ძვლებსა და სახსრებში მარილოვანი ცვლის დარღვევის თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძვლებსა და სახსრებში მარილოვანი ცვლის დარღვევის თავისებურებანი

- რა იწვევს თავად ხრტილის დეგენერაციას?

- დეგენერაციულ ცვლილებათა ხელშემწყობი მთავარი ფაქტორებია:

  • სახსრის ფუნქციური გადატვირთვა (პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა) სასახსრე ხრტილის სისტემატური მიკროტრავმით;
  • ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზია და სტატიკის დარღვევა (სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა);
  • მეტაბოლური დაავადებები.

ხრტილის დეგენერაციას საფუძვლად უდევს მეტაბოლიზმის დარღვევა, რის შედეგადაც ხრტილი კარგავს დრეკადობას, ხორკლიანდება, შემდგომ სკდება და წყლულდება, ალაგ-ალაგ ილევა და ქრება. ზოგჯერ ხრტილის ნატეხები სასახსრე ღრუში გამოიყოფა და ანთებით მოვლენებს იწვევს. ხრტილის ქვეშ მდებარე ამორტიზაციას მოკლებული ძვლის ქსოვილი (როგორც ვიცით, ხრტილი მოძრაობის დროს ასრულებს ამორტიზატორის როლს, ამცირებს ზეწოლას ძვალზე) ცვდება და მკვრივდება, სასახსრე ზედაპირის კიდეებთან კი ხდება ხრტილის კომპენსაციური ზრდა, შემდგომ - მისი გაძვალება და ოსტეოფიტების - ძვლოვანი წანაზარდების - წარმოქმნა, როგორც ხრტილის დანაკარგის ერთგვარი კომპენსაცია, ამ უკანასკნელს კი სახსრის ზედაპირის დეფორმაციამდე მივყავართ.

- უმთავრესად რომელ სახსრებს აზიანებს ოსტეოართროზი?

- ქვედა კიდურების სახსრებს და ხერხემალს. ლოკალიზაციის მიხედვით, განასხვავებენ:

  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზს - კოქსართროზს;
  • მუხლის სახსრის ოსტეოართროზს - გონართროზს;
  • ხელის მტევნის დისტალურ ფალანგთაშუა სახსრების ართროზს - ჰებერდენის კვანძებს;
  • პროქსიმული სახსრების ართროზს - ბუშარის კვანძებს (სწორედ მათ მოიხსენიებენ „მარილების დაგროვებად“);
  • ხერხემლის ოსტეოართროზს, რომელიც მოიცავს ოსტეოქონდროზს (მალათაშუა დისკის დაზიანებას), სპონდილოზს (მალათა სხეულების დაზიანებას) და სპონდილოართროზს (მალათაშუა სახსრების დაზიანებას).

- კლინიკურად როგორ ვლინდება დაავადება?

- ოსტეოართროზის დროს ტკივილი სახსრებში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ იჩენს თავს, განსაკუთრებით - საღამოობით. მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა თანდათანობით იმატებს და სისტემატურ ხასიათს იღებს. რეაქტიული სინოვიტი (სახსრის სინოვიური გარსის ანთება) იწვევს სტარტულ ტკივილს, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ გაივლის, ხოლო გადაღლისას ხელახლა აღმოცენდება. დაზიანებულ სახსარში მოძრაობის დროს ისმის უხეში ხრაშუნი. ხერხემლის დაზიანების შემთხვევაში, იმისდა მიხედვით, რომელი მონაკვეთია დაზიანებული, კლინიკური სურათი მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. მაგალითად, კისრის მალების ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა, ღებინება, კარდალგია, მხედველობის დაქვეითება, გულმკერდის მალების დაზიანება ხშირად იწვევს გულის მწვავე იშემიის კლინიკურ სურათს, წელის მალებში ლოკალიზებული პროცესი კი ვლინდება მწვავე ლუმბაგოთი (მწვავე ტკივილით წელის არეში) და იშიასით (ტკივილით საჯდომი ნერვის გასწვრივ).


- როგორ აისახება ძვლებსა და სახსრებზე მარილოვანი ცვლის დარღვევა?

- მარილოვანი ცვლის, კერძოდ, შარდმჟავას ცვლის დარღვევით განპირობებულ ზოგად მეტაბოლურ დაავადებას პოდაგრის (ნიკრისის ქარის) სახელწოდებით ვიცნობთ. მისი ძირითადი კლინიკური გამოხატულებაა სახსარში ჩალაგებული ურატებით - შარდმჟავას კრისტალებით - გამოწვეული მწვავე რეაქტიული ართრიტი (სახსრის ანთება), თუმცა საკმაოდ ზიანდება სხვა ორგანოებიც, მათ შორის - თირკმელები, სისხლძარღვები, გული, რაც განპირობებულია სისხლში შარდმჟავას მომატებით და ქსოვილებში მისი კრისტალური ნაერთების ჩალაგებით. ეს ნაერთები ლაგდება ერთგვარ კვანძებად, რომლებსაც პოდაგრულ კვანძებს ან ტოფუსებს უწოდებენ. პოდაგრის ხვედრითი წონა რევმატულ დაავადებათა 2-5%-ს შეადგენს. იგი გვხვდება ყველა ქვეყანაში და, სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, აღენიშნება 1000-იდან 3 კაცს, უმეტესად - მამაკაცებს (80-95%), ძალზე იშვიათად - ქალებს. მისი განვითარების რისკფაქტორებია არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი, მემკვიდრეობითი განწყობა, პურინებით მდიდარი საკვები (ღვიძლი, თირკმელები, ცხიმიანი თევზი და კიბორჩხალა, ცხვრის, ღორის ხორცი, ნებისმიერი ხორცის ნახარში), ალკოჰოლური სასმელები (განსაკუთრებით - ლუდი და ღვინო), უმოძრაობა, შიმშილი, სტრესი, ტრავმა, გადაღლა, ქირურგიული ჩარევა, ზოგიერთი სამკურნალო საშუალება (კოფეინი, ეუფილინი, შარდმდენები), ხანგრძლივი სტეროიდული (ჰორმონული) თერაპია ან სტეროიდების უეცარი შეწყვეტა. კალორიული კვებისა და მცირე ფიზიკური აქტივობის შერწყმა დაავადების ალბათობას ზრდის. ხშირად პოდაგრას უწოდებენ პირველი ტერფ-ფალანგის სახსრის მიდამოში ოსტეოართროზის ფონზე განვითარებულ ან განივი ბრტყელტერფიანობით განპირობებულ ცერის დეფორმაციას, ე.წ. ჰალუხ ვალგუსს. სინამდვილეში მას პოდაგრასთან არაფერი აქვს საერთო. მისი მკურნალობა გულისხმობს ორთოპედიულ-ოპერაციულ კორექციას. „ქუსლის დეზი“ კი ქუსლის ძვლის უკანა და ქვედა ზედაპირზე, აქილევსის მყესის მიმაგრების ადგილას განვითარებული ანთებით-დეგენერაციული ცვლილებების შედეგია. მას იმავე მეთოდებით მკურნალობენ, რომლითაც ართროზს.

- როგორ შეიძლება ოსტეოართროზის პროფილაქტიკა?

- ოსტეოარტროზის პროფილაქტიკა-პრევენცია გულისხმობს:

  • სხვადასხვა სტატიკური ანომალიების კორექციას;
  • წონის მონიტორინგს (მასის ინდექსის 2 ერთეულით შემცირება 50%-მდე ამცირებს გონართროზის განვითარების რისკს);
  • სპორტული ტრავმებისა და მიკროტრავმების პრევენციას (ტრენირების მეთოდიკის შემუშავება გრადუირებული დატვირთვის მეთოდით).

- რას გვეტყვით მკურნალობაზე?

- მკურნალობა ხანგრძლივი, კომპლექსური და სისტემატურია. პროგნოზი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაავადების სტადიასა და სინოვიტის არსებობა-არარსებობაზე.

  • უნდა შეიზღუდოს დაზიანებული სახსრის მექანიკური დატვირთვა (ხელჯოხის, სამუხლეების, ზურგდამჭერი ქამრების, კორსეტების მეშვეობით).
  • მწვავე და ქრონიკული ტკივილი იმართოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით და ქონდროპროტექტორებით.
  • გამოყენებულ იქნეს ფიზიოთერაპიული მეთოდები (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი და ა.შ.), სამკურნალო მასაჟი სახსრის მიმდებარე კუნთებისა და მყესიოგოვანი აპარატის განმტკიცების მიზნით.
  • ჩატარდეს სამკურნალო ვარჯიშები ექიმი-რევმატოლოგისა და ორთოპედის დანიშნულებით.
  • მნიშვნელოვანი დეფორმაციებითა და სახსრის ფუნქციის სწრაფი დაქვეითებით მიმდინარე ართროზის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, მოხდეს ქირურგიული ჩარევა.