ტელეფონში SMS-ის დაწერა ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს - გვარწმუნებენ სპეციალისტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტელეფონში SMS-ის დაწერა ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს - გვარწმუნებენ სპეციალისტები

მიყენებულ კიდევ ერთ ზიანზე შევაჩერებთ. ახალი კვლევებით ირკვევა, რომ მობილურ მოწყობილობებს უკავშირდება ხერხემლის დაჭიმულობა და ზურგის ტკივილი; თურმე ტექსტური შეტყობინების დაწერა (აკრეფა) ადამიანის ხერხემალს 20 კგ-ის დატვირთვას უმატებს. წარმოიდგინეთ, პლუს 20 კგ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ ჩვეულებრივ შეტყობინებას წერთ!

მობილური ტელეფონების სისტემატურად გამოყენება ხერხემლის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ნადრეკის - კისრის ლორდოზის რამდენადმე "გასწორებას" იწვევს, რაც თავის მხრივ დიდ და სულ უფრო მზარდ დატვირთვას აყენებს ხერხემალს, განსაკუთრებით მოზარდებთან.

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ ადამიანი მობილურ მოწყობილობას დღეში 2-4 საათს იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კისერი მოღუნულ მდგომარეობაში აქვს წელიწადში 700-1400 საათის განმავლობაში. ამოდის, რომ ქირურგებს სულ უფრო მეტი პაციენტი ეყოლებათ, განსაკუთრებით მოზარდი ასაკის, რადგანაც მუდმივად არასწორ პოზაში ყოფნა (ჯდომა) ხერხემლის ქრონიკულ გამრუდებას იწვევს. რაღაც ეტაპზე აუცილებლად იგრძნობთ, რომ ვეღარ იმართებით, მაგრამ უკვე გვიანი იქნება - გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

ბუნებრივია, ტექნოლოგიურ პროგრესზე უარს ვერ ვიტყვით, თუმცა, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ სხეულის პოზა და ხერხემლის მდგომარეობა. თუ ყურადღებას გაამახვილებთ და ტელეფონით ხელში მოხრილ-მოკუზული არ იჯდებით, ხერხემლის პრობლემებს აირიდებთ!

თინათინ გოცაძე