შეგრენის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეგრენის სინდრომი

იმუნური სისტემის ეს ანომალიური აქტივობა სხვადასხვა ქსოვილისა და ორგანოს ანთებას იწვევს. სწორედ ასეთი აუტოიმუნური ანთება ვითარდება შეგრენის სინდრომის დროს. ის მოიცავს ნერწყვისა და ცრემლის წარმომქმნელ ჯირკვლებს. საცრემლე ჯირკვლების ანთებას ცრემლის წარმოქმნის მკვეთრი შემცირება და თვალების სიმშრალე მოჰყვება, სანერწყვე ჯირკვლების ანთების გამო კი მცირდება ნერწყვის პროდუქცია და ვითარდება პირისა და ტუჩების სიმშრალე. თუ შეგრენის სინდრომი მხოლოდ აღნიშნული ჯირკვლების ანთებით, შემაერთებელი ქსოვილის დაუზიანებლად მიმდინარეობს, საუბრობენ პირველადი შეგრენის სინდრომის შესახებ. არსებობს მეორეული შეგრენის სინდრომიც. ამ დროს ჯირკვლების ანთებას თან ახლავს შემაერთებელი ქსოვილის ისეთი დაავადებები, როგორებიცაა სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი. თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალეს ამ დროს ხშირად მშრალ სინდრომს უწოდებენ.

მიზეზები

მართალია, შეგრენის სინდრომის მიზეზები დანამდვილებით არ არის ცნობილი, მაგრამ თანამედროვე მეცნიერება სულ უფრო მეტად უჭერს მხარს გენეტიკური (თანდაყოლილი) ფაქტორების როლს. შეგრენის სინდრომის გენეტიკური საფუძვლები კვლევის მნიშვნელოვანი საგანია. ცნობილია, რომ დაავადება ხშირად აღმოაჩნდებათ ერთი ოჯახის გენეტიკურად დაკავშირებულ წევრებს, აგრეთვე იმ ოჯახების წევრებს, სადაც აღინიშნება სხვა აუტოიმუნური დაავადებებიც - სისტემური წითელი მგლურა, აუტოიმუნური თირეოიდიტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი პირველი... შეგრენის სინდრომით დაავადებულთა 90% ქალია.

რისკფაქტორები

შეგრენის სინდრომის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია აუტოიმუნური დაავადების ოჯახური ისტორია. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინდრომი აუცილებლად აღმოცენდება, მაგრამ უდავოა, რომ რისკი ამ დროს უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან. ეს მოწმობს, რომ დაავადების აღმოცენებაზე პასუხისმგებლობა აკისრიათ განსაზღვრულ გენებს. სადღეისოდ ცნობილია ისიც, რომ არსებობს შეგრენის სინდრომის ეგრეთ წოდებული სპორადული შემთხვევები - დაავადება აღმოცენდება იქ, სადაც არავითარი გენეტიკური დატვირთვა და აუტოიმუნური პათოლოგიების ოჯახური ანამნეზი არ არსებობს.

როგორ ვლინდება

როგორც აღვნიშნეთ, შეგრენის სინდრომის დროს განსაზღვრული ჯირკვლები ზიანდება, თუმცა არც სხვა ორგანოების დაზიანებაა გამორიცხული. საცრემლე ჯირკვლების აუტოიმუნური ანთება იწვევს თვალების სიმშრალეს, გაღიზიანებას, ცრემლის პროდუქციის დაქვეითებას, თვალებში ქვიშის ჩაცვენის შეგრძნებას და რქოვანას სერიოზულ დაზიანებას. თვალების სიმშრალე, თავის მხრივ, სათავეს უდებს თვალების ინფიცირებას და ქუთუთოების ანთებას - ბლეფარიტს. მედიცინაში მშრალ თვალს ქსეროფთალმიას უწოდებენ. როცა ვითარდება ანთება სიმშრალის გამო, საუბრობენ მშრალი კერატოკონიუნქტივიტის შესახებ. სანერწყვე ჯირკვლების ანთება იწვევს პირის სიმშრალეს, ყლაპვის გაძნელებას, კბილების სიმყიფეს, კარიესს, ტუჩების დაავადებას, პირში უსიამოვნო გემოს, შეშუპებას, სანერწყვე ჯირკვლების ინფექციას, კენჭების წარმოქმნას. პირის სიმშრალეს ხშირად თან ახლავს ტუჩების სიმშრალეც. მშრალ პირის ღრუს მედიცინაში ქსეროსტომიას უწოდებენ. შეგრენის სინდრომის დროს - იშვიათად, მაგრამ მაინც - შესაძლოა განვითარდეს სხვა ჯირკვლების ანთებაც.


მაგალითად, სასუნთქი გზების ამომფენი ჯირკვლებისა, რასაც სასუნთქი გზების ინფექციამდე მივყავართ, და საშოს ჯირკვლებისა, რაც სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს და საშოს განმეორებით ინფექციებს იწვევს. ჯირკვლებთან დაკავშირებულ სიმპტომებთან ერთად მოსალოდნელია ზოგადი ნიშნების გამოვლენაც. ეს შესაძლოა იყოს სისუსტე, სახსრების ტკივილი ან ანთება (ართრიტი), რეინოს სინდრომი (ხელის სისხლძარღვების სპაზმი), ფილტვების ანთება, ლიმფური კვანძების გადიდება, თირკმლის, ნერვების, კუნთების დაზიანება. იშვიათი და მძიმე გართულებაა ვასკულიტი - სისხლძარღვთა იმუნური ანთება, რომელიც შესაბამისი ორგანოს დაზიანებას იწვევს. როგორც აღვნიშნეთ, შეგრენის სინდრომს ხშირად თან ახლავს სხვა დაავადებებიც, მათ შორის - აუტოიმუნური თირეოიდიტი და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, რომელიც ყლაპვის გაძნელებითა და შემაწუხებელი გულძმარვით ვლინდება; ძალიან იშვიათად - ბილიარული ციროზი, ღვიძლის იშვიათი აუტოიმუნური დაავადება. პაციენტთა მცირე ნაწილს შესაძლოა განუვითარდეს ლიმფომა - ლიმფური კვანძების სიმსივნე - დაავადების გამოვლენიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

დიაგნოსტიკა

როგორც ითქვა, შეგრენის სინდრომის ერთადერთი გამოხატულება შესაძლოა თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალე იყოს. სანერწყვე ჯირკვლების დაზიანებისას ჯირკვლები დიდდება, მკვრივდება ან რბილდება. ანთებითი ცვლილებების დადგენა შესაძლებელია სპეციალური რადიოლოგიური გამოკვლევით. დიაგნოზი სანერწყვე ჯირკვლის ბიოფსიით დასტურდება. აუტოანტისხეულების აღმოჩენა შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევით. უმთავრესად ესენია ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA), რომლებიც თითქმის ყველა შემთხვევაში ვლინდება. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის აღმოაჩენენ A და B ანტისხეულებს, რევმატოიდულ ფაქტორს, ფარისებრი ჯირკვლის წინააღმდეგ მიმართულ ანტისხეულებს და სხვ. ხშირია ანემია და სისხლში ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები - ედსის მატება, მაღალი ც-რეაქტიული ცილა.

მკურნალობა

შეგრენის სინდრომის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს დაზიანებული ჯირკვლებისა და არეების მკურნალობას, მათი ანთების თავიდან აცილებას. სამწუხაროდ, დაავადება ქრონიკულია, მისგან განკურნება შეუძლებელია. თვალის სიმშრალის წინააღმდეგ მოწოდებულია ხელოვნური ცრემლი, თვალის დამატენიანებელი საშუალებები, რომელთა გამოყენება ამცირებს სიმშრალეს. როცა სიმშრალე ძლიერია, შეიძლება საგანგებოდ დაახშონ საცრემლე არხი, რათა ცრემლმა თვალი უფრო ხანგრძლივად დაატენიანოს. პირის ღრუს სიმშრალის დროს რეკომენდებულია სითხის მიღება, ოთახში ჰაერის დატენიანება, პირის ღრუს სათანადო მოვლა. აუცილებელია ნერწყვის წარმოქმნის სტიმულირება. დამატებით შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტები, რომლებიც ნერწყვის წარმოქმნას უწყობს ხელს. სანერწყვე ჯირკვლების ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს თბილი კომპრესი, მსუბუქი მასაჟი. ცხვირის ღრუს დასანოტივებლად იყენებენ სპეციალური მარილიანი ხსნარების სპრეის. საშოს სიმშრალის დროსაც რეკომენდებულია სპეციალური დამატენიანებლები. ზოგადი სიმპტომების არსებობისას ნაჩვენებია პლაქვენილი. ვასკულიტს მკურნალობენ იმუნოსუპრესიული საშუალებებით (პრედნიზოლონი, აზათიოპრინი, ციკლოფოსფამიდი). ინფექციური გართულებების შემთხვევაში ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია.

პროგნოზი

თვალის, პირის ღრუსა და სხვა დაზიანებული არეების სათანადო მოვლით შესაძლებელია დიდი ხნით შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ამ შემთხვევაში პროგნოზიც კარგია. აქტუალობის გამო დაავადება იმუნოლოგების აქტიური კვლევის საგანია. ახლო მომავალში მკურნალობის მრავალი ახალი ხერხი დაინერგება. სადღეისოდ არსებული მონაცემების თანახმად, შესაძლოა ეფექტური იყოს რიტუქსიმაბი. დაავადების გენეტიკური ბუნების გამო მისი თავიდან აცილება, სამწუხაროდ, შეუძლებელია, თუმცა ზემოთ აღწერილი მეთოდებით შეიძლება თავიდან ავიცილოთ მისი გართულებები.