სმარტფონის რეგულარულმა გამოყენებამ, შესაძლოა, ართრიტი გამოიწვიოს
მაიოს კლინიკის თანამშრომლების მონაცემებით, სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის თითების დამახასიათებელ ტკივილს, რომლის მიზეზი მხოლოდ მომატებული დატვირთვა არ არის. სმარტფონის ხმარებისას ცერა თითი არაბუნებრივად იხრება, რის გამოც სახსარი არაანატომიურ მოძრაობას ასრულებს.
ექიმების რეკომენდაციით, სახსრების პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა შესვენების გაკეთება. ხელებმა, ისევე, როგორც თვალებმა, სმარტფონისგან უნდა დაისვენოს. კარგი იქნება, თუ პერიოდულად, ტექსტის აკრეფის საშუალებას შეცვლით. ექიმები ყოველდღიურად გაჭიმვებს, მაჯისა და თითების ვარჯიშებს გვირჩევენ.
ლალი ჩხიკვაძე