რევმატოიდული ართრიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატოიდული ართრიტი

ამ დროს ზიანდება სახსრების ირგვლივი და სხვა ქსოვილები, ცვლილებები აღინიშნება ორგანიზმის -დამახასიათებელია ეტაპობრივად პროგრესირებადი მიმდინარეობა რემისიებით ანუ დროებითი გაუმჯო-ბესების პერიოდებით. სახსრების ანთება ვლინდება შესივებითა და ტკივილით, ზოგჯერ შეწითლებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევმატოიდული ართრიტის დროს ანთება მოიცავს სახსრების ირგვლივ არსე-ბულ ქსოვილებს, მყესებსა და კუნთებს. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესი იწვევს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება-განლევას და სახსრის დეფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში სახსრის ფუნქციაზეც აისახება - მოძრაობა იზღუდება და ადამიანს ძლიერ ტკივილს აყენებს. რევმატოიდული ართრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ქალები მამაკაცებზე ხშირად ავადდებიან. დაავადება ნე-ბისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს, თუმცა უმეტესად 40-60 წლის ასაკში იჩენს თავს.

რა იწვევს რევმატოიდულ ართრიტს?

დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკური, ინფექცი-ური, გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ მოწევა ზრდის რევმა-ტოიდული ართრიტის განვითარების რისკს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები, დაავადების სტადიის კვალობაზე, პერიოდულად ვლინდება და ქრება. ანთების ჩაცხრობის სტადიას, როდესაც მცირდება დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები და პაციენტი თავს უკეთ გრძნობს, რემისიას უწოდებენ. რემისიის პერიოდი შესაძლოა ან თავისთავად დად-გეს, ან მკურნალობის შედეგად იქნეს მიღწეული. ის რამდენიმე კვირას, თვეს, ზოგჯერ წელსაც გრძელ-დება. რემისიის დასრულების შემდეგ დაავადება ისევ მძაფრდება, პაციენტის მდგომარეობა უარესდება.

ამას გამწვავებას უწოდებენ. რევმატოიდული ართრიტის გამწვავების პერიოდში ავადმყოფი თავს სუსტად გრძნობს, მადა უქვეითდება, უწევს ტემპერატურა, უძლიერდება სახსართა შებოჭილობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. სახსართა შებოჭილობა ყველაზე მეტად გამოხატულია დილაობით და დასვენების პერიოდის შემდეგ. სახსრების ანთებით დაზიანებას ართრიტი ეწოდება. სახსრები ამ დაავადების დროს მტკივნეული და შეშუპებულია. რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია მტევნებისა და ტერფების სახსართა სიმეტრიული დაზიანება.

იშვიათად ვლინდება მსხვილი სახსრის იზოლირებული დაზიანება ცალ მხარეს. ასეთ დროს დიაგნოზის დასმა რთულდება, ვინაიდან ასეთივე მიმდინარეობა ახასიათებს პოდაგრას და სახსრების ინფექციურ ან-თებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევმატოიდული ართრიტი სისტემურ დაავადებას წარმოადგენს. თვა-ლების ჯირკვალთა და პირის ღრუს ლორწოვანის ანთება ამ ორგანოთა სიმშრალეს - შეგრენის სინდრომს იწვევს. ანთება მოიცავს პლევრას, პლევრიტს კი სუნთქვისა და ხველების დროს გულმკერდის არეში დამახასიათებელი ტკივილი სდევს თან.

რევმატოიდული ართრიტის დროს ანთებით პროცესში ზოგჯერ ფილტვებიც ერთვება. მათში რევმატო-იდული კვანძები ლაგდება. ძლიერი ტკივილი ახლავს თან პერიკარდიტსაც (გულის პერანგის ანთებას). ტკივილი პერიკარდიტის დროს, წესისამებრ, მცირდება სხეულის წინ გადახრისას და ძლიერდება ზურ-გზე წოლისას. რევმატოიდული ართრიტის დროს ქრონიკული ანთება სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და ანემიის განვითარებას იწვევს.

შესაძლოა, გამოვლინდეს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებაც (რაც ზრდის ინფექციურ დაავადებათა განვითარების რისკს). თუ ამ დროს ელენთის გადიდებაც დადასტურდა, ფელტის სინდრომზე საუბრო-ბენ. კანქვეშა რევმატოიდული კვანძები უპირატესად იდაყვებსა და მტევნის თითებზე წარმოიქმნება. სა-კუთრივ კვანძები არავითარ სხვა სიმპტომს არ იწვევს, თუმცა მათში არცთუ იშვიათად მეორეული ინფე-ქციური ანთება ვითარდება. რევმატოიდული ართრიტის იშვიათ, მაგრამ მძიმე გართულებას წარმოად-გენს ვასკულიტი (სისხლძარღვთა ანთება).

ვასკულიტი არღვევს ორგანოებისა და ქსოვილების სისხლით მომარაგებას. ეს პათოლოგია უმთავრესად ხელ-ფეხზე მუქი ნეკროზული უბნებისა და წყლულების სახით ვლინდება. რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა კომპლექსურ გამოკვლევას ეფუძნება, ოპტიმალური მკურნალობა კი მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად ითვალისწინებს სამკურნალო ფიზკულტურას, ცხოვრების წესის მოწესრიგებას, ფიზიოთერაპიას.