როგორ შევაფერხოთ კუნთოვანი მასის განლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევაფერხოთ კუნთოვანი მასის განლევა

ცნობილია, რომ კუნთოვანი მასის დაკარგვა, რაც ორგანიზმის დაბერების კვალად ხდება, ძლიერ დარტყმას აყენებს ჯანმრთელობას. თუმცა, მეცნირებმა ამ დრომდე არ იცოდნენ, როგორ მიმდინარეობს კუნთების განლევის პროცესი.

სამაგიეროდ დღეს მთელი ყურადღება მიპყრობილია ენზიმისაკენ, რომელსაც "ამფ-გამააქტივებელი პროტეინკინაზა" ჰქვია. აღნიშნული ენზიმი დიდ როლს თამაშობს უჯრედის ენერგეტიკულ ჰომეოსტაზში. ეს უკანასკნელი მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესს, როგორიცაა უჯრედის მიერ გლუკოზის შთანთქმის რეგულაცია.

როგორც მეცნიერებმა აჩვენეს, ზემოთ აღნიშნული ენზიმი მნიშვნელოვნად აფერხებს კუნთოვანი მასის განლევას. ის აქტიურდება ფიზიკური ვარჯიშის დროს, აგრეთვე მეტფორმინის მსგავსი პრეპარატებით (გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ) და სალიცილატით (ასპირინის კომპონენტია).

დღეს უკვე არაერთი კვლევითაა ნაჩვენები, რომ დასახელებული ენზიმის ნაკლებობა აძლიერებს კუნთების სისუსტეს. ექსპერიმენტები ჩატარებულია საშუალო ასაკის მღრღნელებზე, რომელთა მდგომარეობასაც მკვლევარები 50 წლის ასაკის ადამიანთა მდგომარეობის ეკვივალენტურად განმარტავენ: საცდელი ცხოველი რომ 50 წლის ადამიანი იყოს, მისი კუნთოვანი ქსოვილი 100 წლის ასაკის პირის მსგავსი იქნებოდა.

ასე რომ ივარჯიშეთ, გაააქტიურეთ ენზიმი და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და ფიზიკური გამძლეობა!

თინათინ გოცაძე