თავის ტკივილი და ხერხემალი - რა კავშირია მათ შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტკივილი და ხერხემალი - რა კავშირია მათ შორის

, მას რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. არადა, ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული ძვრებისა და პროცესების თავისებური "განგაშის ზარია".

ზურგის ტკივილი დღეს, შეიძლება ითქვას, ეპიდემიად იქცა. ზურგი კომპლექსური სტრუქტურაა. ის შედგება დიდი რაოდენობით კუნთების, ძვლების, მყესების, ნერვებისა და სისხლძარღვებისაგან. აქედან გამომდინარე, პრობლემათა აღმოცენებისათვის, როგორც იტყვიან, აქ დიდი ფრონტია. თუმცა, ზურგის ტკივილს უხშირესად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მეტიც, მას ხშირად გაციებას აბრალებენ, მასთან ერთად თავის ტკივილს დაღლილობას მიაწერენ და სრულებით არ ითვალისწინებენ, რომ აღნიშნული სიმპტომები ოსტეოქონდროზის (მეტად სერიოზული დაავადების) მანიშნებელია. ზურგის ტკივილის მიზეზი ხშირად კუნთოვანი ტონუსის სისუსტეა.

განსაკუთრებული ყურადღება ქალებს მართებთ

სტატისტიკური ანალიზი მოწმობს, რომ ზურგის ტკივილი უხშირესად ქალთა ხვედრია. არც არის გასაკვირი, დილიდან საღამომდე ფეხზე დგომა, სამზარეულოში ფუსფუსი, საყიდლებზე სიარული, რეცხვა, სიმძიმეების აწევა - ყოველივე ეს თავის კვალს ტოვებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ქალების ორგანიზმში ირღვევა 35 წლის შემდეგ მინერალური ცვლა, ხშირად ძვლები მყიფე, ადვილად მსხვრევადი, უმნიშვნელო ტრავმისადმი მეტად მგრძნობიარე ხდება, გასაგები გახდება, თუ რაოდენ დიდ რისკს უქმნის სუსტი სქესის წარმომადგენლებს ასეთი რეჟიმი და როგორი გაფრთხილება ესაჭიროებათ მათ!

დროულად მიაკითხეთ სპეციალისტს და რაც მთავარია, მუდმივად ივარჯიშეთ!

გახსოვდეთ, ზურგის ტკივილი ის სიმპტომია, რომლითაც ხერხემალი შველას გთხოვთ! თუ დროულად მიაკითხავთ სპეციალისტს, მკურნალობის შედარებით მარტივი მეთოდებით მოგიწევთ შერყეული ჯანმრთელობის აღდგენა. ამ მარტივ მეთოდებს შორისაა მანუალური თერაპია, მასაჟთა კომპლექსი და სხვა სამკურნალო პროცედურები. მათი წყალობით შესაძლოა მძიმე გართულებები აიცილოთ თავიდან.

ამიტომ გირჩევთ, დროულად ჩაიტაროთ ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც "დატანჯულ და გადაღლილ" ხერხემალს განტვირთვისთვის ესაჭიროება!

რაც მთავარია, წესად დანერგეთ ვარჯიში! დღეში ორჯერ მაინც ივარჯიშეთ 15-20 წუთი. გახსოვდეთ, ყოველდღიური ვარჯიში ტონუსს მატებს ზურგის კუნთებს, ხსნის მათ დაჭიმულობასა და გადაძაბვას, ათავისუფლებს ხერხემალს დაღლილობისაგან, ნერვულ სისტემას - დაქაჩულობისაგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, ააქტივებს სახსრებსა და აჯანსაღებს ორგანიზმს! ასე რომ, ნუ დაიზარებთ და რეგულარულად ივარჯიშეთ!

თინათინ გოცაძე