რა აზიანებს ხერხემალს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აზიანებს ხერხემალს

- ეს ის გარემოებებია, რომლებიც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის კვალდაკვალ ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემაც, ყველაზე მეტად კი ხერხემალი, რაც უშუალოდ მოქმედებს მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე. დიახ, სწორედ ასე გვპასუხობს სხეულის მთავარი სვეტი იმ უპატივცემულო დამოკიდებულებაზე, რასაც ადამიანის სხეულის მთავარი საყრდენი სტრუქტურის მიმართ ვიჩენთ.

თუმცა სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ხერხემლის დაავადებათა არიდება შესაძლებელია, მთავარია, რამდენიმე არცთუ რთული პროფილაქტიკური წესის დაცვა.

სტატისტიკა

  • დედამიწის მოსახლეობის 80%-ს ხერხემლის სვეტის სხვადასხვა დაზიანების გამოხატული კლინიკური ნიშნები აქვს;
  • ეს პრობლემები თავს იჩენს ყველაზე აქტიურ და შრომისუნარიან ასაკში, 35-დან 50 წლამდე;
  • აქტიურია ბავშვთა ასაკში ხერხემალთან დაკავშირებული პათოლოგიებიც: დისპლაზიები, სკოლიოზები, სამშობიარო და შეძენილი ტრავმების სახით;
  • ამ ტიპის დაავადებათა სტრუქტურაში უკანასკნელ ხანს მნიშვნელოვნად გაიზარდა მალათაშუა დისკების დაზიანებასთან დაკავშირებული გართულებანი, ფესვების კომპრესიული, სისხლძარღვოვანი და სპინალური სინდრომები. ამასთან დაკავშირებით გაიზარდა ხერხემალზე ჩატარებულ ქირურგიულ ოპერაციათა რაოდენობაც.

ხერხემლის დაავადებათა გამომწვევი ფაქტორების მიზეზის დასადგენად აუცილებელია იმ ფუნქციებში კარგად გარკვევა, რომელთაც ხერხემლის სვეტი ასრულებს ადამიანის ცხოვრების მანძილზე.

რა არის ხერხემალი?

ხერხემალი ნახევრად მოძრავი სტრუქტურაა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კუნთმყესოვანი აპარატითა და სახსრებით დაკავშირებული 33-35 მალისაგან.


მალათა შორის მოთავსებულია ელასტიკური მალათაშუა დისკები, რომლებიც ხერხემლის დატვირთვისას ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებენ.

ხერხემალი ოთხი ნაწილისგან შედგება:

  • კისრის;
  • გულმკერდის;
  • წელის;
  • გავის.

კისრისა და წელის განყოფილებები ნორმალური მდგომარეობისას ოდნავ წინ გამოწეულია, გულმკერდის ნაწილი კი - უკან გადაზნექილი.

ცნობილია ხერხემლის რამდენიმე მთავარი ფუნქცია:

საყრდენი

ხერხემალს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეყრდნობა მთელი სხეული, ის არის საყრდენი თავისთვის, მხრის სარტყელისთვის, კიდურების, გულმკერდისა და მუცლის ღრუებისთვის.

დაცვითი

ხერხემლის სვეტში მოთავსებულია ორგანოთა სისტემების მუშაობის მარეგულირებელი ზურგის ტვინი. ხერხემალი ზურგის ტვინის ერთგვარი საიმედო სეიფია, რომელიც მას სხვადასხვა სახის დაზიანებისა და არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისგან იცავს.

ამორტიზაციული

ხერხემლის მოქნილობის წყალობით მცირდება სირბილისა და ხტომისას სხეულზე მოქმედების წნევის ძალა. დასაბუთებულია, რომ ამორტიზაციულ ფუნქციას უმეტესწილად ხერხემლის კუნთები ასრულებენ, ამიტომ აუცილებელია მათი გამაგრება.

მოძრაობითი

ადამიანის მოძრაობას მეტწილად განსაზღვრავს სახსრების მოქნილობა და მალათაშუა დისკების ელასტიკურობა.

დამაზიანებელი ფაქტორები

ხერხემლის დაავადებები ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც მასზე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს ერთი ან რამდენიმე ნეგატიური ფაქტორი, მათ შორის:

  • სხეულის არასწორად ფლობის მანერა;
  • სუსტი კუნთოვანი კორსეტი;
  • ფიზიკური აქტივობის დეფიციტი;
  • დიდი ხნით ერთსა და იმავე პოზაში ყოფნა;
  • დაძაბვასა და დასვენებას შორის ნორმალური ბალანსის დარღვევა;
  • ირაციონალური ფიზიკური დატვირთვები;
  • გადაცივება;
  • ჭარბი წონა;
  • არასწორი კვება.

ოსტეოქონდროზი, ფიბრომიალგია, დისკის თიაქრები - ეს ხერხემლის ის დაავადებებია, რომელთა გამოც ყველაზე ხშირად მიმართავენ სპეციალისტებს, თუმცა ამ ჯგუფში რეკორდსმენი სიმპტომი მაინც წელისა და ზურგის ტკივილია, ეს ჩვენი თანამედროვე ყოფის ყველაზე დამახასიათებელი ჩივილებია. ყველაფერი კი ადამიანთა უმოძრაობითაა განპირობებული.