კუნთები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთები

1. განივზოლიანი, რომელიც ჩონჩხის ძვლებს უკავშირდება;

2. გლუვი, რომელიც სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების შემადგენლობაში შედის;

3. განსაკუთრებული აგებულების გულის კუნთი, რომელიც გულის კედლებს წარმოქმნის.

კუნთები ადამიანის სხეულის საერთო მასის 40%-ს ქმნის. ფუნქციის მიხედვით განასხვავებენ მომხრელ, გამშლელ, მომზიდველ (ადუქტორები), განმზიდველ (აბდუქტორები), მატრიალებელ (როტატორები) კუნთებს. კუნთის ფორმა და სიდიდე მის ფუნქციას შეესაბამება. ამის კვალობაზე, განირჩევა გრძელი, მოკლე, განიერი და ირგვლივი კუნთები. გრძელი და მოკლე კუნთები, თავის მხრივ, იყოფა თითისტარა, ერთფრთიან, ორფრთიან და სწორ კუნთებად. გრძელი კუნთები კიდურებზეა განლაგებული, მოკლე კი იქ, სადაც მოძრაობის არეალი ნაკლებია, მაგალითად, ნეკნთაშუა არეებში. განიერია სამკუთხა, კვადრატული, რომბისებური და ტრაპეციული კუნთები, რომლებიც უმთავრესად ხერხემალზე, მის ღრუთა კედლებზე, მაგალითად ზურგზე, მდებარეობს. მრგვალია დამხურავი და მომჭერი კუნთები. ისინი ღრუ ორგანოების კედლებშია მოთავსებული და საჭიროების შემთხვევაში ავიწროებს მათ. ასეთ კუნთებს სფინქტერები ეწოდება. განასხვავებენ აგრეთვე ნებელობითი და უნებლიე მოქმედების კუნთებს. ნებელობითია კუნთები, რომლებიც ადამიანის ნებას ემორჩილება. უნებლიეა კუნთები, რომელთა მუშაობაც ადამიანის ნება-სურვილს არ ემორჩილება. ნებელობითია ჩონჩხის განივზოლიანი კუნთები, სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების შემადგენელ გლუვ კუნთებს კი უნებლიე მოქმედება ახასიათებს.

რა განსხვავებაა გლუვ და განივზოლიან კუნთებს შორის

ანატომიურ განსხვავებასთან ერთად მათ შორის არის გარკვეული ფუნქციურ-ფიზიოლოგიური სხვაობაც:

1. გლუვი მუსკულატურა არ იღლება, მაშინ როდესაც განივზოლიან კუნთებს გარკვეული ხანგრძლივობის მუშაობის შემდეგ დასვენება სჭირდება.

2. გლუვი მუსკულატურა არ ემორჩილება ჩვენს ნება-სურვილს, განივი კი ჩვენს ნება-სურვილს ასრულებს.

3. გლუვი მუსკულატურა შედარებით ნელა იკუმშება. ამას ვეგეტაციური ნერვული სისტემა აკონტროლებს. განივზოლიანს კი საკმაოდ სწრაფად შეკუმშვის უნარი აქვს.

ფუნქციები

კუნთის ფუნქცია შინაგანი და გარეგანი მოძრაობაა:

1. გარეგანი მოძრაობა. მისი მეშვეობით ადამიანი ახორციელებს ყოველგვარ მოძრაობას, რომელიც მისი სხეულის ან მისი ნაწილების გადაადგილებას უკავშირდება.

2. შინაგანი მოძრაობა. შინაგანი ორგანოების ნორმალურ მუშაობაში დიდი წვლილი მიუძღვის ორგანოთა კედლებში არსებულ კუნთოვან შრეს. მისი მეშვეობით გული, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, სასუნთქი და საშარდე გზები თავიანთ ფუნქციებს სრულფასოვნად ასრულებენ.

3. ზოგადი დინამიკის გარდა, ჩონჩხის კუნთები მონაწილეობენ სუნთქვის, ყლაპვის, დეფეკაციის, შარდვის, ღეჭვისა და მეტყველების აქტებში.

4. თითქმის ყველა გრძნობის ორგანოს შემადგენლობაში შედიან განივზოლიანი კუნთები.

კუნთების დამხმარენი

კუნთებს თავიანთი ფუნქციების სრულად გამოვლენისთვის აქვთ ე.წ. დამხმარე ელემენტები. ასეთებია: ფასციები, სინოვიური აბგები და ბუდეები, კუნთის ჭაღი და სესამოიდური ძვლები.

ფასცია

ფასცია ფაშარი ან მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან შექმნილი თხელი ფირფიტაა, რომლითაც დაფარულია კუნთები და მათ ახლომდებარე ელემენტები: სისხლძარღვები, ნერვები და ზოგჯერ კუნთის მეზობელი ორგანოც კი.

კუნთების სინოვიური აბგები და ბუდეები

კუნთების სინოვიური აბგები სითხის შემცველი ერთი ან რამდენიმე საკნიანი გარსით ამოფენილი ღრუებია, რომლებიც უახლოესი სახსრის ღრუში იხსნება.

კუნთის ჭაღი

ზოგჯერ კუნთის მყესი მკვეთრად იცვლის მიმართულებას და მასთან ერთად იცვლება კუნთის ძალის მიმართულებაც. ყოველივე ამის დაუბრკოლებლად განხორციელებაში კუნთს სპეციალური ფიბროზული აგებულების წარმონაქმნი - კუნთის ჭაღი ეხმარება.

სესამოიდური ძვლები

სესამოიდური ძვლები კუნთის სისქეში განვითარებული ძვლოვანი ქსოვილია, რომელიც ერთგვარ დამატებით საყრდენს ქმნის კუნთის მყესისთვის. მისი მეშვებით იცვლება ძვლისადმი მყესის მიმართების კუთხე, რაც უფრო ეფექტიანს ხდის ძვალზე კუნთის ზემოქმედებას. ამავე დროს სესამოიდური ძვლების უმრავლესობა ერთგვარ დამცავ როლსაც ასრულებს მასთან ახლომდებარე სახსრებისთვის.


კუნთების განლაგების კანონზომიერებანი

კუნთები სხეულზე გარკვეული კანონზომიერებით არის განლაგებული.

1. ორმხრივი სიმეტრიის გათვალისწინებით. კუნთები სხეულზე ორმხრივად, სიმეტრიულად არის განლაგებული და ყოველ მათგანს აქვს თავისი თანამოსახელე მეწყვილე.

2. სეგმენტური აგებულების გათვალისწინებით. ხერხემალში, რომელსაც სეგმენტური აგებულება აქვს, კუნთები სეგმენტურად არიან განლაგებულნი: ნეკნთაშუა, მალების სეგმენტების მიხედვით და სხვა.

3. სწორხაზოვანი შეკუმშვის პრინციპის გათვალისწინებით. ჩონჩხის კუნთები იკუმშება სწორხაზოვნად, ძვლებთან მიმაგრების წერტილების მიხედვით, ამიტომ ადამიანმა წინასწარ ყოველთვის იცის, რომელ მხარეს განხორციელდება მოძრაობა.

4. სახსრებთან კუნთები ისეა დაკავშირებული, რომ მოძრაობა მაქსიმალურად საჭირო მომართულებით განახორციელოს.

კუნთის მუშაობის ტიპები

კუნთი ორგანიზმში რამდენიმე ტიპის მუშაობას ასრულებს.

  • როდესაც ჩონჩხის კუნთები სხეულს გარემოში გადააადგილებენ ან მის ნაწილებს ადგილს უცვლიან ერთმანეთის მიმართ, ისინი ასრულებენ დინამიკურ მუშაობას.
  • როდესაც კუნთები თავიანთი შეკუმშვით უზრუნველყოფენ სხეულის ან მისი ნაწილების კონკრეტულ მდგომარეობაში შეკავება-ფიქსაციას, ისინი სტატიკურ მუშაობას ასრულებენ.

რა არის კუნთოვანი ტონუსი

კუნთის ძალა მასში ცალკეული კუნთოვანი ბოჭკოების არსებობასა და თავად კუნთის მოცულობაზეა დამოკიდებული. ცოცხალ ორგანიზმში კუნთები ბოლომდე არასოდეს ეშვებიან. მოსვენებისა და ძილის პერიოდშიც კი ისინი გარკვეულ დაძაბულობას ინარჩუნებენ. მდგომარეობას, რომელშიც კუნთი დაჭიმულობას ინარჩუნებს, კუნთის ტონუსი ეწოდება. ტონუსის მეშვეობით ორგანოები ნორმალურად ფუნქციობენ, ჩონჩხის კუნთები კი გარემოში მოძრაობათა კოორდინაციას ახორციელებენ. მაშასადამე, ტონუსი ისეთი სტატიკური მუშაობაა, რომელსაც ორგანიზმი ხანგრძლივად და სისტემატურად ეწევა გარემოს ზემოქმედების, გრავიტაციის ძალის დასაძლევად.

რატომ იღლება კუნთი

კუნთის დაღლას უშუალო კავშირი აქვს მუშაობის პერიოდში დახარჯული ნახშირწყლების რაოდენობასთან, რომლებიც კუნთური მუშაობის მთავარ საწვავს წარმოადგენს. ხანგრძლივი მუშაობის დროს კუნთში არსებული ნახშირწყლების მარაგი ილევა და მათ ნაცვლად გროვდება ნივთიერებათა ცვლის პროდუქტი - რძემჟავა, რომელიც კუნთის დაღლას იწვევს. კუნთების ტონუსი მათი დაღლის შესაბამისად იცვლება, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ იგი აღდგება და საჭირო მაჩვენებელს უბრუნდება.

როგორ რეგულირდება კუნთების მუშაობა

ჩონჩხის განივზოლიანი კუნთების მუშაობის რეგულირება ხდება ნერვების საშუალებით, რომლებიც საკმაოდ სწრაფად რეაგირებენ და თითქმის შეუმჩნევლად აკონტროლებენ მათ მოძრაობას. სწორედ ამიტომ აქვს ყველა კუნთს საკუთარი ნერვი და ნერვული დაბოლოებანი, რომელთა მეშვეობითაც მუდმივი კავშირი აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის შესაბამის უბნებთან და მათი ბრძანებისამებრ ეწევა სტატიკურ და დინამიკურ მუშაობას.

როგორ მუშაობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის კუნთები

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისაა განივზოლიანი კუნთები, რომლებიც მყესების მეშვეობით ჩონჩხის ძვლებზეა მიმაგრებული და მისი სხვადასხვა სეგმენტის მოძრაობას უზრუნველყოფს. როგორც უკვე მოგახსენეთ, მათ მუშაობას ადამიანი თავად აკონტროლებს. განვიხილოთ ყველაზე მარტივი მოძრაობა: როგორ იხრება ხელი იდაყვის სახსარში. ამ მოძრაობაში მონაწილეობს მხრის ორი ჯგუფის: წინა და უკანა - კუნთები. სახელდობრ, წინა - მხრისა და მხრის ორთავა, უკანა - იდაყვისა და მხრის სამთავა. ხელის მოხრისას კუნთების წინა ჯგუფი იკუმშება, უკანა კი ეშვება. ხელის გაშლისას იკუმშება უკანა ჯგუფის კუნთები, წინა ჯგუფისა კი ეშვება. ასე მუშაობს ხერხემალთან დაკავშირებული კუნთები. მათი ერთი ნაწილის შეკუმშვა ანტაგონისტ კუნთთა მოდუნებას იწვევს და პირიქით.