თუ მუხლები გაწუხებთ, ტკივილის გასაყუჩებლად ჩინელი სპეციალისტების ეს მეთოდი გამოიყენეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ მუხლები გაწუხებთ, ტკივილის გასაყუჩებლად ჩინელი სპეციალისტების ეს მეთოდი გამოიყენეთ

მუხლები ყოველდღიურად დიდ დატვირთვას განიცდის. ჭარბი წონა, უმოძრაობა ან კიდევ პირიქით, გადამეტებული აქტივობა, გადატანილი ტრავმა, გადაჭარბებული დაძაბვა, ასაკობრივი ცვლილებები, არასწორი კვება და სხვა მრავალი ფაქტორი, შესაძლოა, მუხლების ტკივილის მიზეზი გახდეს.

არსებობს მარტივი მეთოდი, რომელიც მუხლის აუტანელი ტკივილის დროს გამოგადგებათ. ბუნებრივია, უმჯობესია მუხლებს კომპლექსურად უმკურნალოთ, შეცვალოთ ცხოვრების სტილი, რათა აირიდოთ დისკომფორტი და სხვა პრობლემები, თუმცა, საგანგებო სიტუაციისას მეტად ეფექტურია შემდეგი მეთოდი: დაგჭირდებათ მხოლოდ ხაოიანი პირსახოცი. ის რულეტივით დაახვიეთ. დაჯექით სკამზე და ფეხი მუხლის სახსარში ფრთხილად მოხარეთ ისე, რომ ტერფი სკამის კიდეზე მოთავსდეს. ამის შემდეგ დახვეულ პირსახოცს მოხრილი ფეხით მოუჭირეთ და მაქსიმალურად მოადუნეთ ფეხი, მუხლის სახსარი ფრთხილად, მაგრამ თამამად დაჭიმეთ. ეს უმალ დაგიამებთ ტკივილს და მოგიხსნით დისკომფორტს.

თუ მუხლები სიარულისას ხშირად გაწუხებთ, აღნიშნული მეთოდი დილით და საღამოს რეგულარულად გამოიყენეთ.

ნუ შეგეშინდებათ დაჭიმვის, სწორად დაჭიმვა ძლიერი კუნთებისა და ჯანმრთელი სახსრების გარანტიაა.

თინათინ გოცაძე