რადიკულიტისა და ართრიტების მკურნალობა თაფლით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რადიკულიტისა და ართრიტების მკურნალობა თაფლით

წარმოგიდგენთ ართრიტებისა და რადიკულიტის სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს, რომელიც თაფლის გამოყენებით მზადდება.

  • რადიკულიტის გამწვავების დროს ორთქლის აბაზანაზე გაათბეთ 30 გრ თაფლი, დაუმატეთ 3 გრ მდოგვი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ წელის არეში, ზემოდან შემოიჭირეთ სელის ქსოვილი, შემოიხვიეთ მატყლის მოსასხამი და გაიჩერეთ 15-30 წუთამდე. როგორც კი წვა და უსიამოვნო შეგრძნებები გაჩნდება, კარგად ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ, წელი კი ისევ დაითბუნეთ.

  • 100 გრ ბოლოკის წვენში გავხსნათ 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი, დავამატოთ 50 მლ წაბლის თაფლი და სპირტზე დამზადებული 50 მლ გულყვითელას ნაყენი. კარგად ავურიოთ და შევიზილოთ მტკივნეულ ადგილებში ართრიტის გამწვავების დროს.

  • 10 ცალი ცხენისწაბლას ნაყოფი დაფქვით, დაუმატეთ 50 გრ თაფლი და 30 მლ ქაფურის ზეთი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე. დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შეიკარით მატყლის მოსასხამით. გაიჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

  • 150 მლ თაფლი, 70 მლ ალოეს წვენი და 250 გრ არაყი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და გავიკეთოთ კომპრესები როგორც ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება ართრიტის დროს.