რევმატოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
რევმატოლოგია
- ქალბატონო ნანა, რა არის „მარილების დაგროვება“?- ის, რასაც ხალხში მარილების დაგროვებას უწოდებენ, სინამდვილეში ოსტეოართროზია - სახსრების ქრონიკული არაანთებითი დეგენერაციული დაავადება. მისი საფუძველია სახსრის ხრტილის პირველადი დეგენერაცია, რასაც მოჰყვება ძვლების სასახსრე ზედაპირის ცვლილებები, გვერდითი ოსტეოფიტების წარმოქმნა, დაბოლოს, სახსრის დეფორმაცია. ოსტეოართროზი ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა - შემთხვევათა 60-70% სწორედ მის წილად მოდის - და ხშირად იწვევს შრომისუუნარობასა და ადრეულ ინვალიდობას.
ვასკულიტი სისხლძარღვთა ანთებაა. ის ცვლის თითქმის მთელი ორგანიზმის სისხლძარღვთა კედლებს, რაც მათი გასქელებით, დასუსტებით, სანათურის შევიწროებითა და დანაწიბურებით გამოიხატება. ვასკულიტის რამდენიმე სახეობაა ცნობილი. ზოგიერთი მათგანი მოკლე ხანს გრძელდება, თუმცა არსებობს ქრონიკულად მიმდინარე ფორმებიც. ვასკულიტი, რომელსაც სხვაგვარად ანგიიტს ან არტერიიტს უწოდებენ, შესაძლოა ქსოვილთა და ორგანოთა მძიმე დაზიანების მიზეზად იქცეს, რადგან შეცვლილი სისხლძარღვები მათ სათანადო რაოდენობის სისხლს ვეღარ აწვდიან. სისხლის მიწოდების კრიტიკულმა დაქვეითებამ შესაძლოა ორგანოებისა და ქსოვილების კვდომამდეც კი მიგვიყვანოს. ვასკულიტი ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა მისი განსაზღვრული სახეობები განსაზღვრულ ჯგუფებშია ხშირი. ზოგიერთი ვასკულიტის მიმდინარეობა თავისთავად უმჯობესდება, ზოგიერთი კი სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 9 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით