რისი ბრალია ღამით წელის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი ბრალია ღამით წელის ტკივილი

მისი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ძვალსახსროვან სისტემაში უნდა ვეძებოთ. უნდა გაირკვეს, ხომ არ არის იგი გამოწვეული წელის არეში მდებარე მალათა დაზიანებით, გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი (რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს მალათაშუა ნერვების დაზიანება), კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის კერძო პათოლოგიები. ხანმოკლე წელის ტკივილი, რომელიც ღამით, დაწოლისას იჩენს თავს და მოძრაობისას ქრება, წელის კუნთების რიგიდულობასაც (გაშეშებულობა, სიტლანქე, რაც გამოწვეულია კუნთების დაძაბვით) ახასიათებს. ასეთ დროს მტკივნეული შეგრძნებები ადგომიდან დაახლოებით 5-10 წუთში გაივლის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოხერხებული საწოლი ორთოპედიული ლეიბით. თუ არ აღგენიშნებათ გინეკოლოგიური დაავადებებისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები, ასეთი ჩივილის დროს პირველ ეტაპზე ხერხემლის პათოლოგიაზეა ეჭვი და დიაგნოსტიკისთვის უნდა მიმართოთ ორთოპედ-ვერტებროლოგს.

ასეთივე წელის ტკივილი ახასიათებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრომის არასწორი ჰიგიენის გამო წელის კუნთები მთელი დღის განმავლობაში დაჭიმულია. თუ ამ მხრივ ყელაფერი რიგზეა, მაშინ გამოსაკვლევია შინაგანი ორგანოები. საინტერესოა, ხომ არ არის დაწეული რომელიმე ორგანო - პროექციაშეცვლილ ორგანოებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდევ უფრო უჭირთ თავის სტაბილურად დაფიქსირება, რაზეც მათი რეცეპტორები ტკივილის სახით რეაგირებენ.

წელის ტკივილი

ინტიმური ცხოვრება და წელის ტკივილი

წელის ტკივილი ქალებში

ვისცერული ხასიათის ანუ შინაგანი ორგანოების პათოლოგიით გამოწვეული წელის ტკივილი

წელის ტკივილი - რეკორდსმენი სიმპტომი