მეცნიერებმა ართრიტით დაზიანებულ სახსარში ხრტილის აღმდგენი პრეპარატი შექმნეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა ართრიტით დაზიანებულ სახსარში ხრტილის აღმდგენი პრეპარატი შექმნეს
მეცნიერებმა ართრიტით დაზიანებულ სახსარში ხრტილის აღმდგენი პრეპარატი შექმნეს
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე გაარკვიეს, რომ RCGD 423 მოლეკულა განაპირობებს ართრიტით დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილის ზრდასა და დიფერენცირებს. გარდა ამისა, შესწავლილი შენაერთი აფერხებს ანთებით პროცესს, რაც ასე მნიშვნელოვანია ართრიტის, როგორც პათოლოგიის მიმდინარეობისას.

აღნიშნული მოლეკულისა და სხვა შენაერთების საფუძველზე მეცნიერებმა ახალი პრეპარატი შექმნეს. ეს უკანასკნელი (როგორც სპეციალისტები აცხადებენ) არა მხოლოდ აფერხებს არასასურველი სიმპტომების გამოვლენას, არამედ დაზიანებული ქსოვილის აღდგენასაც განაპირობებს. ახალი პრეპარატის დახმარებით ადამიანები შეიძლება ოპერაციას აცდნენ.

მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ეს დასკვნები უკვე გაამაყარა - დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილი ცხოველებთან სწრაფად
განიცდიდა აღდგენას. ახლო მომავალში კვლევა ადამიანთა მონაწილეობითაც იგეგმება. მკვლევარებს აინტერესებთ, რამდენად ეფექტური იქნება მედიკამენტი ოსტეოპოროზითა და რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებთან. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ პრეპარატი არ კურნავს დაავადებას, თუმცა, ეფექტურად აფერხებს პათოლოგიურ პროცესს, ამას კი დიდი შედეგები ეფუძნება.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
ოსტეოპოროზი ძვლის ქსოვილის პათოლოგიური გამეჩხერებაა, განპირობებული ორგანიზმში კალციუმის
ბევრი პაციენტი, დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილით, ხარისხიან იმპლანტანტებს საჭიროებს. ხელოვნური
როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის
ცნობილია, რომ ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
თუ მუხლები გაწუხებთ, ყოველთვის გამოიყენეთ ჩინელი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ეს მეთოდი, დაგჭირდებათ მხოლოდ პირსახოცი.
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე