დავიცვათ და მოვუაროთ სახსრებს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავიცვათ და მოვუაროთ სახსრებს!

არასწორი კვება, მოგეხსენებათ, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებს იწვევს, რაც სახსრების ტკივილს კიდევ უფრო აუტანელს ხდის.

უპირატესობა უჯრედისის შემცველ საკვებს - ფოთლოვან ბოსტნეულს, ხილს, ბარდასა და გასუფთავებულ ხორბლეულს მიანიჭეთ.

რაღა თქმა უნდა, მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები: რძის პროდუქტები, თევზი, თხილი, ნუში, სვით კალციუმის შემცველი მინერალური წყალი (სასმლის 1 ლიტრში ამ მინერალის შემცველობა 150 მგ-ზე მეტი უნდა იყოს).

რაც შეიძლება მეტი დრო ატარეთ სუფთა ჰაერზე - მზის სხივები წარმოქმნის კანში D ვიტამინს, რაც, თავის მხრივ, კალციუმის შეწოვას ეხმარება.

დროულად მოიცილეთ ზედმეტი კილოგრამები

ჭარბი წონა მავნებელია, ეცადეთ, სწრაფად და დროულად მოიცილოთ ზედმეტი წონა, ვინაიდან ის დაავადებული სახსრებისთვის მუდმივი ტვირთი და რისკფაქტორია.

აქტიური ცხოვრების წესი შეუცვლელია!

გადადით ცხოვრების აქტიურ რეჟიმზე. სწორი და ნორმირებული მოძრაობა დაზიანებული სახსრებისთვის შეუცვლელია.

თუ ექიმი ნებას დაგრთავთ, იარეთ საცურაო აუზზე. წყალში სხეულზე ზეწოლა მცირდება, ის ისვენებს, განიტვირთება, ამიტომ ცურვა დიდი შვებაა.

დადებითი შედეგი აქვს სწრაფ სიარულს და სირბილს სპეციალური, რბილძირიანი ფეხსაცმლით.

დილის სირბილის შემდეგ სასურველია ვარჯიშთა იმ კომპლექსის შესრულება, რომელსაც მკურნალი ექიმი თქვენი მდგომარეობის გათვალიწინებით შეგიდგენთ.

კვირაში ერთხელ, ნახევარი საათით, ცხელ წყალში მშვიდად წოლას კი ვერაფერი შეედრება. განსაკუთრებით სასარგებლოა წიწვოვან მცენარეთა აბაზანები.

ოღონდ არ დაგავიწყდეთ: დილის ვარჯიშიდან უნდა გამორიცხოთ ხტუნვა და ჩაჯდომები, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მოძრაობებს, რომელთა შესრულებაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შეიძლება: “ველოსიპედი”, “მაკრატელა”, “ფეხის საქანელა” და სხვა.

სასურველია, თუ დღეში ორჯერ 10-15 წუთით მაინც ივარჯიშებთ.

დაავადების მკვეთრი გამოვლენისას აკრძალულია ნებისმიერი სახის ვარჯიში ან სხეულის რაიმე ფორმით თვითნებური დატვირთვა, ასეთ დროს, კონკრეტული შემთხვევის, დაავადების სიმძიმისა და სტადიის გათვალისწინებით, სამკურნალო ვარჯიშის ნებისმიერ ფორმასა და ინტენსივობას მხოლოდ სპეციალისტი ადგენს და საზღვრავს.

სახსრების დაავადებების დროს აკრძალულია: ჩოგბურთი, ბადმინტონი, ფეხბურთი, რაგბი, ხელბურთი, ბოულინგი და ძალოსნობა.

მათ კი, ვისაც თხილამურებით სრიალი ურჩევნია ყველაფერს, ვაფრთხილებთ: მთიდან სწრაფად, დამრეც ტრასაზე დაშვება არ შეიძლება, ვაკეზე კი შეგიძლიათ მშვიდად ისრიალოთ.

სხვა საგულისხმო რჩევები

  • ართროზით დაავადებულები დაბანისას, როცა კბილებს იხეხავთ, ცალი ხელით პირსაბანს დეყრდენით, ცალი ფეხი კი ოდნავ წინ წადგით.
  • ჭურჭლის რეცხვის ან კერძის მომზადებისას მოხრა მოგიწევთ, ცალი ფეხით სკამს დაეყრდენით.
  • ნუ გაჩერდებით დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში - ამ დროს იკლებს სახსრების სისხლმომარაგება და მცირდება ხრტილოვანი ქსოვილის კვება.
  • შეეცადეთ, გამოიმუშაოთ მოძრაობის ისეთი რიტმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ აქტიურ დატვირთვას დროდადრო დასვენება შეუნაცვლოთ.
  • ავტომობილში ჩაჯდომისას - თავდაპირველად დაჯექით, შემდეგ დაეყრდენით ხელებს და სხეულის მობრუნებით ფეხები გადაიტანეთ სალონში.
  • მართვისას - თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, სავარძელი წინ მისწიეთ, რათა საფეხურებს იოლად მისწვდეთ, ფეხები ოდნავ მოხარეთ, ხოლო ზურგი მყარ საზურგეს მიაყრდენით.
  • ტვირთის აწევისას ძირითადი სიმძიმე “მკერდით აიტანეთ”. თუ ნივთი მიწაზე დევს, მუხლებში მოიხარეთ და შემდეგ ასწიეთ სიმძიმე, არავითარ შემთხვევაში არ დაიხაროთ.
  • უმჯობესია ტვირთი ორივე ხელში თანაბრად გადაანაწილოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს უნდა გეჭიროთ.
  • ტვირთი უკეთესია ზურგჩანთით ატაროთ და არა ხელით ან ცალი მხრით - ასე ხერხემალი ნაკლებად იტვირთება.
  • სამსახურში - შეარჩიეთ დაბალი სკამი, ფეხები იატაკზე ისე დააწყვეთ, რომ თეძოსა და მუხლს შორის მართი კუთხე წარმოიქმნას, ზურგი საზურგეს უნდა ეხებოდეს, კომპიუტერის ეკრანი თვალის გასწვრივ დააყენეთ.
  • თუ მჯდომარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით, ეცადეთ, ზურგისა და ფეხების მდებარეობა ყოველ 15 წუთში ერთხელ შეცვალოთ.

მედიკამენტებთან კვლავ სიფრთხილე გმართებთ!

სახსროვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატთა დიდი ნაწილი, იქნება ეს ინექციები, მალამოები თუ აბები, შერჩევითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, აღიზიანებენ მის ლორწოვან გარსს, არღვევენ წვრილი ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორას და ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევენ.

ამიტომ, თუ წყლულოვანი დაავადება ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაქვთ, ექიმს აუცილებლად უთხარით ამის შესახებ, რომ ისეთი პრეპარატები შეგირჩიოთ, რომლებიც უმნიშვნელოდ გააღიზიანებენ წყლულსა და ნაწლავთა ლორწოვან გარსს.

საბედნიეროდ, დღეს უკვე არსებობს კუჭის ლორწოვანი გარსის საიმედოდ დამცავი მედიკამენტები, ამიტომ უმჯობესია, თუ ძირითადი დაავადების სამკურნალოდ დანიშნული წამლების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვაზე იზრუნებთ.