რევოლუცია ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანებათა მკურნალობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევოლუცია ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანებათა მკურნალობაში

მათ შექმნეს რბილი იმპლანტატი, რომელიც ზურგის ტვინთან ერთად მოძრაობს და ააქტიურებს მის დაზიანებულ უბნებს. ამასთან ერთად აღადგენს კიდურების პარეზის (დამბლის) დროს მათ მოძრაობით აქტივობას.

ელასტიკური იმპლანტატი შექმნეს ლოზანში არსებული ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის სპეციალისტებმა. წინა თაობის მკვრივი ნეიროპროთეზებისაგან განსხვავებით (რომლებიც მიმდებარე ქსოვილების ტრავმასა და დაზიანებას იწვევს) ეს ახალი უმცირესი ზომის (მინიატურული) მოწყობილობა განსაკუთრებული დრეკადობითა და პლასტიკურობით გამოირჩევა. ის ნერვულ ქსოვილთან ერთად მოძრაობს და იწელება. ამის გამო მოცილების რეაქცია, ანთებითი პროცესის განვითარება და ზურგის ტვინის დაზიანება ნულამდეა დაყვანილი.

შვეიცარიელ მეცნიერთა მიერ შექმნილი ეს ნეირონული პროთეზი ინერგება ზურგის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ. ის ერთდროულად ახორციელებს ზურგის ტვინის როგორც ქიმიურ, ასევე ელექტრულ სტიმულაციას. იმპლანტატის ძირითადი ნაწილი შექმნილია ელასტიკური სილიკონისგან, რომელზეც ოქროსგან დამზადებული ელექტრული მიკროსქემებია დამონტაჟებული.

ეს საოცარი ქმნილებაა, რადგან ზურგის ტვინის სტიმულაცია ხორციელდება ინოვაციური მასალისაგან, რომელიც შეიცავს სილიციუმისა და პლატინის მიკროკრისტალებს. საოცარია ისიც, რომ ელექტრული სტიმულაციის გარდა, იმპლანტატი გამოყოფს ნეირომედიატორებს, რომლებიც ააქტიურებენ დაზიანებული ნერვული ქსოვილის ფუნქციას.

ახალმა ნეირონულმა პროთეზმა უკვე დაამტკიცა თავისი ბიოშეთავსებადობა და ეფექტურობა, დაუბრუნა რა პარალიზებულ ვირთაგვებს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი იმპლანტაციიდან რამდენიმე კვირაში. ეს ახალი ქმნილება დიდ იმედებსა და პერსპექტივებს უსახავს ნეიროქირურგებს ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტთა მკურნალობაში. როგორც შემქმნელები აცხადებენ, იმპლანტატის მოქმედების ვადა 10 წელია.

ავტორი თინათინ გოცაძე