რატომ ითვლება ოსტეოპოროზი ქალების დაავადებად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ითვლება ოსტეოპოროზი ქალების დაავადებად

  • ოსტეოპოროზის რისკის მქონე 44 მილიონი პაციენტიდან 68 პროცენტი ქალია.
  • 50 წლის შემდეგ ორიდან ერთ ქალს ემართება ოსტეოპოროზით განპირობებული მოტეხილობა, ხოლო მამაკაცებს შორის - ოთხიდან ერთს.
  • ბარძაყის ოსტეოპოროზის შემთხვევათა 75% ქალებთან აღირიცხება.

ძვლების “შენების” პროცესი

სავარაუდოდ, ოსტეოპოროზი ბავშვობიდან და მოზარდი ასაკიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ პერიოდში ხდება ძვლების უდიდესი ნაწილის ფორმირება. ქალის ძვლების მასა მაქსიმუმს 18 წლისთვის აღწევს, ხოლო მამაკაცისა - ოცისთვის. ძვლოვანი მასის ფორმირება ამის შემდეგაც გრძელდება, მაგრამ ქალებთან - გაცილებით ნაკლებინტენსიურად. 30 წლისთვის ძვლის მასა მთლიანადაა შევსებული და მიუხედავად იმისა, რომ ძვლის ძველი უჯრედების ჩანაცვლება გრძელდება, მასა აღარ იმატებს.

ოსტეოპოროზი და ესტროგენი

არსებული მონაცემების თანახმად, ოსტეოპოროზი თამამად შეიძლება მივათვალოთ ჯანმრთელობის იმ პრობლემათა რიცხვს, რომლებზეც პასუხისმგებლობა ჰორმონებს ეკისრება. შესაძლოა, არსებობდეს ძვლების მინერალური სიმკვრივის კარგვის სხვა გენეტიკური და საყოფაცხოვრებო ფაქტორებიც, მაგრამ ორგანიზმში ესტროგენების დონის ცვალებადობა მთავარ ეჭვმიტანილად რჩება. ესტროგენი ჰორმონია, რომელიც ქალს რეპროდუქციული ციკლის რეგულაციაში ეხმარება. ამავე დროს, როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთანაც ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების სიმტკიცისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მენოპაუზამდე (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტამდე) ქალებს მამაკაცებზე მეტი ესტროგენი აქვთ, მაგრამ მენოპაუზის (ციკლის შეწყვეტის) შემდეგ მისი დონე მკვეთრად მცირდება. შესაბამისად, იზრდება ძვლის მინერალური სიმკვრივის კლებისა და ოსტეოპოროზის რისკი. ესტროგენებთან დაკავშირებული ოსტეოპოროზის რისკი იმატებს, თუ ქალს:

  • აქვს არარეგულარული ან იშვიათი მენსტრუაცია ან ციკლი დაეწყო გაცილებით გვიან, ვიდრე მის თანატოლებს;
  • გადატანილი აქვს საკვერცხის ამოკვეთის ოპერაცია;
  • აქვს მენოპაუზა - დროული ან ნაადრევი.

მენოპაუზის პირველ წლებში ქალები ძვლოვან მასას უფრო სწრაფად კარგავენ, ვიდრე მთელი დანარჩენი სიცოცხლის განმავლობაში. ამის საპირისპიროდ, ქალებს, რომელთა ორგანიზმში ესტროგენის დონე უფრო მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების ორგანიზმში, უფრო მაღალი აქვთ ძვლის მინერალური სიმკვრივეც. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებსაც ადრე დაეწყოთ მენსტრუალური ციკლი ან რომლებიც იყენებენ ესტროგენების შემცველ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.

უყურადღებოდ დარჩენილი მამაკაცები

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ოსტეოპოროზი უმთავრესად ქალების დაავადებაა, ამიტომ მამაკაცების ძვლების სიჯანსაღეს ნაკლები ყურადღება ეთმობა. ეს ქმნის საშიშროებას, ოსტეოპოროზის შემთხვევები მამაკაცებთან არადიაგნოსტირებული და არანამკურნალები დარჩეს. მოხუცებულთა სახლის 50 წელს გადაცილებული 895 ბინადრის გამოკვლევამ ცხადყო, რომ მამაკაცებთან ექიმები იშვიათად ვარაუდობენ ოსტეოპოროზის არსებობას, მათთანაც კი, ვინც ახლო წარსულში მოტეხილობა გადაიტანა, თუმცა ეს უკანასკნელი ოსტეოპოროზის სიმპტომად განიხილება. რეალობა კი მოწმობს, რომ ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მოტეხილობა ყოველწლიურად 80 000 მამაკაცს ემართება და 23 000 მათგანი კვდება მოტეხილობით გამოწვეული გართულებების გამო. ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთანაც დაბერების თანმხლები ნორმალური პროცესია. 75 წლისთვის ქალებსა და მამაკაცებს ძვლის მინერალური სიმკვრივე და კალციუმის აბსორბცია დაახლოებით ერთნაირად აქვთ დაქვეითებული. ამავე დროს, მამაკაცებთან ოსტეოპოროზი, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან, ცხოვრების არაჯანსაღ წესთან (ალკოჰოლის ჭარბი მიღება, მწეველობა), მედიკამენტების გვერდით მოქმედებასთან. ერთი სიტყვით, ქალებსა და მამაკაცებს ოსტეოპოროზის რისკფაქტორები სხვადასხვა აქვთ, თუმცა დაავადება ორივე სქესის პაციენტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სკრინინგი ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი გზაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციეტს დაავადების რისკფაქტორები უდასტურდება.


ვის უნდა ჩაუტარდეს ოსტეოპოროზის სკრინინგი

თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ოსტეოპოროზის სკრინინგი რეკომენდებულია, როცა პაციენტი არის:

  • 65 წელს გადაცილებული ქალი;
  • 70 წელს გადაცილებული მამაკაცი;
  • ქალი ან მამაკაცი, რომელმაც 50 წლის შემდეგ გადაიტანა მოტეხილობა;
  • ქალი, რომელსაც აქვს ოსტეოპოროზის სპეციფიკური რისკფაქტორები და მენოპაუზა;
  • 65 წელზე ნაკლები ასაკის ქალი, რომელსაც აქვს ოსტეოპოროზის თუნდაც ერთი რისკფაქტორი და მენოპაუზა;
  • 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც უდასტურდება ოსტეოპოროზის თუნდაც ერთი რისკფაქტორი;
  • ქალი, რომელმაც მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების მიღება შეწყვიტა.

ოსტეოპოროზის სკრინინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა პაციენტს:

  • აქვს ოსტეოპოროზის ან ბარძაყის მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
  • დანიშნული აქვს ოსტეოპოროზის გამომწვევი მედიკამენტები (მაგალითად, გლუკოკორტიკოსტეროიდები);
  • უტარდება ჰორმონული მკურნალობა სარძევე ჯირკვლის ან პროსტატის კიბოს გამო;
  • აქვს რევმატოიდული ართრიტი - დაავადება, რომელიც აზიანებს ძვლებს;
  • მომატებული აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ან იღებს ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებს;
  • უეცრად დააკლდა სიმაღლე;
  • რენტგენოლოგიურად გამოუვლინდა ხერხემლის მალის მოტეხილობა;
  • აქვს ადრეული მენოპაუზა ან ჰორმონების მნიშვნელოვანი დაქვეითება;
  • საწოლს არის მიჯაჭვული ან ვერ ტოვებს ბინას;
  • ეკუთვნის მაღალი რისკის ჯგუფს (არის თეთრკანიანი, ქალი, მოხუცი, ძვალწვრილი);
  • ზრდასრულ ასაკში გადატანილი აქვს მოტეხილობა.

რას გულისხმობს ოსტეოპოროზის სკრინინგი

ოსტეოპოროზის სკრინინგის ოქროს სტანდარტია დუალენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია (DEXA კვლევა). ეს არის უმტკივნეულო და სწრაფი პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ბარძაყისა და ხერხემლის ძვლის მინერალური სიმკვრივე.

რატომ უწოდებენ ოსტეოპოროზს “ჩუმ დაავადებას”

ოსტეოპოროზს ჩუმ დაავადებასაც უწოდებენ. მიზეზი მარტივია - ის წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მისი პირველი სიმპტომი უმეტესად მოტეხილობაა. ჩვეულებრივ, ბარძაყისა, მაჯისა ან ხერხემლის მალისა. ოსტეოპოროზი ასუსტებს, აღარიბებს ძვლებს და ზრდის მათი მოტეხის რისკს. მოტეხილობა მცირე ტრავმის შემთხვევაშიც კია მოსალოდნელი.

ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატები

სადღეისოდ ცნობილია ოსტეოპოროზის სამკურნალო არაერთი პრეპარატი. მათი ქიმიური შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი სხვადასხვანაირია. ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებებს შეუძლია შეაფერხოს და შეაჩეროს ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, თუმცა ეს ეფექტი მხოლოდ მათი ხანგრძლივი და რეგულარული გამოყენების შედეგად მიიღწევა.

საკმარისია თუ არა კალციუმის პრეპარატების მიღება

კალციუმის პრეპარატების მიღება ოსტეოპოროზის დროს საკმარისი არ არის. მათ მხოლოდ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა შეუძლიათ.

პოლივიტამინების როლი

პოლივიტამინები ძალიან ცოტა კალციუმს შეიცავს. ეს არ კმარა ამ მინერალზე ორგანიზმის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. როცა პაციენტი საკვების მეშვეობით ვერ იღებს საკმარის კალციუმს, შეიძლება ნორმის შევსება კალციუმის პრეპარატებით. ცნობილია, რომ 9-18 წლის გოგონებს დღე-ღამეში 1300 მგ კალციუმი სჭირდებათ, 19-49 წლის ქალებს - 1000 მილიგრამი, ხოლო 50 წლისებს და ამაზე უფროსებს - 1200-დან 1500 მილიგრამამდე. მენოპაუზის შემდეგ, თუ პაციენტი არ იღებს ესტროგენებს, სადღეღამისო მოთხოვნილება 1500 მილიგრამია. ამასთან, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საკმაო ოდენობით იღებთ დ ვიტამინსაც. მისი ნორმა 50 წლამდე ზრდასრული ადამიანისთვის 400-დან 800-მდე საერთაშორისო ერთეულია, ხოლო 50 წლიდან - 800-დან 1000-მდე საერთაშორისო ერთეული. D ვიტამინის ეს ოდენობა აუცილებელია მიღებული კალციუმის შეწოვისთვის. კალციუმისა და დ ვიტამინის რეკომენდებული სადღეღამისო ოდენობის მიღება 50%-ით ამცირებს მოტეხილობის რისკს.

უნდა ვიცოდეთ, რომ:

  • დაახლოებით 240 მლ რძე 306 გრამ კალციუმს შეიცავს.
  • კალციუმით მდიდარია რძის სხვა პროდუქტებიც - იოგურტი, ყველი, ხაჭო, ასევე - სოიის ზოგიერთი პროდუქტი.
  • კალციუმის წყაროა მუქი მწვანე ბოსტნეული - ბროკოლი, ისპანახი, პრასი, აგრეთვე - თევზეული და ნუშიც.

როგორ შევამციროთ ოსტეოპოროზის რისკი

ოსტეოპოროზის რისკის შესამცირებლად საკმარისია:

  • რაციონში კალციუმითა და დ ვიტამინით მდიდარი პროდუქტების წილის გაზრდა;
  • რეგულარული ვარჯიში - კუნთები და ძვლები ფიზიკური აქტიურობისას ძალას იკრებენ; განსაკუთრებით სასარგებლოა სიარული, სიმძიმის აწევა;
  • ნორმალური წონის შენარჩუნება. წონის დეფიციტი და მისი მნიშვნელოვანი დაქვეითება ზრდის ოსტეოპოროზის რისკს;
  • თამბაქოსთვის თავის დანებება - ნიკოტინი ამცირებს ძვლოვან მასას, ზრდის მოტეხილობის რისკს;
  • ალკოჰოლის ზომიერი მიღება - ალკოჰოლის ჭარბი მიღება ზრდის ოსტეოპოროზის რისკს.