რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
რევმატოლოგია
სისტემური წითელი მგლურას განვითარების თავისებურებებზე, მკურნალობის მეთოდებსა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმ რევმატოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ნანა ყურაშვილს. - ქალბატონო ნანა, რა დაავადებაა სისტემური წითელი მგლურა?- სისტემური წითელი მგლურა აუტოიმუნური გენეზის ქრონიკული სისტემური დაავადებაა, რომელსაც პოლისისტემურობა ახასიათებს და მიეკუთვნება შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებების ჯგუფს.
რევმატოიდული ართრიტის პირველი კვალი ამერიკაში, ტენესის შტატში, არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ინდიელის ჩონჩხის შესწავლისას აღმოაჩინეს. ნამარხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4500 წლით თარიღდება. პირველი დოკუმენტი, რომელიც რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებს აღწერს, ჩვენი წელთაღრიცხვის 123 წელს ეკუთვნის. დაავადება კლინიკურად პირველად 1800 წელს აღწერა ფრანგმა ქირურგმა ოგიუსტენ-ჟაკ ლანდრე ბოვემ, მაგრამ ის რევმატოიდულ ართრიტს პოდაგრის ნაირსახეობად მიიჩნევდა. დაავადების თანამედროვე სახელწოდება 1859 წელს შემოიღო ბრიტანელმა რევმატოლოგმა ალფრედ გარომ. მანვე გამიჯნა რევმატოიდული ართრიტი პოდაგრისაგან.
თანამედროვე საზოგადოებასა და მედიცინაში დაავადების მნიშვნელობა განისაზღვრება მოსახლეობაში მისი გავრცელებით, მიმდინარეობის სიმძიმით, ავადმყოფის, მისი ოჯახისა და მთლიანად საზოგადოების ეკონომიკური დანაკარგით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მონაცემებით, ოსტეოპოროზი დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რედაქციაში მოსულ წერილებშიც ხშირად გვთხოვენ მკითხველები ოსტეოპოროზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ამ დაავადებაზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმს, რევმატოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს მამუკა ლორთქიფანიძეს.
დღეს სახსართა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტთა არსენალი საკმაოდ დიდია. ექიმები არც მეთოდების სიმცირეს უჩივიან. უკვე შესაძლებელია, ეფექტურად ვუმკურნალოთ იმას, რის განკურნებაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა. მაგრამ ის, ვისაც სახსრები აწუხებს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს - ართრიტის, ართროზის, ხერხემლისა და სახსრების სხვა დაავადებების მკურნალობა ექიმისა და ავადმყოფის ერთობლივ სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს. სახსართა სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტებზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სანიტარიული სამსახურის მთავარ რევმატოლოგს, ნ. ს. კახიანის სახ. საგზაო კლინიკური საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგეს ნუნუ ტატიშვილს.
ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შრომის უნარის დაკარგვის, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში ართროზით მილიონობით ადამიანია დაავადებული. ახალგაზრდა პაციენტებს შორის მამაკაცები ჭარბობენ, ხანში შესულებს შორის კი ქალები. 45 წლისთვის ეს დაავადება მოსახლეობის 2%-ს აქვს, 45-დან 64 წლამდე - 30%-ს, 65 წლიდან კი 63-85%-ს. ართროზი ყველაზე ხშირად მტევნისა და ტერფის, ხერხემლის კისრისა და წელის განყოფილებათა სახსრებს (სპონდილოართროზი) აზიანებს, თუმცაღა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების სიმძიმის მიხედვით პირველ ადგილს მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი), მუხლის (გონართროზი), ტერფისა და მხრის სახსრის ართროზები იკავებს. დაავადების შესახებ რევმატოლოგი ნინო ჩრდილელი გვესაუბრება.
ულტრაბგერითი გამოკვლევასახსრების ულტრაბგერით გამოკვლევას დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ულტრაბგერითი რხევების გავლისას განისაზღვრება გამოსაკვლევი არის სტრუქტურული და ფიზიკური თვისებები. ულტრაბგერითი გამოკვლევა მაღალინფორმაციულია სასახსრე ნაპრალში მცირე მოცულობის გამონაყოფის აღმოსაჩენად, იოგებისა და იოგთაშორისი არეების შესასწავლად. აღნიშნული გამოკვლევით შესაძლებელია სინოვიური გარსის ცვლილებების გამოვლენა რევმატოიდული ართრიტის დროს. ულტრაბგერითი დოპლერული სკანირებით შესაძლებელია შეფასდეს სინოვიური გარსის ვასკულარიზაციის ხარისხი, ძვლების კონტურები, სასახსრე ნაპრალის სიფართოვე, გამოვლინდეს ძვლების ეროზია და სხვა.
ნაჩვენებია მე-7 გვერ 9 - დან
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის