რევმატოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რევმატოლოგია
ულტრაბგერითი გამოკვლევასახსრების ულტრაბგერით გამოკვლევას დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ულტრაბგერითი რხევების გავლისას განისაზღვრება გამოსაკვლევი არის სტრუქტურული და ფიზიკური თვისებები. ულტრაბგერითი გამოკვლევა მაღალინფორმაციულია სასახსრე ნაპრალში მცირე მოცულობის გამონაყოფის აღმოსაჩენად, იოგებისა და იოგთაშორისი არეების შესასწავლად. აღნიშნული გამოკვლევით შესაძლებელია სინოვიური გარსის ცვლილებების გამოვლენა რევმატოიდული ართრიტის დროს. ულტრაბგერითი დოპლერული სკანირებით შესაძლებელია შეფასდეს სინოვიური გარსის ვასკულარიზაციის ხარისხი, ძვლების კონტურები, სასახსრე ნაპრალის სიფართოვე, გამოვლინდეს ძვლების ეროზია და სხვა.
გვესაუბრება რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი, რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ლორთქიფანიძე. - რა არის ართრიტი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?- თუ ტერმინს სიტყვასიტყვით განვმარტავთ, ართრიტი არის სახსრის ანთება, რომელსაც ახასიათებს ანთების კლასიკური ნიშნების აღმოცენება. ეს ნიშნებია შეშუპება, გაწითლება, ტკივილი, ტემპერატურის მომატება და ფუნქციის მოშლა. ართრიტის დროს სახსარი შეშუპებულია, რის გამოც პაციენტები ამჩნევენ, რომ სახსრის ფორმა შეცვლილია, სახსრის მიდამოში აღინიშნება სიწითლე, შეხებისას შევიგრძნობთ, რომ ამ არეში ტემპერატურა მომატებულია, პაციენტი უჩივის ტკივილს, რომელიც ხშირად ძალიან შემაწუხებელია, სახსარში მოძრაობა შეზღუდულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი.
იქნებ გვირჩიოთ, როგორ ვუმკურნალოთ სახსრებში არსებულ მარილოვან წანაზარდებს ან შევამციროთ მაინც მათი ჩალაგების ინტენსივობა. დავიწყებ იმით, რომ "სახსრებში მარილების ჩალაგება" რამდენადმე არაზუსტი ტერმინია. პირდაპირი მნიშვნელობით ის მხოლოდ პოდაგრას ანუ სახსრებში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში კი მარილებზე საუბრისას იგულისხმება სახსრების ისეთი დაავადებები, როგორიც არის, მაგალითად, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი და ართრიტი. სახსრების დაავადებები თანამედროვე მედიცინის ძალზე აქტუალური პრობლემაა.
სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ტკივილის განვითარების ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია სახსრის ტრავმა. ჯანმრთელმა სახსარმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უსიამოვნო ტკივილით შეგვახსენოს თავი.
თანამედროვე რევმატოლოგიაში ანთებითი პროცესებით დაზიანებულ სახსრებში, მათ სინოვიურ ჩანთებსა და მყესებში სამკურნალოდ უფრო და უფრო ხშირად შეჰყავთ სტეროიდული პრეპარატები. სახსარშიდა ინექციებს საკმაოდ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს და გაუსაძლისი ტკივილებისგან გატანჯული პაციენტიც პირველივე ინექციის შემდეგ შვებას გრძნობს. სახსარშიდა ინექციები კორტიკოსტეროიდებით ხორციელდება, რის გამოც მანიპულაციის შესახებ ექიმთა მოსაზრებანი ყოველთვის ერთნაირი არ არის. როგორ უნდა ჩატარდეს და რა უნდა გაითვალისწინოს სპეციალისტმა ჰორმონული პრეპარატებით სახსარშიდა ინექციის დროს, ამაზე რევმატოლოგი ნინო ჩრდილელი გვესაუბრება:
ნაჩვენებია მე-8 გვერ 9 - დან
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868