როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული მატრასი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული მატრასი

უპირატესობას იაფფასიან მატრასებს ანიჭებს.

არადა, შესაძლებელია ხარისხიანი ეკონომიური ნაწარმის შეძენა, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს და ორთოპედიული მახასიათებლებიც ექნება.

კონკრეტული მოდელის შერჩევისას გასათვალისწინებელია ამგვარი ასპექტები:

  • შემავსებელი, რომლისთვისაც გამოიყენება ანატომიური ეფექტის ქაფი, ნატურალური ან ხელოვნური ლატექსი, პოროლონი, მატყლი და ა.შ.

კონსტრუქციის ტიპი:

  • ზამბარის საფუძველი, რომელიც შედგება დამოკიდებული და დამოუკიდებელი ზამბარის ბლოკებისგან,
  • უზამბარო საფუძველი, რომელიც სხვადასხვა მასალის რამდენიმე ფენისგან შედგება და ქმნის “ფენოვანი ნამცხვრის” ფორმას.
  • საფუძვლის სიმაგრე, რომელზეც მოქმედებს ნაწარმის კონსტრუქცია (რაც უფრო მეტი ზამბარაა 1კვ.მ-ზე, მით უფრო მაგარია მატრასი) და გამოყენებული შემავსებელი. საფუძველი შეიძლება იყოს რბილი, საშუალო სირბილის, ზომიერი და საშუალო სიმაგრის, მაგარი და მომატებული სიმაგრის.
  • მოცულობითი სიმაღლე: მინიმალური ზომა 3 სმ-ია, მაქსიმალური - 28სმ-მდე.

ყველა ეს პარამეტრი საძილე ატრიბუტის სწორ არჩევანს განაპირობებს.

მატრასების დასამზადებლად გამოიყენება როგორც ნატურალური, ისე ეკოლოგიურად სუფთა ხელოვნური მასალები. ხელოვნური ლატექსის, პოროლონისა და ქაფის მატრასები ფასით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ნატურალური მასალისას, თუმცა ხარისხით ცუდი არაა და ხანგრძლივად შეიძლება გვემსახუროს.

სიმაგრის მიხედვით ის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, მომხმარებლის წონითი კატეგორიის გათვალისწინებით. თითოეული მოდელი გათვლილია გარკვეულ დატვირთვაზე და ამიტომ, სასურველია, ავირჩიოთ სხეულის მასაზე მეტი დატვირთვის მატრასი. ასეთი მატრასი უფრო დიდხანს გაძლებს.

კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწარმს, რომლის საფუძველი შედგება:

  • დამოუკიდებელი ზამბარიანი ბლოკისგან;
  • უზამბარო ნაწარმი.

კარგი ანატომიური და ორთოპედიული მაჩვენებლების მატრასები შეუცვლელია მათთვის, ვისაც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ხერხემლის პრობლემები, ოსტეოქონდროზი აწუხებს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია საშუალო სიმაგრის ან მაგარი მოდელები. თუმცა შეძენის წინ ჯობს რჩევა ექიმს ჰკითხოთ.

თანამედროვე მატრასები შეუცვლელია კომფორტული ძილისა და დასვენებისთვის.