ხერხემლის იდიოპათიური სკოლიოზი და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემლის იდიოპათიური სკოლიოზი და მისი მკურნალობა

დღეს თითქოს ყველა მშობელი შეეჩვია (შეეგუა) იმას, რომ ბავშვი არასწორ პოზაში საათობით ზის მონიტორთან ან კიდევ უჩვეულოდ მოღრეცილ-მოკალათებული ვერ სწყდება მობილურ მოწყობილობას. ცხოვრების აჩქარებული და გადატვირთული რიტმი არ გვაძლევს საშუალებას რეგულარულად ვივარჯიშოთ, ვიმოძრაოთ. ეს კი ყოველმხრივ არყევს ჯანმრთელობას, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემის სისუსტესა და პათოლოგიებს იწვევს.

ჩვენს ყოფაში გასაკვირიც აღარ არის, რომ მოზარდების დიდ ნაწილს სკოლიოზი აღენიშნება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან სწორედაც რომ ბავშვებს, მოზარდებს ეხება.

რა განაპირობებს სკოლიოზის განვითარებას, რას მოიცავს მისი მკურნალობა, როგორ ავირიდოთ ეს პათოლოგია, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, იოანე მოწყალის პრივატ კლინიკისა და დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ვერტებროლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი.

ბატონი ირაკლი იმავდროულად სხვა კლინიკებშიც მოღვაწეობს. ესენია: კლინიკა “ევრომედი”, “გიდმედი”, “იუნონა”, “მედჰაუსი” და ევექსის ქსელის მთაწმინდის ფილიალი. იგი AOSpine-ის აქტიური წევრი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ექსპერტია ვერტებროლოგიაში. დიდი პროფესიონალიზმისა და ერუდიციის გარდა, ეს ახალგაზრდა ექიმი პაციენტებისადმი განსაკუთრებული თავდადებით, გულისხმიერი დამოკიდებულებითა და საოცარი კომუნიკაბელობითაც გამოირჩევა. არაერთი რთული ოპერაციის შემოქმედს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.

- ბატონო ირაკლი, რას გვეტყვით სკოლიოზზე, რამდენად ხშირია ის ჩვენს რეალობაში და რა სახის პრობლემების წინაშე აყენებს მოზარდს?

- სკოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, მსოფლიოში ძალზე გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით - მოზარდებთან. ტერმინი “სკოლიოზი” ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე შემოიღო რომაელმა გალენმა. როგორც ცნობილია, ამ დაავადებას ჰიპოკრატეც კი მკურნალობდა. სკოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიანდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. დაავადების დროული გამოვლენისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში სასიკეთო გამოსავალი მაღალია, მაგრამ თუ დროულად არ მიმართავთ სპეციალისტს, სკოლიოზი შესაძლოა არა მარტო ადამიანის დამახინჯების, არამედ უამრავი სხვა დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. სკოლიოზის მხოლოდ 0.01-0.5 პროცენტი საჭიროებს ოპერაციული მეთოდით ხერხემლის კორექციას.

სკოლიოზი ხერხემლის პათოლოგიური გამრუდებაა პირდაპირ პროექციაში. ის ძირითადად გოგოების დაავადებაა - დაახლოებით 7 გოგოსთან 1 ბიჭის თანაფარდობით.

სკოლიოზისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

1. თავი არაა ტორსის ცენტრში;

2. განსხვავებულია მხრის დონეები;

3. ახასიათებს ნეკნოვანი კუზი, ძირითადად მარჯვენამხრივი;

4. მენჯის ასიმეტრია;

5. ტორსი წაქცეულია.

- ძირითადად რა იწვევს სკოლიოზს?

- სკოლიოზი შეიძლება იყოს:

  • იდიოპათიური (უცნობი მიზეზით გამოწვეული, 80%);
  • ნეირომუსკულარული;
  • თანდაყოლილი;
  • ნეიროფიბრომატოზული;
  • მეზენქიმური დაავადებით გამოწვეული (მარფანის, ეჰლერს-დანლოსის დაავადება);

გარდა ამისა, დაავადების გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • ტრავმა;
  • ინფექცია;
  • ოსტეოქონდროდისტროფია;
  • მეტაბოლური დაავადებები;
  • სიმსივნეები.

- როგორ მკურნალობთ სკოლიოზს?

- სკოლიოზის მკურნალობა სათავეს იღებს დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 650 წლიდან, როდესაც პაველ ეგინმა იდიოპათიური სკოლიოზის ხის ფიცრებით მკურნალობა - გადახვევა-ფიქსაცია შემოგვთავაზა. სხვადასხვა პერიოდში მიმართავდნენ როგორც ხერხემლის გაჭიმვებს, ასევე ფიქსაციებს სხვადასხვა მეთოდით (ფიცარი, ელასტიკური სახვევები და ა.შ.). 1575 წელს ფრანგმა ამბოროსო პარემ შექმნა პირველი მეტალის კორსეტი სკოლიოზისთვის. 1879 წელს რენტგენის აღმოჩენამ დიდი როლი ითამაშა სკოლიოზის დიაგნოსტიკაში. რენტგენმა საშუალება მოგვცა დავკვირვებოდით ხერხემლის დეფორმაციის განვითარებას. 1865 წელს ფრანგმა ექიმმა, რენე გუერინმა, სკოლიოზის მკურნალობისას პირველმა გამოიყენა ქირურგიული მეთოდი. ის მოიცავდა კუნთებისა და ხრტილის მობილიზაციას-გახლეჩას. ოპერაცია ჩატარდა დაახლოებით 1400 პაციენტთან, თუმცა უშედეგო იყო.

იმ პერიოდისთვის ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი შემოგვთავაზა პოლ ჰარინგტონმა (1950 წელს). ის გულისხმობდა ხერხემლის კორექცია-დისტრაქციას მეტალის კონსტრუქციით. ამ ოპერაციის დროს ხდებოდა ასევე უკანა სპონდილოდეზია აუტოძვლით. ამისთვის იყენებდენ თეძოს ძვლის კომპონენტს ან ნეკნოვან კუზს. ეს მეთოდი ხერხემლის კორექციის მცირე საშუალებას იძლეოდა.

თანამედროვე “გაიდლაინებით” (გზამკვლევებით) სკოლიოზის მკურნალობა დაყოფილია რამდენიმე ეტაპად:

  • 10 გრადუსიდან 25 გრადუსამდე - აქტიური ვარჯიში (ზურგის კუნთის გამაგრებისკენ მიმართული);
  • 25 გრადუსიდან 40-45 გრადუსამდე - სპეციალური კორსეტი (ტარება 22 საათი დღეში) და ისევ აქტიური ვარჯიში ზურგის კუნთის გასამაგრებლად;
  • 40-45 გრადუსიდან - აუცილებლად საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას, ინვალიდობის თავიდან ასაცილებლად.

საქართველოში უკვე მრავალი წელია წარმატებით ტარდება სკოლიოზის მკურნალობა თანამედროვე “გაიდლაინებით” როგორც ოპერაციული, ასევე კონსერვატიული გზით. დღესდღეობით ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ 655-ზე მეტი ოპერაცია.

- ხალხში გავრცელებულია ასეთი აზრი, რომ ბრტყელტერფიანობა ხშირად იწვევს სკოლიოზს?

- ეს, რა თქმა უნდა, მითია. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ბრტყელტერფიანობა იწვევს სკოლიოზს, მაშინ მოსახლეობის ძალზე დიდ ნაწილს ექნება სკოლიოზი. ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს:

  • ტრავმული;
  • პარალიზური;
  • რაქიტული;
  • სტატიკური.

ამ დროს ტერფი იღებს სხვადასხვანაირ დეფორმაციას. ბრტყელტერფიანობის, ისევე როგორც სკოლიოზის დროს, დროული და სწორი დიაგნოსტიკის შემთხვევაში გამოჯანმრთელების პროცენტი ძალზე მაღალია.

- რას ურჩევთ მკითხველს, როგორ მოიქცეს სკოლიოზის ასარიდებლად?

- საზოგადოდ, პასიურ ცხოვრებაზე გადასვლამ გამოიწვია ჩვენი კუნთოვანი სისტემის არასწორი განვითარება, რაც შემდეგ ძვალსახსროვანი სისტემის მრავალი პათოლოგიის განვითარების წინაპირობაა. ვიყოთ აქტიურები და პრობლემისას დროულად მივმართოთ სპეციალისტს!