ხშირი და ფართოდ გავრცელებული მიზეზი ართროზისა სახსრებზე არანორმირებული დატვირთვაა, როდესაც ხრტილები ვეღარ უმკლავდებიან თავიანთ ფუნქციას.

ართროზის აღმოცენებასა და განვითარებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

  • გადატანილი ტრავმა (ეს შეიძლება იყოს მოტეხილობა, ამოვარდნილობა, ღრძობა, მყესების გაწყვეტა და სხვა სახის დაზიანება);
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • სხეულის ჭარბი წონა, რომელიც დამატებით დატვირთვას იწვევს სახსრებზე;
  • ანთებითი პროცესი სახსრებში - მწვავე ჩირქოვანი ართრიტი;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • დაბალხარისხიანი და არარაციონალური კვება;
  • გადაცივება;
  • აუტოიმუნური ხასიათის დაავადებები - რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
  • ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია;
  • სპეციფიკური ანთებები - სიფილისი, ტუბერკულოზი, გონორეა, ტკიპისმიერი ენცეფალიტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • სისხლის შედედების დარღვევები - ჰემოფილია;
  • ბარძაყის ძვლის თავის სისხლით მომარაგების დარღვევა – პერტესის დაავადება.

საყურადღებოა აგრეთვე გენეტიკური ფაქტორით განპირობებული რამდენიმე მიზეზი, რომელიც იწვევს ართროზს:

  • ხელის თითებისა და, საზოგადოდ, მტევნის ართროზის განხილვისას მეცნიერები მიუთითებენ მემკვიდრულ ფაქტორზე. მიაჩნიათ, რომ ე.წ. ბუშარ-ჰებერდინის კვანძები გენეტიკურად გარდამავალი დაავადებაა;
  • სახსრებისა და მყესოვანი აპარატის ფორმირების დარღვევა მუცლადყოფნის პერიოდში დისპლაზიებს იწვევს. ამ ფონზე კი სახსრის ცვეთა და ართროზის განვითარება უფრო სწრაფად მიმდინარეობს;
  • მეორე ტიპის კოლაგენის მუტაცია. როდესაც შემაერთებელ ქსოვილში არსებული ფიბრილური ცილის სტრუქტურა ირღვევა, ხრტილის დაშლა უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

ართროზი სხვებზე მეტად ემუქრებათ მეშახტეებს, მეტალურგებს, მეთევზეებს, ქვაზე მომუშავეებსა და, საზოგადოდ, იმ პირებს, რომელთა შრომაც დიდ ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული.

ართროზის სიმპტომები

ართროზის ძირითადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ტკივილი, რომელიც ძლიერდება სახსარზე დატვირთვისას და ნელდება სახსრის მოსვენებისას, სახსარში მოძრაობის შესუსტება-შეზღუდვა, ხრაშუნი (ჭრიალი), კუნთების დაძაბულობა-დაჭიმვის შეგრძნება სახსრის მიდამოში. ართროზით დაავადებული სახსარი პერიოდულად სივდება, დროთა განმავლობაში კი დეფორმირდება.

განვიხილოთ 4 ყველაზე მეტად გამოხატული სიმპტომი:

1) ტკივილი - ტკივილის შეგრძნება, ჩვეულებრივ, ართროზის პირველი ნიშანია. საზოგადოდ, სახსრის ნებისმიერი სახის დაზიანებას თან ახლავს ტკივილი, თუმცა ართროზის დროს ის რამდენადმე სპეციფიკურია. კერძოდ, ძლიერი ტკივილი თუ მნიშვნელოვანი დისკომფორტი ართროზის დროს ძირითადად მოძრაობისას ვლინდება. ამასთან, ის ლოკალიზებულია მხოლოდ დაავადებული სახსრის არეში. როდესაც ადამიანი წყვეტს მოძრაობას და მოსვენების მდგომარეობაში გადადის, ტკივილი ქრება. ართროზით დაავადებულ ადამიანს უსიამოვნო შეგრძნებები ღამით პრაქტიკულად არ აქვს, ოპტიმალური პოზიციის მიგნებისთანავე მშვიდად იძინებს. მოსვენების მდგომარეობაში ტკივილი ჩნდება მხოლოდ დაავადების პროგრესირება-გამწვავებისას. ასეთ დროს ადამიანი ვერ იძინებს. ტკივილი უმეტესად გამთენიისას - 5-6 საათისკენ ძლიერდება. ამგვარად, ართროზის საწყის სტადიაზე ადამიანს ტკივილი პრაქტიკულად არ აწუხებს. ის სახსარზე დატვირთვისა და/ან პალპაციის დროს შეიძლება აღმოცენდეს. დროთა განმავლობაში კი ტანჯვა ძლიერდება და სახსარს სულ უფრო მეტი მოსვენება სჭირდება. მოგვიანებით ეტაპზე ართროზით დაავადებულთა სიცოცხლე მართლაც ტანჯვას ემსგავსება, ჰიალინური ხრტილი განილევა, სახსარში მონაწილე ძვლები შიშვლდება და მათზე ოსტეოფიტური წანაზარდები ვითარდება. მწვავე ტკივილი ადამიანს აღარ აძლევს მოსვენებას, ის განსაკუთრებით ცუდ ამინდში ძლიერდება.

2) ხრაშუნი (ჭრიალი) - ერთ-ერთი გამოკვეთილი სიმპტომია ართროზის დროს. ის ხრტილოვანი სასახსრე ზედაპირების განლევისა და ძვლების ხახუნის გამო წარმოიქმნება. ხრაშუნი შესაძლოა სხვა დაავადებების დროს, აგრეთვე ჯანმრთელი სახსრების შემთხვევაშიც ისმინებოდეს, თუმცა ართროზისთვის დამახასიათებელ ხრაშუნს განსაკუთრებულად “მშრალი ხმიანობა” აქვს. დაავადების პროგრესირებისდაკვალად ხმიანობა სულ უფრო გამოკვეთილი ხდება. ამასთან, ხრაშუნს (ძვლების ჭრიალს) ყოველთვის ახლავს ტკივილი. სწორედ ეს განასხვავებს ართროზით დაავადებული და ჯანმრთელი სახსრების ხმიანობას.

3) სახსარში მოძრაობის შეზღუდვა - ართროზის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. საწყის სტადიაზე ის პაციენტებს ნაკლებად აწუხებთ, თუმცა დაავადების პროგრესირებისას, როდესაც ახალი ძვლოვანი წანაზარდები ვითარდება, კუნთები სპაზმს განიცდის და სასახსრე ნაპრალი პრაქტიკულად ქრება, დაზიანებულ სახსარში ძვლების მოძრაობა მნიშვნელოვნად იზღუდება.

4) სახსრის დეფორმაცია - ართროზის მოგვიანებით სტადიაზე ვითარდება, როდესაც სახსარი მნიშვნელოვნად ზიანდება.
თარიღი : 07-01-2017
lela
გამარჯობათ ერთი შეკითხვა მაქვს არ ვიცი რა დავარქვა ან რა მჯირს.ეს ერთი კვირაა რაც გამით მეღვიძება ბარძაყში ძვლების ტკივილით ღამ-ღამობით და ვერ მეტყვით რატომ? ან ვის მივმართო 36 წლის ვარ.დღისით თავს მშვენივრად ვგრძნობ არაფერი არ მაწუხებს
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქირურგმა სწავლულებმა საუდის არაბეთიდან (King Abdulaziz University Hospital) შეიმუშავეს მეტად უჩვეულო და ამავდროულად
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
მთელს მსოფლიოში რევმატოიდული ართრიტით მილიონობით ადამიანია დაავადებული. ეს აუტოიმუნური დაავადება აზიანებს სახსრებს
ჩვეულებრივ, სახსრებში ტკაცუნი მათი მომატებული მოძრაობითაა განპირობებული. სამედიცინო ტერმინოლოგიით ამ მდგომარეობას ჰიპერმობილობა ეწოდება.

ბევრს სირბილი არ შეუძლია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ან იმის შიშით, რომ სახსრები შეაწუხებს. მეცნიერებმა ექსპერიმენტული კვლევით დაადგინეს, რომ რეგულარული სირბილი არა მარტო ზოგადად ჯანმრთელობისთვის, არამედ სახსრებისთვისაც სასარგებლოა.
ომეგა-3-ით მდიდარი თევზის ქონისა და ასპირინის კომბინაცია ართრიტთან ბრძოლის მაქსიმალურად ეფექტურ
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე