ზურგის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურგის ტკივილი

და სისხლძარღვებისგან. აქედან გამომდინარე, პრობლემათა აღმოცენებისთვის აქ დიდი ასპარეზია, თუმცა ზურგის ტკივილს დიდ მნიშვნელობას იშვიათად ანიჭებენ. გადაღლილობის გამო ხერხემლის გასწვრივ, ბეჭთაშუა არეში, მწველი ტკივილი ალბათ ყველას უგრძნია. თუ ტკივილი უმნიშვნელო და ხანმოკლეა, მას ყურადღებას არ აქცევენ. არადა, ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე ძვრებისა და პროცესების მაუწყებელი განგაშის ზარია.

  • ზურგის ტკივილი და ხერხემალი

ზურგის ტკივილს ხშირად გაციებას აბრალებენ, მასთან ერთად თავის ტკივილს კი დაღლილობას მიაწერენ. არადა, აღნიშნული სიმპტომები მეტად სერიოზული დაავადების - ოსტეოქონდროზის მანიშნებელია. პაციენტები (ხშირად - ქალები) გაოცებულნი რჩებიან, როცა საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად მათი განუწყვეტელი თავის ტკივილის მიზეზს ხერხემლის კისრის არეში აღმოაჩენენ ხოლმე. მალათა უმნიშვნელო ცდომაც კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს: ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ნერვულ ბოჭკოებზე მუდმივი ზეწოლა მათ მომატებულ აღგზნებადობას განაპირობებს, ამის შედეგად კი ვითარდება თავის ქრონიკული ტკივილი.

ეს მარტივი მაგალითიც საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ: ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე აისახება. ისიც გახსოვდეთ, რომ მალებთან დაკავშირებული პათოლოგიური ძვრები მაინცდამაინც ხერხემლის გასწვრივ ან მის არეში ლოკალიზებული ტკივილით არ გამოიხატება. მაგალითად, გულმკერდის ნაწილის მალათა ცდომა და შესაბამის ნერვულ ბოჭკოებზე ზეწოლა ხშირად გულის არეში ლოკალიზებული ტკივილებით ვლინდება, გავის ნაწილში ანალოგიურ ძვრებს კი ქვედა კიდურებში გავრცელებადი ტკივილი მოწმობს. გამოდის, რომ ორგანიზმში არ არის ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომლის ფუნქციაზეც ხერხემლის მდგომარეობა თავისებურ გავლენას არ ახდენდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ხერხემლის მოვლა და გაფრთხილება. ზურგის ტკივილის მიზეზი ხშირად კუნთოვანი ტონუსის სისუსტეა.

  • რატომ გახსენებთ ზურგი თავს ასე მწარედ?

იმიტომ, რომ:

  1. არასწორად იზმორებით, ასრულებთ უხეშ არასწორ მოძრაობებს;
  2. ძლიერად და არასწორად იხრებით, დიდი ხნის განმავლობაში გაუნძრევლად ზიხართ;
  3. სწევთ მძიმე ტვირთს;
  4. დღის უდიდეს ნაწილს ვერტიკალურ მდგომარეობაში ატარებთ (განსაკუთრებით - თუ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით).

ზურგის ტკივილის მიზეზებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე ისეთი სერიოზული პათოლოგიური პროცესები, როგორიც არის:

  1. მალათაშუა დისკების თიაქარი;
  2. ანთებითი დაავადებები;
  3. მეტაბოლური ძვლოვანი დარღვევები (მაგალითად, ოსტეოპოროზი).

განსაკუთრებული ყურადღება ქალებს მართებთ. სტატისტიკური ანალიზი მოწმობს, რომ ზურგის ტკივილი უმთავრესად ქალთა ხვედრია. არც არის გასაკვირი - დილიდან საღამომდე ფეხზე დგომა, სამზარეულოში ფუსფუსი, საყიდლებზე სიარული, რეცხვა, მძიმე ტვირთის აწევა თუ ტარება - ყოველივე ეს თავის კვალს ტოვებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ქალების ორგანიზმში ირღვევა 35 წლის შემდეგ მინერალური ცვლა, ძვლები მყიფე, ადვილად მსხვრევადი, უმნიშვნელო ტრავმისადმი მეტად მგრძნობიარე ხდება, ნათლად დავინახავთ, რაოდენ დიდ რისკს უქმნის სუსტი სქესის წარმომადგენლებს ასეთი რეჟიმი და როგორი გაფრთხილება სჭირდებათ მათ. დროულად მიაკითხეთ სპეციალისტს და, რაც მთავარია, მუდმივად ივარჯიშეთ!

გახსოვდეთ: ზურგის ტკივილი სიმპტომია, რომლითაც ხერხემალი შველას გთხოვთ. თუ დროულად მიაკითხავთ სპეციალისტს, შერყეული ჯანმრთელობის აღსადგენად მკურნალობის შედარებით მარტივი მეთოდებიც გამოგადგებათ. ამ მარტივ მეთოდებს შორის არის მანუალური თერაპია. მასაჟთა კომპლექსითა და სხვა სამკურნალო პროცედურებით შესაძლოა მძიმე გართულებები აიცილოთ თავიდან.

ამიტომ გირჩევთ, დროულად ჩაიტაროთ ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც გადაღლილ ხერხემალს განტვირთვისთვის სჭირდება! რაც მთავარია, წესად დანერგეთ ვარჯიში. დღეში ორჯერ მაინც წაივარჯიშეთ 15-20 წუთით. გახსოვდეთ, ყოველდღიური ვარჯიში ტონუსს მატებს ზურგის კუნთებს, ხსნის მათ დაჭიმულობასა და გადაძაბვას, ათავისუფლებს ხერხემალს დაღლილობისგან, ნერვულ სისტემას - დაძაბულობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს სახსრებს და აჯანსაღებს ორგანიზმს.