ართრიტი ცხოველებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ართრიტი ძაღლებში

რომ აღდგენის პროცესი მის კომპენსაციას ვერ უზრუნველყოფს. სასახსრე ხრტილი ძვალს დაზიანებისგან იცავს, მისი ცვეთა კი ძვლების დაზიანების, სახსრის ანთებისა და ტკივილის აღმოცენების მიზეზია. ნორმალური ხრტილი უზრუნველყოფს სათანადო ამორტიზაციას მოძრაობისას. ამ დროს ძვალიც გლუვია. ართრიტით დაზიანებული სახსრის ხრტილი კი დეგრადირებულია და რენტგენოგრამაც ძვლის ხორკლიანობასა და გამკვრივებებს ავლენს.

თუ ძაღლს ართრიტი აქვს, მის სიმპტომებს აუცილებლად შეამჩნევთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სირთულე გადაადგილებისას - ცხოველს არ აქვს ბუნებრივი სურვილი, ისეირნოს, ირბინოს, იხტუნოს. გარდა ამისა, როცა ძაღლს ეფერებით ან ხელში იყვანთ, მტკივან სახსართან შეხებისას ცხოველი თათს უეცრად გასწევს განზე. ართრიტისას ცხოველს უჭირს:

  • წამოდგომა დასვენების შემდეგ;
  • კიბეზე ასვლა;
  • ხტომა;
  • თამაში;
  • სეირნობა და რბენა.

ართრიტის ზოგიერთი ნიშანი ძალიან ჰგავს ზოგიერთი სხვა მძიმე დაავადების სიმპტომებს, ამიტომ გირჩევთ: თუ ჩამოთვლილი ნიშნები შეამჩნიეთ, დიაგნოზის დასაზუსტებლად ცხოველი ვეტერინარს ერთხელ მაინც მიუყვანეთ საკონსულტაციოდ.

რა შეიძლება იყოს ართრიტის მიზეზი?

  • ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად სახსარში დისტროფიული პროცესები ვითარდება. ხანშიშესულ ძაღლთა უმრავლესობას ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული ართრიტის ნიშნები აქვს.
  • ჯიში. ართრიტისადმი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დიდი ზომის ძაღლები - როტვეილერები, ლაბრადორები, დობერმანები.
  • ჭარბი წონა. ჭარბი წონის მქონე ცხოველთა სახსრები ჩვეულებრივზე მეტად იტვირთება, რაც საგრძნობლად ზრდის სახსართა დაავადებების რისკს.
  • უბედური შემთხვევები და ტრავმები. ნებისმიერი ტრავმა შეიძლება სახსრის დაზიანების და შემდგომში ართრიტის მიზეზად იქცეს.
  • თანდაყოლილი დეფექტები. ზოგიერთ ცხოველს სახსრის განვითარების თანდაყოლილი პათოლოგია აქვს, რომელიც თავდაპირველად შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ასაკის კვალდაკვალ ართრიტის აღმოცენებას უწყობს ხელს.
  • ინფექცია. გამორიცხული არ არის, სასახსრე ქსოვილის დაშლისა და ხრტილის დაზიანების მიზეზად ინფექციაც იქცეს.

სად ვეძებოთ ხსნა?

არ არის აუცილებელი, ასაკთან ერთად სახსრების პრობლემებმა იჩინოს თავი. დამტკიცებულია, რომ სათანადო კვებას შეუძლია ართრიტის სიმპტომები შეამსუბუქოს და ძაღლს მოძრაობის უნარი გაუუმჯობესოს. მართებული დიეტის წყალობით ცუგა დიდხანს შეინარჩუნებს აქტიურობასა და თამაშის სურვილს. საკვებით მიღებული კალორიების კონტროლი თავიდან აგვაცილებს ჭარბ წონასა და სიმსუქნეს, რის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სახსრების დატვირთვის შემცირება.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თუ გგონიათ, რომ თქვენს ძაღლს ართრიტი აქვს, საკონსულტაციოდ დაუყოვნებლივ მიიყვანეთ ვეტერინართან. ცხოველი კვებეთ მხოლოდ ვეტერინარის რჩევის შესაბამისად. არ მისცეთ უფლება, საკვები ყოველ შემხვედრს სთხოვოს და არავის დაანებოთ, მას სასუსნავი მიაწოდოს. ეს ვეტერინარის მიერ შერჩეული საკვების კომპონენტთა თანაფარდობის დარღვევას გამოიწვევს. არ მოაკლოთ ცხოველს ახალი სუფთა წყალი. ყურადღება მიაქციეთ ძაღლის მოძრაობის ნებისმიერ დარღვევას. მოუმზადეთ ცუგას თბილი, რბილი საწოლი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ბეწვი კარგად გაუშრეს. თუ ართრიტის სიმპტომები არ იკლებს ან მწვავდება, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.